ზღაპარისაბავშვო

ამირანი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი მონადირე, სახე4ლად სულუკმახი. ჰყავდა ორი ვაჟიშვილი: ბადრი და უსუპი. სულუკმახი თავის სიცოცხლეში ნადირობდა და განთქმულო მონადირედაც ითვლებოდა. ერთხელაც წავიდა სანადიროდ, დაუღამდა და ერთ გამოქვაბულ კლდეს მოადგა. იქ ქალღმერთი დალი ცხოვრობდა. შუაღამისას მაღლიდან ქალის წივილი მოესმა. სულუკმახი წამოხტა, კლდეს ირგვლივ შემოურბინა, მაგრამ ასავალი გზა ვერ იპოვა. დილით სულუკმახი სოფელში წავიდა. მტეხელს რამდენიმე ცალი სატეხი გააკეთებინა, თან ჩაქუჩიც წამოიღო და უკან დაბრუნდა. სატეხები კლდეს მიაჭედა და საფეხურები გააკეთა.  სულუკმახმა მაღლა მწოლარე ქალი ნახა.

�         რად ყვირი, რა გაჭირვება გაქვს? – ჰკითხა ქალს.

�         მე ვარ განთქმული ქალღმერთი დალი. ერთ ღამეს, როცა მეძინა, გვერდით მომწოლოდა ერთთი მონადდირე, სახელად ცამცუმი, და ჩემი ოქროს ნაწნავები დაეჭრა. გამომეღვიძა, მაგრამ წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიე და წავიდა. ახლა სიკვდილის დრო მომიახლოვდა. აიღე ჩემი დანა, გამიჭერ შუაზე მუცელი, შიგ ცოცხალი ბავშვი მყავს და ამოიყვანე, ცოდვაა, სამარეში ცოცხალს ნუ ჩამატან. ამას მუცელში დრომდი რომ დასცლოდა, დიდი გმირი გამოვიდოდა. წაიყვანე ბავშვი, თუ ვაჟი იყოს, ამირანი დაარქვი, თუ ქალი � რაც შენი მნებაა, ისა. სამი დღე-ღამე უშობელი დეკეულის გვამში გაჩერე, ერთი დდღე-ღამე კურაყის გვამში და გაიზრტდება, – უთხრა დალიმ.

სულუკმახმა მაშინვე გაჭრა ქალი და ამოიყვანა ბადრივით ვაჟი. ქალმა კი სული დალია.  სულუკმახმა ბავშვს ამირანი დაარქვა, წაიყვანა შინ, სამი დღე და ღამე დეკეულის გვამში ამყოფა, ერთი დღე და ღამე კი � კურატის გვამში და ზრდის თავის შვილებთან ერთთად. შვილებსა და დედას ძალინ უყვართ პატარა ამირანი.  სულუკმახმა თქვა: საწყალი  კაცი ვარ და ბავშვი მდიდიარს უნდა მოვანათვლინოო. ნათლობაში უფალმა ღმერთმა ჩამოიარა და  და სულუკმახს უთხრა:

�         მე მომანათვლინეო!

ხათრი ვეღარ გაუტეხა და მოანათვლინა. უფალმა ღმერთმა ნათლულს დაანათლა: აღელვებული მტკვრის სიმარდე, მგლის მუხლი და გაქანებული გუთნეულის ძალა. ამირანი მართლა ასეთი ღონიერი გამოვიდა.

სულუკმახმა სიკვდილის წინ შვილებს დაუბარა: მე რომ მოვკვდები, დევები დაგიწყებენ ბრძოლას. აქედან აიყარეთ და ამა და ამ ალაგას ივცხოვრეთო. მალე სულუკმახი მოკვდა და შვილები ობლად დარჩნენ.

ბადრი, უსუპ დ ამირან

ობლები დავიყარენით

ევების შეშინებულნი,

ჩაბალხში ჩავიყარენით.

ამირანი როცა წამოიზარდა, ძმებს უთხრა:

�         წავიდეთ, ბიჭებო, იქნებ რამე ვიშოვნოთ, თორემ მშივრები დავიხოცებითო. ძმები დაეთანხმნენ.

სამნი ძმანი წამოვიდნენ:

ბადრი, უსუპ, ამირანი.

ცხრა მთანი გადმოიარეს,

მეათე ალგეთისანი.

იქაც ერთი კოშკი იდგა,

ნაგები ბროლის ქვისანი.

ცხრა დღე და ღამე უარეს,

ვარ უპოვეს კარნი მისნი.

ამირანმა წიხლი მისცხო,

იქ შეიბა კარი მისი.

კარებს უკან მკვდარი იდო,

საწყალი და საბრალისი.

თითებს შუა წიგნი ჰქონდა

დანაწერი ქაღალდისი:

�         ვინც ჩემს ბაყ-ბაყს მომაშორებს,

ჩემი რაში ალალ მისი;

�         ვინც ჩემს ბაყ-ბაყს მომაშორებს

ჩემი კოშკიც ალალ მისი;

– ვინც ჩემს ბაყ-ბაყს მომაშორებს,

ცოლიც, ოქროც ალალ მისი.

ვინაობას თუ რომ მკითხავთ,

ძმისწული ვარ უსუპისი.

ამირანმა ძმებს უთხრა:

�         წავიდეთ, ის ბაყბაყ დევი მოვკლათ და ამოდენი სიმდიდრე  ჩვენ დაგვრჩებაო.

�         არაო, – უთხრა უსუპმა, – ვინც ამას გაიგებს, იტყვის, მკვდარი გაუძარცვავთო.

ამირანი და მისი ძმები ისევ წამოვიდნენ. გზაში შემოხვდათ ბაყბაყ დევი,

�         სად მიდიხარო? – შეეკითხნენ ძმები.

�         ერთი მონადირე, ცამცუმი, მომკვდარა და იმის შესაჭმელადაო.

�         გაბრუნდი, წყნარად წადი. შენ ადამიანის ხორცს ვინ შეგაჭმევსო, – უთხრა ამირანმა. ამირანი და ბაყბაყ დევი შეიბნენ:

ამირან, დევი შეიბნენ,

მინდორს გაჰქონდა გრიალი,

ამირანმა დევი დასცა,

დააწყებინა ღრიალი,

დასცა და ბეჭი მოსტეხა,

ადგილიც დახვდა ქვიანი.

�         მაცა, ამირან, ნუ მომკლავ,

ქალი გსწავლო თმიანი;

წყალს გაღმა ქალსა გასწავლი,

სახელად კამარ ქვიანი.

წადი, იმისთვის იომე,

თუ ომი შეგიძლიანო.

�         თან შიკრიკსაც გაგაყოლებ, კამარის გზას გასწავლისო, – უთხრა დევმა.

დევი ათთავიანი იყო, ამირანმა მოსჭრა ცხრა თავი.

�         ეს ერთი თავი მაინც მაპატიე, – უთხრა დევმა.

�         არა, ესეც უნდა მოგჭრაო.

�         რახან ამასაც მომჭრი, თავიდან სამი ჭია ამოძვრება და ისინი მაინც გაუშვი ცოცხლებიო.

აიანმა მოსჭრა მეათე თავიც და ჭიები გაუშვა. უსუპმა უთხრა:

�         ბარემ დახოცე ესენიც, რახან ერთი ჭირი მოიშორე, მეორეც ზედ მიაყოლეო.

�         ნეტავი შენ, ჭამამ რა ქნა, ლოკვამ რა უნდა ქნასო! – უთხრა ამირანმა.

ეს ჭიები გველეშაპებად იქცნენ.ძმები წამოვიდნენ. გზაში შეხვდათ ეს გველეშაპები. უსუპმა უთხრა ამირანს:

�         წადი და შენ ეომეო! ამირანმა პირველი მოკლა, მეორეც ზედ მიაყოლა, მესამემ კი ამირანი ჩაყლაპა. უსუპს გული მოუვიდა, ჰკრა ისარი გველეშაპს და ბოლო წააწყვიტა რამდენიმე ადლი. წავიდა გველეშაპი, მოინელოს. შემოეხვია ხეს, მაგრამ ბოლო აღარ მიწვდა პირამდის. გველეშაპმა დედას უთხრა:

�         მუცელსა მგვრემსო.

დედამ ჰკითხა:

�         დარეჯანიანთი ხომ არ ჩაგიყლაპავს? თუ ის ჩაყლაპე, ვერ მოინელებო!

ამირანს ჯიბეში დანა ჰქონდა. ამოიღო, გამოსჭრა გველეშაპს მუცელი და გამოვიდა. გველეშაპი მოკლა, მისი დედაც ზედ მიაყოლა და კიდეც მოვიდნენ ბადრი და უსუპი.

შეისვენეს, ცოტა პურიც ჭამეს, ადგნენ და წამოვიდნენ კამარის საძებრად. ბაყბაყის მოცემული შიკრიკი გზას ურევდა. ეს უსუპმა შეამჩნია და ჯვარედინ გზაზე ერთი მუუს კუნძზე დაკრა ისარი. მესამე დღეს ისევ იქვე ჩამოიარეს და ისარიც იპოვეს. უსუპმა უთხრა ამირანს:

ვარა უყურებ, ამირან,

არ გამარჯვების ნიშანი,

აი, მესამედ მოვედით,

გუშინ რომ დავკარ ისარი.

ამირანმა შიკრიკს თავი მოსჭრა. გზაში ერთ კოშკს მიადგნენ. ხმაური ისმოდა. ამირანმა დაუძახა:

�         ოჯახის პატრონო, გამოდი გარეთო! კოშკში თურმე დევები ცხოვრობდნენ. ძთავიანთ დას უთხრეს:

�         აბა, გადი, გახედე; ვინ არიან, თუ დარეჯანიანთი არიან, მათთან სიფრთხილე გვართებს. ამირანს ცხრილის ტოლა თვალები და წინ ოქროს კბილები აქვსო.

ქალი გამოვიდა. უნდა გაიგოს ამირანს ოქროს კბილი აქვს თუ არა და გაუცინა. ამირანმა უთხრა:

რას მიცინი დევის ქალო,

რას მიელვებ თეთრსა კბილსა,

გამივლი და გამომივლი,

გამისინჯავ ბაგე-კბილსა!..

ქალმა დაუნახა ოქროს კბილი, შევარდა სახლში და ეს .მებს უთხრა. ამირანიც უკან შეჰყვა და დაუწყო დევებს ბრძოლა. სახლში დახოცა დევები. კარები ჩახურულია. დადგა სისხლის მორევი და იხრჩობა ამირანი. წვდა ერთ დევს და კარებს მიახალა. ფიხარი გაიმტვრა და სისხლის მორევი დამოვიდა. ამირანსაც ეშველა.

წამოვიდა და მოადგნენ ერთ დიდ მდინარეს. ამირანმა უსუპს უთხრა:

�         შენი თეთროვანი მათხოვეო (უსუპს კარგი თეთროვანი ჰყავდა!). უსუპს არ უნდოდა თეთროვანის თხოვება, შენი კამარის ძებნით დავიღალეთო, მაგრამ მაინც ათხოვა. შეჯდა ამირანი და გავიდა წყალზე.

კამარი კოშკში ზის. ავიდა მასთან ამირანი და უთხრა: ცოლად უნდა წაგიყვანოო. კამარი სპილოთა ხელმწიფის შვილი იყო. მის მამას ფეხები კაცისა ჰქონდა, ტანი კი სპილოსი. კამარი ჭურჭელს რეცხავდა. ამირანს უთხრა:

�         დაალეგე, ოღონდ ფრთხილად, არაფერი გატეხო, თუ გაგიტყდა რამე, მაშინ მამაჩემს ამბავს მიუტანენო.

ამირანს ერთი თეფში სამჯერ დაუვარდა. აოღო, ძირს დაახეთქა და გატეხა. ნატეხმა ნატეხს უთხრა, მთელმა მთელს და ახარეს ხელმწიფეს: კამარ ქალი წაიყვანეს, კამარ ქალი წაიყვანესო!

ამირანმა წამოიყვანა კამარ ქალი. კამარმა თან წამოიღო მარილის კვნიტი, სავარცხელი და სარკე. სპილოთა ხელმწიფემ ჯარი შეკრიბა და დაედევნა. ამირან წყალს რომ გამოვიდა, ძლიერ დიდი ქარიშხალი ამოვარდა. კამარმა უთხრა: აი, მამაჩემი მოდისო. ადგა და სავარცხელი გადააგდო. უკან გაჩნდა უდაბური ტყე. სპილოთა ხელმწიფემ გადმოლახა ტყე. ამირანიანთ კიდევ წაოეწია ქარიშხალი. ახლა კამარმა მარილის კვნიტი გადააგდო. უკან გაჩნდა ერთი უდაბური პიტალო კლდე.  სპილოთა ხელმწიფემ გადმოლახა ესეც. ამირანიანთ კიდევ წამოეწია ქარიშხალი. კამარმა გადააგდო სარკეც. უკან გაჩნდა დიდიზღვა. შემოესია ამ ზღვას სპილოთა ხელმწიფის ჯარი, მეტი ნაწილი გამოვიდა. ამირანიანთ კოშკში მივიდნენ. ცოტა ხანში კოშკს  სპილოთა ხელმწიფის ჯარიც მოადგა.

�         აბა, უსუპ, უნდა ეომოო! – უთხრა ამირანმა. უსუპმა დაუბარა ამირანს:

�         სანამ ჩემი ხმალი პრიალებდეს, მანამ არ გამოხვიდეთო.

ბევრი იომა უსუპმა, მაგრამ დაინახეს, რომ მისი ხმალი აღარ პრიალებდა. გავიდა ახლა ბადრი. მანაც იგივე უთხრა ამირანს. როდესაც დაინახა კამარმა, რომ ბადრიც აღარ არის, გააღვიძა ამირანი. ჩავიდა ამირანი და დაუწყო ბრძოლა ჯარს.

სპილოთა ხელმწიფეს ერთი ჩარხი ჰქონდა. თვითონ ატრიალებდა მას და ჯარი სულ მრავლდებოდა და მრავლდებოდა. ამირანმა იმდენი იომა, რომ იმ ჩარხს მიადგა, ჰკრა ხმალი და დაამტვრია. მერე ჯარი აღარ მრავლდებოდა და სულ გაწყვიტა. ახლა შეიბნენ ამირანი და  სპილოთა ხელმწიფე. ხელმწიფეს სპილოს ტანი აქვს. ამირანი ამ ტანზე სცემს ხმალს და ვერაფერს აკლებს. ეს დაინახა კამარ ქალმა და კოშკიდან გადასძახა:

ამირან, დოლე, გოლეო,

ომში გაქებენ ხოლმეო,

ომი კარგი გცოდნია,

ხერხი ვერ მოიგონეო.

ზევით რატომ სცემთ სპილოსა,

ქვევით მოუსვი რბილოსა!

ეს გაიგონა ამირანმა, მოუსვა ხმალი ფეხებზე და მოსჭრა. მაშინ სპილოთა ხელმწიფემ დაუძახა:

შეხედე ავსა კამარსა,

ეს ვინ არჩია მამასა!

ვაი, თუ ხელში ჩაგიგდე,

ყელში გაგიყრი დანასა.

ამირანმა აკუწა სპილოთა ხელმწიფე და ავიდა კოშკში. კამარმა დაუძახა:

�         წადი, შენი ძმები იპოვეო!

წამოვიდა ამირანი, დახოცილი ჯარი დაათვალიერა და იპოვა მკვდარი ბადრი და უსუპიც, ერთად დააწყო და თქვა: ამათთან მეც უნდა მოვიკლა თავიო. ხან ხმალს დაიკრავს თავში, ხან რას, მაგრამ არ კვდება. გამოვიდა ერთი ქაჯი და ამირანს უთხრა:

�         რახან ძალიან გინდა სიკვდილი, შენი სმლით ნეკა თითიდან სისიხლი გამოიშვი და ოკვდებიო.

გაიჭრა თითი, გამოიშვა სისიხლი და სული დალია. კამარმა ეს დაინახა კოშკიდან. გამოიქცა. დაიწყო ტიილი და გნიასი. გამოძვრა ერთი პატარა თაგვი და დახოცილებს დაუწყო სისიხლის წუწნა. კამარმა დასცხო მათრახი და თაგვი მოკლა. გამოვიდა მეორე თაგვი და უთხრა:

�         აი, შე ავო დიაცო, მთელი ქვეყანა ამოაწყვეტინე, ქმარ-მაზლნიც წინ გიწყვია დახოცილები, ბრალი შენი, თორემ ამ თაგვს მე ახლავე გავაოცხლებო.

 მოგლიჯა სამყურა ბალახი, მიუსვ-მოუსვა თაგვს და გააცოცხლა. ეს დაინახა კამარმა. მანაც მოგლიჯა იგივე ბალახი, მიუსვ-მოუსვა დახოცილ ქმარსა და მაზლებს და გააცოცხლა.

წამოვიდნენ კოშკში. ამის შემდეგ მარავალი გმირობა გამოიჩინა ამირანმა. მრავალი დევი და ავი სული დახოცა. მისი მომრევი ქვეყანაზე არავინ იყო.

ერთხელ ამირანს გზაზე შემოხვდა განთქმული გმირის ამბრის და, მკვდარ ძმას მიასვენებდა ურმით. ამბრს ურმიდან ცალი ფეხი გადმოვარდნოდა და ფეხი, როგორც გუთანი, ეგრე ხნავდა. დამ ამირანს შესძახა:

�         აუწიე ფეხი და დაუდე ურემზედაო1

დაეჭიდა ამირანი, მაგრამ ძვრაც ვერ უყო. დამ ასწია და დაოდო ურემზე ფეხი. მერმე უთხრა:

ღმერთმა ხომ იცის ამირან,

შენ ამბრს ვერ მიედარები,

ცოცხალი ცოცხალსა გჯობდა,

მკვდარსაც ვერ შეედარები.

ამირანს დედამიწაზე მომრევი არავინ ჰყავდა. დევები სულ გაწყიტა და მერმე აღარ არიან დედამიწაზე. ერთხელაც ამირავი იალბუზის მთაზე მიდიოდა. გზაში თავისი ნათლია, უფალი ღმერთი შეხვდა.

�         ნათლიავ, ასეთი ღონე რად მინდოდა, ჩემთან შემბმელი აღარავინაა ქვეყანაზე, მოდი, ახლა მე და შენ ვიჭიდაოთო!

უფალი ღმერთი მოხუცია, ხელში ხის ჯოხი უჭირავს.

�         აბა, მე ამ ჯოხს დავარჭობ და თუ ამოაძრობ გამარჯვებული მიქნებიო, – უთხრა მან. დაარჭო უფალმა ჯოხი, დაწვდა ამირანი და ამოიღო. მეორედაც დაარჭო, მეორედაც ამოიღო ამირანმა.

�         ე, ნეტავი რას მათამაშებ, რად მაწვალებო! მაშინ უფალმა შეულოცა ამ ჯოხსა და ისე დაარჭო. ჯოხნა დედამიწაში ფესვები გაიდგა. დაებღაუჭა ამირანი, მაგრამ ვეღარ იღებს. ღმერთმა ამ ჯოხზე გადააგდო ჯაჭვი და მირანი მიაჯაჭვა. გაუჩინა დღეში ერთი პური და ერთი ჭიქა წუალი. მცველად ყურშა დაუნიშნა.

წლიდან წლამდის ყურშა ლოკავს ამ ჯაჭვს. ამირანს ხელში ურო უჭირავს. დიდ ხუთშაბათდღეს მოფრინდება ერთი ბოლოქანქალა ჩიტი და ამოჯდება ჯაჭვზე, ამირანი დასცემს უროს. ჩიტი გაფრინდება, ჯოხი კი ისევ ჩაერჭობა მიწაში.

ყურშა ლოკავს ჯაჭვს, სადაცაა უნდა გაწყდეს, მაგრამ დიდ ხუთშაბათ დღეს მჭედლები უროს დაჰკრავენ გრდემლზე და ჯაჭვი ისევ მთელდება. მას შემდეგ ამირანი იალბუზის მთაზეა მიჯაჭვული. რომ აიწყვიოტოს, ქვეყანას ააოხრებს და პირველად მჭედლებს მოსპობს.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button