საინტერესოფაქტები

საინტერესო ფაქტები ყველაზე საყვარელ გრინჩზე, რომელმაც ბავშვებს შობა მოპარა

ჯიმ კერი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი კომიკოსია აშშ-ში, უამრავი ჯილდოს მფლობელი (მათ შორის არის ოთხი `ოქროს გლობუსი”).

• ჯიმი ორი შვილის მამაა და ორი ცოლი ჰყავს გამოცვლილი – მელისა კერი და ლორენ ჰოლი. ორივე მსახიობია და ორივე გადაღებებზე გაიცნო. დიდხანს ხვდებოდა რენე ზელვეგერს, ამჟამად კი მისი მეგობარი ქალის სტატუსს ფოტომოდელი ჯენი მაკარტი ატარებს.

• სიყვარულს ჯიმი თავისებურად უყურებს და ამბობს: `არ მჯერა ზღაპრების მარადიული სიყვარულის შესახებ. ათი წელი ერთსა და იმავე ადამიანთან, საკმარისზე მეტია. ათ წელიწადში შეგიძლია ბევრი სიყვარული გასცე”.

• თავის ინტერვიუებში ჯიმ კერის არაერთხელ უთქვამს, რომ მისი მასწავლებელი ლუი დე ფიუნესია.

• დღესდღეობით ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კომიკოსია, ისვე იყო პირველი მსახიობი, რომელმაც 20 მლნ დოლარის ოდენობის ჰონორარი მიიღო. ამის მერე დაიწყეს ჰოლივუდში მსახიობებისთვის ამ ოდენობის და კიდევ უფრო მაღალი ჰონორარების გადახდა.

• 2007 წელს ჯიმ კერიმ მიიღო მტვ-ის არხის განსაკუთრებული პრემია – თაობის აღიარება. მისი პირველი მფლობელი 2006 წელს ტომ კრუზი იყო, 2008 წელს კი – მაიკ მაიერსი.

• თავისი გახმაურებული ფილმის `ნიღბის” შესახებ, რომელმაც პირველი დიდი აღიარება მოუტანა, ამბობს, რომ მისი მთავარი გმირი ძალიან აგონებს მამამისს. ხშირად ამბობს, რომ ამ ფილმში სწორედ მამისადმი სიყვარული და მადლიერება გამოხატა.

• კერის ოფიციალურად ორმაგი მოქალაქეობა აქვს – აშშ-ისა და კანადის. ისე კი, მის ძარღვებში ფრანგული სისხლიც ჩქეფს.

• ჯიმი ბევრ ფულს ხარჯავს ქველმოქმედებაში, ძირითადად მძიმედ დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.

• ფილმი მისი მონაწილეობით ”როგორ მოიპარა გრინჩმა შობა” მსოფლიოში 5 საუკეთესო საახალწლო ფილმში შედის.

წყარო: for.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button