განხილვალიტერატურა

ნიკო ლორთქიფანიძე შელოცვა რადიოთი – ანალიზი

მოთხრობის – ,,შელოცვა რადიოთი” – ნაწყვეტი პირველად დაიბეჭდა გაზეთ ,,პოეზიის დღეში” 1927 წელს Nali-ის ხელმოწერით, ხოლო მთლიანი სახით გამოქვეყნდა 1928 წელს ჟურნალ ,,ქართული მწერლობის” VI-VII და VIII-IX ნომრებში აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ამ
ნ. ლორთქიფანიძისთვის სამშობლოზე სევდა, მისი სიყვარულის ძალა იმდენად ორგანულია, რომ მას მწერლისგან ადამიანში ქვეშეცნობილი ღირებულება აქვს მინიჭებული. ადამიანი შეიძლება არც გრძნობდეს ამ სევდას, არც ფიქრობდეს სამშობლოს სიყვარულზე, მაგრამ იგი მაინც არსებობს მასში, არსებობს როგორც უდიდესი და უწმინდესი განცდა.

ამ თვალსაზრისით საინტერესო მასალას იძლევა ნ. ლორთქიფანიძის მოთხრობა ,,შელოცვა რადიოთი”. ესაა საკმაოდ ტიპური სურათი სამოქალაქო ომისა და საქართველოში მენშევიკების ბატონობის პერიოდიდან. ესაა ასახვა მიმავალი კლასების წარმომადგენლების სულიერი დეპრესიისა, მათი უკანასკნელი გაბრძოლებისა ცხოვრებაში ადგილის დასაკავებლად და მოქანცული ხელის ჩაქნევისა ყველასა და ყველაფერზე. ამ განწყობილებათა შესანიშნავი გამომხატველია მოთხრობის მთავარი გმირი – ელი გორდელიანი. თავადის ქალი ტრადიციულ მორალზე აღზრდილი და ტრადიციულადვე ცხოვრების წინაშე უსუსური, მორიდან მოსხლეტილი ნაფოტივით დაატრიალა ცხოვრების ტალღამ, აიტაცა და ტავის მუქ მორევში შეაგდო, ქართველმა ქალმა სწრაფად გაიარა მეტამორფოზის გზა პარიზელი დემიმონდის სახემდე.

მოკვდა ქალში ქართული კდემა და თავდაჭერილობა. მოკვდა ყოველგვარი სურვილიც. დარჩა სულის აბსოლუტური სიცარიელე… ქართველი ქალი, ძველი ქარტული გვარის უკანასკნელი ნაშიერი კვდება კონიაკით მთვრალი, გველებთან ცეკვით მოღლილი და მათგანვე დაგესლილი…
ესაა ჩარჩო ნაწარმოებისა, ჩარჩო საკმაოდ ტიპური და 1927 წლისთვის უკვე ცნობილი ქართულ ლიტერატურაში… ოცნება საქართველოზე თან სდევს ქალს ყველგან და ყოველთვის და თვით მისი სიკვდილის მიზეზიც ამ ოცნებაშია: ელის სურდა ეყიდა სამშობლოში დაბრუნების უფლება ჭრელ პარტნიორებთან ამ გასაოცარი შეჭიდებით.

ელის უკანასკნელი სურვილიც – ძიძის შელოცვი სმოსმენის სურვილი – არის რწმენა განწირულისა. რწმენა, რომ ქართული სიტყვა, საქართველოდან მოსული ხმა განკურნავს მას, მისცემს უნარს კვლავ დაუბრუნდეს სიცოცხლეს.

ელის სახე დიდი სიყვარულიტა აქვს დახატული ავტორს. ამ სიყვარულს ქმნის თანაგრძნობა სამშობლოდან გადახვეწილისადმი, ფუფუნებაში მყოფი ღატაკისადმი.
ემიგრანტების ეს დიდი ტკივილი არაერთ ქართველ მწერალს აუსახავს ამავე ხანებშიაც და შემდგომაც, მაგრამ ნ. ლორთქიფანიძისეულ ექსპრესიულობამდე მხოლოდ მ. ჯავახიშვილის ,,მიწის ყივილი” თუ ადის.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button