ლიტერატურაწიგნები

ჯონ მაქსველი – ახალგაზრდობა, ანუ ყველა დროის უძლიერესი გრძნობა

ჯონ მაქსველი გოთზე, 1940 წელს დაიბადა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ავტორი, 62 წლის იყო, როდესაც დაწერა, ჩემი საუბრის თემაზე – ახალგაზრდობაზე. ალბათ საინტერესო იმიგომ გახდა ჩემთვის, რომ 62 წლის კაცი ახალგაზრდობაზე, ახალგაზრდის თვალით, გრძნობებითა და ემოციებით წერს.
ჯონ მაქსველის რომანი „ახალგაზრდობა“, შეიძლება ითქვას მწერლის შემოქმედების გვირგვინს წარმოადგენს. რა თქმა უნდა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ განსხვავებულია, როგორც წმინდა ლიტერატურული შეხედულებები, ასევე მკითხველის ინტერპრეტაცია. შეიძლება, არ დამეთანხმოთ, მაგრამ გრძნობათა გამოხატვისა და მკითხველში გატადანის თვალსაზრისით მაქსველის შეუდარებელი ნაწარმოებია ზემოხსენებული ქმნილება, სადაც, ავტორის ხერხი, მკითხველის გულთან ხიდი ძალიან მცირე პასაჟებშია დამალული, რომლის აღმოჩენაც ცალკე სიხარულია მკითხველისათვის.
საინტერესოა, როდესაც ადამიანი ორი თვალსაზრისით აფასებს მხატვრულ ნაწარმოებს. ვინადან ამ უფრო მრავალმხრივი და უფრო ფერადი საუბართან გვექნება საქმე. ისიც საკამათოა, მხატვრულ ნაწარმოებისადმი დამოკიდებულება, ინტერესი რამდენად დამოკიდებულია ადამიანის ასაკთან ან მის გარშემო არსებულ ვითარებასთან. ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით, ლიტერატურასთან ურთიერთობაში, საგანგებო როლს ასრულებს ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და არა ასაკი. მაგრამ, მაინც ყოველთვის არსებობს, რაღაც მუდმივი, შეუცვლელი, მარადმწვანე წერტილი ადამიანში (შეიძლება იყოს გონებაში, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს მარადმწვანე წერტილი ასოცირდება ადამიანის გულთან) დაბადებიდან სიკვდილამდე. სწორედ ეს არის, ცხოვრებისა და სიკვდილის, ორივე სამყაროს, რეალურისა და იდეალურის წინაშე ადამიანის გამარჯვების მოწმე, დასტური…
რომანში „ახალგაზრდობა“, შექმნილი ახალგაზრდა გუთზეს სახე, პერსონაჟი წარმოდგენილია მე-3 პირის აღწერით. მისი დახასიათებით, გუთზე არის არასასურველი, უმადური და უნამუსო პიროვნება. რომანში იგი დახასიათებელია, როგორც თავის მიმართ ზიზღის მატარებელი, თავისა და ამბიციებს შორის დარჩენილი, არაფრის მკეთებელი ადამიანი. რომანი მნიშვნელოვანი და საინტერესოა, კერძოდ იმ თვალსაზრისით, რომ ადამინაის შინაგან სამყაროში ხდება უზარმაზარი ბრძოლა. არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ ეს უზარმაზარი ბრძოლა და მისი მხარეები (ამ შემთხვევაში , თვითონ ადამიანი და მისი იდეალები, სურვილები და გრძონებები) დიდი მხატვრული ოსტატობითაა წარმოდგენილი. ერთი შეხედვით ჯონ მაქსველის რომანი ტოლსტოის რომანს – ახალგაზრდობას- შეგვახსენებს. როგორც ტოლსტოის რომანში, ასევე ჯონ მაქსველის რომანში ჩანს ავტორის ცხოვრება და პიროვნება, მისი პროტოტიპი. აქვე შეგახსენებთ, რომ ეს არის მისი მე-2 რომანი რომელიც ავტობიოგრაფიული ხასიათისაა. პირველი ასეთი ნაწარმოები იყო 1997 წელს დაწერილი „ბავშვობა“, ხოლო „ახალგაზრდობა“ 2002 წლის ქმნილებაა. მკითხველს ნამდვილად შეუძლია, ნახოს თავისი ახალგაზრდობა ამ ნაწარმოებში, იმდენად რეალური და იმდენად სადად აღწერილია ყველაფერი, მკითხველს არ ტოვებს ეჭვს მის რეალობასთან, ამქვეყნიურობასთან დაკავშირებით. ყველას შეუძლია, აღმოაჩინოს თავისი ცხოვრების ამ „უძვირეს“ ნაწილიდან რაღაცა ეპიზოდი ამ რომანში. ახალგაზრდობაზე დაწერილი სხვა ტრადიციულ ნაწარმოებიდან განსხვავებულად, აქ ვერ ვხედავთ, სიხარული, რომლითაც სავსე უნდა იყოს ყმაწვილის ცხოვრება, უდიდეს სიძნელეთა და პრობლემათა შორსაც კი. პრობლემები, რომლებზეც გუთზეს გმირი ჯონი ნერვიულობს, ალბათ ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილა და ხშირად გვიფიქრებინებს კიდეც. მაგალითად: სამშობლოდან გაქცევის, დაშორების სურვილი, შეცდომების ძებნა თავის საქციელში, ამასთან დაკავშირებით შეკითხვები თავის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ორი უმაღლესის დიპლომი აქვს, მაინც უჭირს კარგი სამსახურის პოვნა და ა.შ.
ამ რომანში ავტორი საკმაოდ სასტიკია და არანაირი შეღავათის გარეშე, აღწერს მის გარშემო არსებულ რეალობას. კერძოდ ქმნის „ახალგაზრდობის ბრძოლის“ რეალურ სურათს. გმირის ( და თამამად შეიძლება ითქვას თვითონ ავტორის ) უკეთესისკენ მისწრაფებაა ამ ბრძოლის საფუძველი. იგი ვერ თავისუფლდება თავის უხერხულ, არასასურველ ვიზუალურ მდგომარეობიდან. გუთზე დიდი ოსტატობით ქმნის იმ ახალგაზრდობის პორტრეტს, რომლებიც არ იციან, რა უნდა გააკეთონ ცხოვრების გასაგრძლებლად, მთელი მათი ცხოვრება დაუთმოს ლიტერატურას. ჯონ მაქსველლი აღნიშნული მდგომარეობისა და მათ წინაშე მდგომი დილემის საუკეთესო აღმწერია. რომანში „ახალგაზრდობა“ – მოთხრობილია 1959 წლიდან 1964 წლამდე მისი ლონდონში ცხოვრების პერიოდი. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი ამ ნაწარმოებს მხოლოდ მხატვრულ ქმნილებას უწოდებს, თქვენ ნახავთ, რომ ის მაინც მისი ცხოვრების შინაგანი სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი ფანჯარაა, რომელიც ღიაა მკითხველისათვის. ნაწარმოები, მნიშვნელოვანია, იმით რომ მკითხველი შედის, როგორც ავტორის, ასევე თავის სამყაროში.
„ჯონ მაქსველი საკმაოდ უხიაგო ადამიანია. მარტოობა უყვარს, ცხოვრობს როგორც ბერი, არ უყვარს სიგარეტი, ალჰოკოლი, ხორცს საერთოდ არ ჭამს, არ უყვარს ხუმრობა“, – ამბობს მისი ერთ-ერთი მეგობარი. ისიც აღსანიშნავია, რომ ნობელის ცერემონიალში, თავისი სიტყვით გამოსვლა მთლიანად მარტოობას მიუძღვნა. ეს ყველაფერი კი აისახება მის ნაწარმოებში, რა თქმა უნდა „ახალგაზრდობაშიც“.

ავტორი: ქამრან კირიაკოვი

Source
http://celsius-233.blogspot.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button