მოგონებები

ვახტანგ ღლონტი – ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა

(ანუ კიდევ ერთხელ 1978 წლის 26 მაისზე ბათუმში)

მუდამ ვერიდებოდი ადამიანების გულისტკენას,ალბათ,ამიტომაა 38 წლის განმავლობაში ,მიუხედავად ახლო მეგობრების დაჟინებული თხოვნისა, ბოლომდე არ ვამბობდი სათქმელს,მეგონა ისედაც თვალსაჩინო იყო ყველასთვის ყველაფერი..ახლა კი, საქმე იქამდე მიდის რომ, ლამის ცოცხალიც მომამდურონ და მკვდარიც,რაზეც ნამდვილად ვერ ვიქნები თანახმა.ვიტყვი იმასაც,რომ არანაირი პრეტენზია არა მაქვს ,,წერილის შედგენის ნაწილში”,რატომღაც იქითკენ ხდება ჩვენი მეგობრების ერთი ნაწილის ყურადღების გადატანა,სადაც მათი აქტივობა უფრო ჩანს,არადა ,ამ ისტორიაში ყველასთვის მოიძებნება ღირსეული და დამსახურებული ადგილი,- მე თავად აქციაზე გეტყვით ,ალბათ, ამ დღეებში(ახლა შეუძლოდ ვარ და გრძლად წერა მიჭირს )- რადგან უშუალოდ თუ როგორ დაიწყო დემონსტრაცია ჩემზე და ჩემს უახლოეს მეგობრებზე მეტი სხვამ არ იცის – არც შეიძლება იცოდეს,რადგან შეიძლებოდა ,უბრალოდ, მთავრობისადმი მიწერილი წერილით დამთავრებულიყო ყველაფერი,-ბოლო შეხვედრაზე ასეც გვითხრა ხელისუფლებამ – წერეთ და იკითხეთ,არაფერი შეიცვლებაო და თან სერიოზული მუქარაც მოაყოლა…ამის მერე დაიწყო მთავარი,რითაც ფასეულია ჩვენთვის 1978 წლის 26 მაისი…ვიტყვი იმასაც,რომ ამ ამბის მონაწილეთა ყველა ნაბიჯი არ ყოფილა ბოლომდე სწორხაზოვნად ჰეროიკული,როგორც წინარე აღმწერელნი ამ ამბისა გვიხატავენ ხოლმე და ამაში გასაკვირი არაფერია,დრო იყო მძიმე…იმანაც დამწყვიტა გული,წიგნს ვწერთო და იმათაც ეპატიჟებიან ამ საქმეში,ვისაც ხელის შეშლა ევალებოდა ჩვენთვის და ჩვენი მწყემსვა და არ აინტერესებთ იმ კაცის აზრი,ვინც პირველი გამოვიდა და ვისაც გაჰყვა მაშინდელი სტუდენტობა და ბოლოს ლამის მთელი აჭარა ერთად ვიყავით…საინტერესო და მძიმე იყო მერენდელი დღეებიც…არავის დამსახურებებსა და ,,დაფნის გვირგვინებს” მე არ ვემუქრები,- ჩემი სად წავიღო ის არ ვიცი… ჩემს ცხოვრებაში ბევრჯერ იყო 1978 წლის 26 მაისი და არასდროს ვყოფილვარ ერთი ჰეროიკული დღისა თუ წუთის ამარა(ერთი ომიდან თუ ხიფათიდან მეორეში შევდიოდი და ისტორიების საწერად ნამდვილად არ მეცალა,რადგან,ისტორიას, გამარჯვებულები კი არ წერენ,როგორც ბევრს ჰგონია,არამედ – გადარჩენილები, გადარჩენის შანსი კი, სხვებისგან განსხვავებით,ძალიან ცოტა მქონდა მუდამ)…ერთი სიტყვით, ბევრ საინტერესო ამბავს გეტყვით ამ დღეებში…

პატივისცემით!!! –

ვახტანგ ღლონტი(4 იანვარი,2015 წელი)

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button