ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

ჩინეთმა გამოაცხადა ციფრული იუანისთვის განკუთვნილი „ოფლაინ-საფულის“ მზადყოფნა ტესტირებისთვის

მოსალოდნელია, რომ საფულე, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნება თანხის გადარიცხვა მონაწილე მხარეების ინტერნეტთან დაკავშირების გარეშე, გამოყენებულ იქნება ციფრული იუანის საპოლოტე პროექტის მომდევნო ეტაპზე. ამის შესახებ აცხადებს 8btc ჩინეთის CBDC ინსტიტუტის დირექტორის განცხადებაზე დაყრდნობით.

ხსენებულმა პირმა განაცხადა, რომ აპლიკაცია „მთლიანად შემუშავებულია და აქვს მოსახერხებელი სამომხმარებლო ინტერფეისი“.

მისი თქმით, შენჩჟენის მუნიციპალური ხელისუფლების მიერ ინიცირებულ საპილოტე პროექტში მონაწილეთა ენთუზიაზმმა მოლოდინს გადააჭარბა.

12 ოქტომბერს საქალაქო ხელისუფლებამ დაარიგა 50 ათასი „წითელი კონვერტი“, გამარჯვებულებმა მიიღეს 200 ციფრული იუანი, რომლის დახარჯვა შესაძლებელია 3389 სავაჭრო წერტილში.

ლატარეაში მონაწილეობის განაცხადი შენჩჟენის თითქმის ორმა მილიონმა მაცხოვრებელმა შეიტანა.

ექსპერტიმენტი გახლდათ პირველი ვარიანტი ჩინეთის ციფრული ვალუტის (DCEP) საგადახდო სისტემის შესამოწმებლად საზოგადოების მონაწილეობით. CBDC ინსტიტუტის დირექტორის განცხადების თანახმად პილოტში გამოყენებული იყო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული, CBDC-ის მეტად მარტივი ფუნქციები.

ჩინეთის სახალხო ბანკმა ტესტირებისთვის შეარჩია მსხვილი კომპანიები და სახელმწიფო ფინანსური დაწესებულებები.

იმის შესახებ, რომ DCEP აპლიკაციის დეველოპერები განიხილავენ მობილურ ტელეფონებს შორის ოფლაინ-ტრანზაქციებს, ცნობილი გახდა შენჩჟენში ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ.

Primitive Ventures-ის მმართველი პარტნიორი დოვი ვანი თვლის, რომ DCEP-ზე გადასვლისთანავე ცენტრალური ბანკი კიდევ უფრო მეტ კონტროლს მიიღებს მონეტარულ პოლიტიკაზე.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button