ზღაპარისაბავშვო

ნასყიდა

იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი და დედაკაცი, ჰყავდათ ერთი ვაჟიშვილი. ძალიან ღარიბად ცხოვრობდნენ, ლუკმა პური ენატრებოდათ. შვილი ვერაფრით შველოდა მშობლებს და ძალიან წუხდა. უთხრა თავის დედ-მამას, წამიყვანეთ და გამყიდეთ, ჩემი ნაფასურით ჭამეთ და ტანთ ჩაიცვითო, ჯერჯერობით გეყოფათ და მერე იქნება ღმერთმა მიშველოს და თავი დავიხსნაო. ამის გაგონებაზე დედამ და მამამ ტირილი დაიწყეს:

– შვილო, შენი ნაფასური ჩვენ ოგორ უნდა მოვიხმაროთო და უარი უთხრეს. შვილმა მაინც თავისი არ დაიშალა. მამამ წაიყვანა ტირილით თავისი შვილი გასაყიდად. გამოემშვიდობა ედას და მამა-შვილი გაუდგა გზას. შვილმა უთხრა მამას:

�         რომ გკითხონ, როგორ ჰყიდიო, უთხარი � ხუთ-თუმნათა-თქო. თუ გკითხონ, რა იცის ხუთი თუმნისაო? – უთხარი: ჩემი შვილი თვალსა, კაცსა და ცხენსა სცნობს-ქო.

ბევრი სიარულის შემედეგ მივიდნენ ერთ სახელმწიფოში. ხელმწიფემ გაიგო, რომ ერთ კაცს შვილი მოუყვანია გასაყიდად. უბრძანა, ის კაცი მასთან მიეყვანათ. როცა მამა-შვილი მიიყვანეს  ხელმწიფესთან, ჰკითხა:

�         როგორა ჰიდი შვილსაო?

�         ხუთ თუმნათაო, – უპასუხა კაცმა.

�         ხუთი თუმნისა რა იცის შენმა შვილმა? – ჰკითხა ხელმწიფემ.

�         ჩემი შვილი  თვალსა, კაცსა და ცხენსა სცნობსო, – უპასუხა მამამ. 

იყიდა ხელმწიფემ  ეს ბიჭი, შვილმა გამოაცილა მამა და უთხრა:

– ეგ ფული უსათუოდ მოიხმარეთ, რაც გიჭირდეთ, იყიდეთო.

მივიდა კაცი შინ, მისცა ცოლს ხუთი თუმანი, ბევრი იყირა ცოლ-ქმარმა, დაკეცეს ეს ფული და შეინახეს � ეს ჩვენი შვილიაო.

ხელმწიფემ ნაყიდი ბიჭი მიაბარა თავის მეპურეს და უბრძანა: – დღეში ერთი პური მიეციო.

იმ სახელმწიფოში ერთმა კაცმა რაღაც უცნაური თვალი მოიტანა გასაყიდად. კაცი ხელმწიფესთან მიიყვანეს. გასინჯა ხელმწიფემ თვალი,  ძალიან მოეწონა და ჰკითხა:

– რას აფასებო?

�         თავის წონა ფულსაო, – უპასუხა კაცმა.

დადვეს სასწორზე, მეორეზე დააყარეს ფული, მაგრამ რამდენსაც უმატებდნენ, თვალს ვერ შეუწონეს. ხელმწიფემ მთელი თავისი ქონება შეუწონა, მაგრამ თვალი მაინც მეტიმ მოდიოდა. გაუკვირდა ხელმწიფეს, დაიბარა თავისი ნაყიდი ბიჭი, რომელსაც ახლა ყველა ნასყიდას ეახადა და უბრძანა:

�         აბა, გაიგე, რის თვალიაო?

ნასყიდამ გასინჯა თვალი და მოახსენა:

�         ეს თვალი ადამიანისაა: ადამიანის თვალი ხარბი და გაუმაძღარია, მიწის მეტი ვერაფერი გააძღობსო. – დაასველა თვალი, გააგორა მიწაზე, თვალმა მიწა აიკრა, დადეს სასწორზე და ერთი კაპეიკიც ვეღარ აიწონა. ხელმწიფემ მეპურეს უბრძანა:

�         ნასყიდას დღეში სამი პური აძლიეო.

გაიარა ხანმა. იმ სახელმწიფოში ერთმა კაცმა ისეთი ცხენი მოიყვანა, რომ სულ ვარსლკვლავებს ეთამაშებოდა. ხელმწიფეს ძალიან მოეწონა და უნდა ეყიდნა. დაუძახა ნასყიდა ბიჭს და უთხრა:

�         ეს ცხენი როგორიაო?

�         ცხენი კარგია, მთელს შენს სახელმწიფოში ასეთი ცხენი არ არის, მაგრამ კამეჩის რძით არის გაზრდილი, ამას დდა ძალიან ადრე მოჰკვდომია, კამეჩისათვის შეუჩვევიათ, ამას როცა დასცხება, მაშინვე ტალახში ჩაეშვებაო.

ხელმწიფემ არ დაუჯერა, ცხენი ძალიან მოეწონა და იყიდა. ერთხელ შეკაზმა და სანადიროდ წავიდა. დაინახა ჯირხვი, გამოუდგა ცხენდავხენ, ცხენი მერცხალივით მიფრინავდა, წამოეწია ჯიხვს და ის იყო, უნდა მოეკლა ჯიხვი, ცხენს დასცხა, გუბე დაინახა, შიგ ჩაწვა და ხელმწიფე სულ ამოისვარა ლაფში და ჯიხვიც გაექცა. ხელმწიფე ახლა კი დარწმუნდა ნასყიდას ნათქვამის სიმართლეში, მაგრამ გვიანღა იყო. ხელმწიფე შინ რომ მ ივიდა, მეპურეს უბრძანა: – ნასყიდას ერთი პური მიუმატეო.

ხელმწიფე დარწმუნდა, რომ ნაყიდი ბიჭი მართლა ყველაფერს კარგადა სცნობდა, გადაწყვიტა, ჩემს სამეფოს შევაგროვებ, უნდა გავიგო, ვის უნდა ჩემთვის კარგიო, ვინ არის ჩემი ერთგული და ვინ ორგულიო. დაიბარა ხალხი. შეიკრიბა ხალხი და მოახსენეს ხელმწიფეს, სუყველანი აქ გახლავართ და რას გვიბრძანებ, დიდებული ხელმწიფეო? ხელმწიფემ დაიბარა ნასყიდა და უთხრა:

�         შენ უნდა გამიგო, ვინ არის ამ ხალხში კარგი ჩემთვის და ვინ ორგულიო. ნასყიდამ, მოახსენა:

�         პირობა უნდა დამიდო და დამიწერო, რომ მე რასც გეტყვი, იმისათვის არ დამსაჯოთო.

ხელმწიფემ  მისცა პიობა და ქაღალდიც დაუწერა. ხალხი შეშინდა: ყველას ეშინოდა, ორგულობა არ დაგვწამოსო. მოჰქონდათ და მოჰქონდათ ნასყიოდასათვის საჩუქრები, – ჩემზე კარგითქვიო. ნასყიდა ყველას პირობას აძლევდა: – ნუ გეშინიათ, არავის არაფერი არ დაგიშავდებათო. გაყო ნასიდამ ხალხიმორად. თვითონ შუაში ჩადგა. ხან აერთ მხარეს გახედა ხალხს, ხან მეორეს. მერე ხელმწიფეს პირობის ქაღალდი დაანახვა:

�         დიდებულო ხელმწიფევ, პირობა ხომ გახსიოვთო? – მახსოვს, მახსოვს, – მიუგო ხელმწიფემ.

კიდევ გადახედა ხალხს, მერე ხელმწიფეს შეხედა და მოახსენა: დიდებულო ხელმწიფევ, აქ ერთი კაციც არ არის ავი და ცუდი, ყველა თქვენი კეთილის მსურველია, ავიც შენა ხარ და ხარაზის შვილიცაო.

ეწყინა ხელმწიფეს, მაგრამ რას იზამდა. წავიდა დაღონებული შინ და თავის დედას ჰკითხა:

�         დედაჩემო, მართალი მითხარი, ვინ იყო მამაჩემი?

�         ვინა და ხელმწიფე! – მიუგო დედამ. ხელმწიფე არ ეშვებოდა:

�         თუ სიმართლეს არ მეტყვი, ვინ იყო მამაჩემი, შენს თვალწინ თავს მოვიკლავო. მეტი რა გზა ჰქონდა, უთხრა:

�         შვითილო, მამაშენი ხელმწიფე რომ მოკვდა, მე შვილი არა მყავდა, შენი სახელმწიფო სხვას რომ არ დარჩენოდა, ერთი ხარაზი გვყავდა და იმასთან დავიწყე ცხოვრება და იმისაგან მეყოლეო.

ხელმწიფემ დაიბარა ნაყიდი ბიჭი, აჰკიდა ცხენებს თვალ-მარგალიტი და უბრძანა:

�         წადი აქედან, ჩემს სახელმწიფოში თვალი აღარ დაგკრაო.

წამოიღო ბიჭმა ეს ამოდენა სიმდიდრე და მივიდა თავის დედ-მამასთან. მშობლები დარდითა და სიღარიბით ძალიან დაბერებულიყვნენ, ის ხუთი თუმანი ისევ ჰქონდათ შენახული � ჩვენი შვილის ნაფასურს როგორ დავხარჯავთო. გაიხარეს, ბევრი სიხარულის ცრემლი დაღვარეს შვილის მშვიდობით დაბრუნებითა და ნახვით, სიხარულით გაახალგაზრდავდნენ, გაიკეთეს ლამაზი სახლები და დაიწყეს ბედნიერი ცხოვრება, ასე რომ დღესაც კი ბედნიერად ცხოვრობენ.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button