Hi-Techახალი ამბებიკომპიუტერული ტექნოლოგიაკოსმოსი

HPE-ის სუპერკომპიუტერი Aitken NASA-ს დაეხმარება მთვარეზე დაშვებაში

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული ადმინისტრაცია (NASA) იყენებს HPE-ის გამოთვლითი მოწყობილობა Aitken-ს მისია Artemis-ის კომპლექსური სიმულაციების შესასრულებლად. ამ სუპერკომპიუტერის მეშვეობით უკვე მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული.

შეგახსენებთ, რომ პროექტ Artemis-ის თანახმად NASA გეგმავს ორი ასტრონავტის ჩაყვანას მთვარის სამხრეთ პოლუსის რეგიონში 2024 წელს. კოსმოსური ხომალდის გაშვება ფლორიდაში არსებული კენედის კოსმოსური ცენტრიდან უნდა მოხდეს. NASA-ს მკვლევარებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ რა მოხდება რაკეტის გაშვებისას, რა რისკებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული გამწევი რაკეტისგან ამაჩქარებლის მოშორება და ა.შ. სწორედ ამ ამოცანების გადაჭრაში ეხმარება მეცნიერებს სისტემა Aitken.

სუპერკომპიუტერი HPE-მ შექმნა 2019 წლის აგვისტოში. იგი განთავსებულია მოდულური სუპერკომპიუტერული ობიექტის თორმეტი კომპიუტერული ბლოკიდან პირველში. ამავდროულად, NASA და HPE მუდმივად მუშაობენ ამ კომპლექსის ეფექტურობის გაუმჯობესებაზე.

”მუშაობის პირველ წელს NASA-ს სუპერკომპიუტერ Aitken-მა გამოიყენა ენერგიის მხოლოდ 16% გაგრილებისთვის, რის შედეგად დაზოგა 100 ათას აშშ დოლარზე მეტი და 1.4 მილიონი კილოვატი საათი ენერგია. 91%-ით შემცირდა წყლის მოხმარება სუპერკომპიუტერის გასაგრილებლად, რამაც შესაძლებელი გახადა დღეში 3.8 ათასი კუბური მეტრი წყლის დაზოგვა ”, – აღნიშნავს HPE.

image.jpeg

2021 წლის იანვარში Aitken-ის სიმძლავრე გაიზრდება HPE Apollo ნოუდების დამატების ხარჯზე, რაც დამყარებულია მეორე თაობის AMD EPYC პროცესორებზე. შედეგად  დაჩქარდება კომპლექსური გამოთვლები NASA-ს სხვადასხვა ამოცანის გადასაჭრელად. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button