ასტროლოგიავერძიზოდიაქოთევზებითხის რქაკირჩხიბიკუროლომიმერწყულიმორიელი/ღრიანკალიმშვილდოსანისასწორიტყუპები/მარჩბივიქალწული

ერთი შეცდომა, რომელსაც ზოდიაქოს ნიშნები სიყვარულში უშვებენ

ასტროლოგიის მოყვარულები, ხშირად პარტნიორს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით არჩევენ. ვნახოთ, შეცდომები, რომელსაც სიყვარულში ვუშვებთ.

ვერძი

გრძნობებს არ აღიარებთ და ისე იქცევით, თითქოს არაფერი გაღელვებთ მაშინ, როცა სინამდვილეში სიყვარულით იწვით.

კურო

თქვენი მთავარი პრობლემა სიჯიუტეა. ამის გამო პირველი ნაბიჯის გადადგმა გიჭირთ.

ტყუპები

ცდილობთ, რომ ადამიანი, რომელზეც შეყვარებული ხართ, უგულებელყოთ, ყურადღება არ მიაქციოთ. ასეთი ქმედების გამო, ხშირად ნანობთ.

კირჩხიბი

ისეთი მეგობრული და მზრუნველი ხართ, რომ თქვენში ყველა მეგობარს ხედავს და რომანტიკული ინტერესები არ უჩნდებათ.

ლომი

თქვენ ძალიან მოუთმენელი ხართ და სწრაფად დგამთ ნაბიჯებს. ამის გამო, სიყვარულში ხშირად უშვებთ შეცდომებს.

ქალწული

თქვენ დამოუკიდებელი ხართ, არავის დახმარებას და მხარდაჭერას არ იღებთ, ამიტომაც ყველა გაგირბით.

სასწორი

არასდროს აგრძნობინებთ ადამიანს, რომ მოგწონთ. შესაძლოა, ვინმე მოგწონდეთ, მაგრამ მასზე მხოლოდ ოცნებობდეთ.

მორიელი

მანიპულაცია თქვენი მთავარი პრობლემაა. ადამიანებით მანიპულირებთ, მათ შორის, საყვარელი ადამიანებითაც, რაც პრობლემებს გიქმნით.

მშვილდოსანი

ადამიანებს არ აძლევთ შესაძლებლობას გაიგონ, თუ რა შესანიშნავი ხართ. თვლიან, რომ ცივი და უგულო ხართ და გაგირბიან.

თხის რქა

თქვენ ყოველთვის აჭიანურებთ ნაბიჯის გადადგმას და ამით სიყვარულს კლავთ.

მერწყული

სწრაფად ბრაზდებით და მარტივად უშვებთ თქვენი ცხოვრებიდან ადამიანებს, რაც თქვენი მთავარი შეცდომაა.

თევზები

საკუთარ სამყაროში ცხოვრობთ, წარმოსახვაში იდეალური პარტნიორი გყავთ, თუმცა ეს მხოლოდ თქვენი წარმოსახვაა. გავიწყდებათ, რომ  იდეალური არავინაა. ეს თქვენი მთავარი შეცდომაა სიყვარულში.

Source
https://feedc.com/user/astrogeorgia

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button