საბავშვო
- ზღაპარი
ხოხობი და მელია
ერთი ჯაგის ძირში ხოხობი იჯდა და ხორბალს კენკავდა. ისე იყო თავის საქმით გართული, რომ ვერც კი შენიშნა, როგორ წამოეპარა მელია.…
Read More » - ზღაპარი
ამირანი
იყო და არა იყო რა, იყო ერთი მონადირე, სახე4ლად სულუკმახი. ჰყავდა ორი ვაჟიშვილი: ბადრი და უსუპი. სულუკმახი თავის სიცოცხლეში ნადირობდა და განთქმულო მონადირედაც ითვლებოდა. ერთხელაც წავიდა სანადიროდ, დაუღამდა და ერთ გამოქვაბულ კლდეს მოადგა. იქ ქალღმერთი დალი ცხოვრობდა. შუაღამისას მაღლიდან ქალის წივილი მოესმა. სულუკმახი წამოხტა, კლდეს ირგვლივ შემოურბინა, მაგრამ ასავალი გზა ვერ იპოვა. დილით სულუკმახი სოფელში წავიდა. მტეხელს რამდენიმე ცალი სატეხი გააკეთებინა, თან ჩაქუჩიც წამოიღო და უკან დაბრუნდა. სატეხები კლდეს მიაჭედა და საფეხურები გააკეთა. სულუკმახმა მაღლა მწოლარე ქალი ნახა. � რად ყვირი, რა გაჭირვება გაქვს? – ჰკითხა ქალს. � მე ვარ განთქმული ქალღმერთი დალი. ერთ ღამეს,…
Read More » - ზღაპარი
ნასყიდა
იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი და დედაკაცი, ჰყავდათ ერთი ვაჟიშვილი. ძალიან ღარიბად ცხოვრობდნენ, ლუკმა პური ენატრებოდათ. შვილი ვერაფრით შველოდა მშობლებს და ძალიან წუხდა. უთხრა თავის დედ-მამას, წამიყვანეთ და გამყიდეთ, ჩემი ნაფასურით ჭამეთ და ტანთ ჩაიცვითო, ჯერჯერობით გეყოფათ და მერე იქნება ღმერთმა მიშველოს და თავი დავიხსნაო. ამის გაგონებაზე დედამ და მამამ ტირილი დაიწყეს: – შვილო, შენი ნაფასური ჩვენ ოგორ უნდა მოვიხმაროთო და უარი უთხრეს. შვილმა მაინც თავისი არ დაიშალა. მამამ წაიყვანა ტირილით თავისი შვილი გასაყიდად. გამოემშვიდობა ედას და მამა-შვილი გაუდგა გზას. შვილმა უთხრა მამას: � რომ გკითხონ, როგორ ჰყიდიო, უთხარი � ხუთ-თუმნათა-თქო. თუ გკითხონ, რა იცის ხუთი თუმნისაო? – უთხარი: ჩემი შვილი თვალსა, კაცსა და ცხენსა სცნობს-ქო. ბევრი სიარულის შემედეგ მივიდნენ ერთ სახელმწიფოში. ხელმწიფემ გაიგო, რომ ერთ კაცს შვილი მოუყვანია გასაყიდად. უბრძანა, ის კაცი მასთან მიეყვანათ. როცა მამა-შვილი მიიყვანეს ხელმწიფესთან, ჰკითხა: � როგორა ჰიდი შვილსაო? � ხუთ თუმნათაო, – უპასუხა კაცმა. � ხუთი თუმნისა რა იცის შენმა შვილმა? –…
Read More » - საბავშვო
სიკვდილის ჩამოსვლა დედამიწაზე
ერთ სოფელში იყო ერთი უშვილო ღარიბი კაცი. ამ ქვეყანაზე არაფერი საზრუნავი არ ჰქონდა. დილიდან საღამომდის მუშაობდა ყანაში. ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა ცხვირ-პირზე. დაღამდებოდა და ააყუდებდა სამოყიან თოხს ჯარგვლის ღობეზე, შეაღებდა კარებს, დაანთებდა ცეცხლს, ოზანდარიდან გამოიღებდა ცივ მჭადს და აცუცქიდა ზედ თევზის კუდს. დაწვებოდა, დსასვენება უნდოდა, მაგრამ სიზმარი საშველს არ აძლევდა. ესიზმრებოდა მიცვალებული დედა, რომელიც ვითომ საიქიოს მიათრევდა მას. ამოტომ ძალიან ეშინოდა სიკვდიოლისა. ერთხელ სიკვდილი შემჯდარა თეთრ ცხენზე და ჩამოსულა დედამიწაზე. თურმე ეძებს საიქიოში წასაყვან კაცებს. მიდის გზაზე და ცხენს მიაჯირითებს. ის ღარიბი კაცი შეხვდა პირდაპირ. შიშმა აიტანა, იფიქრა, წამიყვანსო, დამალვაც კი მოინდომა, მაგრამ ვერ მოახერხა. სიკვდილმა მიაჭენა ცხენი ამ კაცთან და მიესალმა, შიშისაგან გათავებულმა კაცმა ძლივს უთხრა გაგიმარჯოსო !� ნუ გეშინია, მე შენს წასაყვანად არ მოვსულვარ, ამ სოფლიდან ერთი-ორი კაცი უნდა წავიყვანო და მანამდის ეს ცხენი დამიჭირეო! – გამოელაშარაკა სიკვდილი. კაცმა გამოართვა ცხენი და აღვირი ხელში დაიჭირა. სიკვდილი გაიქცა სოფელში კაცების წამოსაყვანად. დარჩა კაცი მარტო სიკვდილის ცხენთან. იფიქრა: მოდი, სიკვდილს ამ ცხენს მოვპარავ, შევჯდები ზედ და წავალ; მერმე როგორღა მოაკითხავს ვინმეს და ხალხს სიკვდილისაგან ვიხსნიო. შეჯდა ცხენზე. უნდოდა, გაეჭენებინა და იქაურობას გაორებოდა, მაგრამ ცხენი ადგილიდან არ დაიძრა. სიკვდილს მათრახი თან…
Read More » - ზღაპარი
წუნა და წრუწუნა
შემოდგომის თბილი დღე იდგა.თაგვებს ჭირნახული ჩაელაგებინა და მოცლილთ ლელობურთი გაეჩაღებინათ.უშველებელ კაკალს ხან აქეთ ისროდნენ და ხან იქით, გადაჰქონდათ ორღობიდან ორღობეში,…
Read More » - ზღაპარი
ფაშგუნდი
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი არ იქნებოდა, ერთ ქვეყანაში ერთი დიდებული ხელმწიფე მეფობდა. ჰყავდა სამი ვაჟი. ჰქონდა აუარებელი სიმდიდრე და იმ სიმდიდრესთან, თვალსი და მარგალიტთან ერთად ჰქონდა ერთი დიდი ბაღი. იმ ბაღში ერთი დიდი ვაშლი ედგა, რომელიც ქუდისოდენა ვაშლებს ისხამდა, ხელმწიფე თვალისჩინივით უფრთხილდებოდა ამ ვაშლებს, არც თვითონ კრეფდა, არც სხვას აკრეფინებდა, მაგრამ აი შეეჩვია ვიღაც ამ ბაღს და სულ გააჩანაგა. გადის დღე, ხელმწიფის რჩეული ვაშლები დღითი-დღე კლებულობდა. შეწუხდა ხელმწიფე, დაიბარა ხელმწიფე და უთხრა: – აი, შვილებო, ბაღში ერთი ვაშლი გვიდგას, ისიც ვერ შეგვინახავს, სახელმწიფოს როგორ შევინახავთ, გვპარავს ვიღაც და ჩვენ კი ვერ გაგვიგია, ვინ არის Vვენი მტერი. წადით, უყარაულეთ და რომელიც ქურდს დაიჭერ, მეფობას იმას მივცემ! ადგნენ ხელმწიფის შვილები და მოდგნენ რიგით ყარაულობას. რიგი უფროს ძმას ხვდა, ის წავიდა, დაწვა ვასლის ძირში და ერთი კარგად დაიძინა. იმ ღამეს მოვიდა დევი, მოკრიფა ვაშლები და გასწია. მეორე დღეს მოვიდა შინ უფროსი ძმა და უთხრა: – წუხელ არავინ მოსულა , სულ თეთრად გავათენეო! მეორე დღეს დარაჯობის რიგი საშუალო ძმაზე მიდგა. იმანაც დაიძინა. დევი მოვიდა, მოკრიფა ვაშლი და წავიდა. მეორე დღეს მოვიდა შინ და თქვა: – არავინ მოსულაო! მესამე ღამეს უმცროსს მოუწია დარაჯობამ. იმან აიღო მშვილდისარი და გასწია საყარაულოდ. ძმებმა დასცინეს უმცროსს: – აბა, შენ კი აუცილებლად დაიჭერ! – თუ არავის მოვიყვან, მე ხომ მთელი მოგივალთო, — უთხა ძმამ და გაუდგა თავის გზას. იმ ღამეს ვაჟს არ დაუძინია. დარაჯობდა და ელოდა ვაშლის ქურდს. შუაღამე იუო, რიმ მოვიდა ერთი დევი, ავიდა ვაშლზე დაიწყო კრეფა. ვაჟმა მოზიდა მშვილდის, დაიწივლა ისირმა და შეერჭო ღრმად გულში დევს. დიღრიალა დევმა, იტაცა ისარს ხელი და უნოდა ამოეგლიჯა, მაგრამ ვერ ამოიძრო. ჩამოვარდა ღრიალით და მოფხუჭა, გაჰყვა თანსისხლის კვალი. რა გათენდა, ვაჟი მივიდა შინ და მამას უთხრა:…
Read More » - ზღაპარი
თავგაუტეხელი კაცი
ერთი მოხუცებული კაცი ვენახს რწყავდა თან ღვინოს შეექცეოდა. აიღო სავსე ჩარექა, ცერი ყურში გაუყარა და თავისი თავი ასე დალოცა: ღმერთო,…
Read More » - ზღაპარი
მზეთუნახავი ქალი
იყო და არა იყო რა, იყო ერთი მზეთუნახავი ქალი, რომელიც მზეს ეუბნებოდა: შენ ჩადი, მე ამოვალო. ამ ქალის ვინაობა დედამიწის…
Read More » - ზღაპარი
სოლომონ დემურხანაშვილი – მელია წვრილას ფათერაკები
ერთ უდაბურ ტყეში სოროა და იმ სოროში ცხოვრობს ერთი ბებერი მელია წვრილა. იმ მელიას სიჯეილეში იმდენი რამ გადახდენია თავს, იმდენი,…
Read More » - ზღაპარი
ნახევარქათმის ამბავი
ერთი ნახევარქათამი და ერთი მელია დაძმობბილდნენ. წავიდნენ გზასა. მელიამ გზაზე ნახევარქათამი გააჯავრა. ნახევარქათამმა უთხრა მელიას: – მელია, სუ, თორემ ჩაგყლაპავო. მელიამ გაიცინა და უთხრა: – ჩამყლაპეო. გააღო პირი…
Read More »