ლომი

ლომი (♌) — ზოდიაქოს რიგით მეხუთე ასტროლოგიური ნიშანი. ზოდიაქოს პრინციპების მიხედვით, მზე ლომის ნიშანში იმყოფება დაახლოებით 23 ივლისიდან 22 (ან 23) აგვისტომდე. ლომის ზოდიაქო განსხვავდება ლომის თანავარსკვლავედისგან, სადაც მზე 10 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე მოძრაობს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ლომის მმართველია — მზე. ლომის ზოდიაქოში „ეგზალტირებულია“ — პლუტონი, „დაცემულია“ — ნეპტუნი, „გამოძევებულია“ — ურანი და სატურნი. მინეროლოგიური თვალსაზრისით, ლომის ძირითადი მინერალია: სარდონიქსი. მას ასევე შეესაბამება: ლალი, ცირკონი, ციტრინი, ჟადეიტი.

Back to top button