ასტროლოგიადღის ჰოროსკოპივერძიზოდიაქოთევზებითხის რქაკირჩხიბიკუროლომიმერწყულიმორიელი/ღრიანკალიმშვილდოსანისასწორიტყუპები/მარჩბივიქალწული

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი!

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

გადაჭარბებული ეჭვიანობა, იმპულსურობა და რისკისკენ სწრაფვა შეიძლება შეცდომის მიზეზი გახდეს. მოსალოდნელია ძველ პარტნიორებთან შეხვედრა და მათგან საქმიანი წინადადება. მოულოდნელმა შეტყობინებამ შეიძლება ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ.

კურო

ფინანსური პრობლემები უკანა პლანზე გადაიწევს, თუმცა ვარსკვლავები გამცნობენ, რომ მოსალოდნელია დიდი ხარჯი – მეგობრები ან ნათესავები დახმარებას გთხოვენ. უარს ნუ ეტყვით, ეს თქვენს ურთიერთობაში უზარმაზარ ბზარს გააჩენს.

ტყუპები

შესაძლოა, ზოგიერთი ახლობელის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ. მოსალოდნელია ნერვიული სტრესი. თუ უფროსთან სერიოზული საუბარს ან სახელმწიფო დაწესებულებებში საქმის წარმოებას აპირებთ, სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ემოციებს არ აყვეთ. სირთულეებს, რომლებიც თქვენს გზაზე ჩანს, ადვილად გადალახავთ. თამამად იარეთ წინ. მოხერხებულობისა და დიპლომატიურობის წყალობით ძველი კონფლიქტის მოგვარებას შეძლებთ.

კირჩხიბი

ერიდეთ უფროსთან კონფლიქტს და ეცადეთ, ვინმეზე დამოკიდებული არ გახდეთ. შესაძლოა, მხარდაჭერა ისეთი ადამიანებისგან იგრძნოთ, რომლებსაც აქამდე თქვენს მოკავშირეებად არ მიიჩნევდით. ამჟამად ფულის ეკონომია აუცილებელი არ არის. შეგიძლიათ პატარა ოჯახური წვეულება მოაწყოთ.

ლომი

ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავის შეკავებას გირჩევთ. მოსალოდნელია კონფლიქტები სამსახურში და პირად ურთიერთობებში. გადაჭარბებული თავდაჯერებულობა და ზედმეტი ემოციურობა შეიძლება შეცდომის მიზეზი გახდეს. ახალ იდეებს ნეგატიური შედეგი მოჰყვება. საღამოს სასარგებლო იქნება ცეცხლთან ჯდომა. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ყველაზე რთულ პრობლემებსაც კი აუღელვებლად შეხედოთ.

ქალწული

ამ დღეს ჩვეულზე მეტი შრომა მოგიწევთ, მაგრამ ნუ იდარდებთ, თქვენი მონდომება შეუმჩნეველი და დაუფასებელი არ დარჩება. ერიდეთ გაუმართლებელ ეჭვიანობას, იმპულსურობას და სიმამაცეს, რადგან ამან შეილება ნეგატიური შედეგები მოგიტანოთ. ფინანსური საკითხების მოგვარება და შეთანხმებების დადება მომავალი კვირისთვის გადაიტანეთ. დღის მეორე ნახევარში ამაღლებულ განწყობაზე იქნებით და ხასიათს უმნიშვნელო კინკლაობაც ვერ გაგიფუჭებთ.

სასწორი

მძიმე და პასიური დღეა. მოსალოდნელია დაღლილობის შეგრძნება და ქრონიკული დაავადებების გამწვავება. პარტნიორულ ურთიერთობებში მოსალოდნელია ეჭვიანობითა და იმედგაცრუებით გამოწვეული სირთულეები. ფრთხილად იყავით საუბარსა თუ მოქმედებებში. ნათესავებს თქვენი ყურადღება სჭირდებათ. მოსალოდნელია დაავადებები. ნუ დაივიწყებთ საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ.

მორიელი

ცვლილებებისა და გარდაქმნის დღეა. ამ დღეს ხელსაყრელია სამსახურისა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. მიღებულმა შეტყობინებამ შეიძლება თქვენი დამოკიდებულება გარშემო მყოფ ადამიანებთან შეცვალოს. ახალი შთაბეჭდილებებისკენ თქვენი მისწრაფებები პირად ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს. შესაძლოა, სურვილებსა და მოვალეობებს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ.

მშვილდოსანი

ნეგატიური დღეა ურთიერთობებისთვის. ურთიერთგაგება და კომპრომისების სურვილი თითქმის არ არსებობს, ამიტომ თუ სამსახურში ან სახელმწიფო დაწესებულებაში სერიოზულ საუბარს აპირებთ, თავშეკავება და მოთმინება გამოიჩინეთ. ნუ ინერვიულებთ. ყველა სირთულეს და წინააღმდეგობას ღირსეულად გაუმკლავდებით. შესალოა, ტაქტიკური მოსაზრებების გამო პარტნიორებთან ურთიერთიბა შეცვალოთ.

თხის რქა

ამ დღეს პროფესიული საქმიანობის სფეროში ნაკლები აქტიურობა და თავშეკავება გმართებთ. სასიცოცხლო ენერგიის ნაკლებობა თქვენზე დამანგრევლად მოქმედებს. ეცადეთ, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. მძიმე გამოცდამ და მოულოდნელმა წინააღმდეგობამ შეიძლება არჩეული გზიდან გადაგიყვანოთ. მეგობრის მხარდაჭერაზე უარს ნუ იტყვით.

მერწყული

მოულოდნელი მოვლენების შედეგი უსამართლოდ მოგეჩვენებათ. შესაძლოა, ძველი ვალები ან ვალდებულებები გაგახსენონ, რომლებიც დავიწყებული გქონდათ. იყავით საკუთარი თავის მიმართ მეტად კრიტიკული. გაიხსენეთ საკუთარი შეცდომები. მოსალოდნელია პრობლემები ოჯახურ ურთიერთობებში. ზედმეტმა კატეგორიულობამ შეიძლება სიტუაცია გაართულოს.

თევზები

კრიტიკული დღეა. ყურადღების კონცენტრაცია გიჭირთ. ამ დღეს პარტნიორებთან საერთო გადაწყვეტილებამდე მისვლას ვერ შეძლებთ, ამიტომ ნუ დანიშნავთ საქმიან შეხვედრებს. ნუ მოკიდებთ ხელს ისეთ საქმეს, რომელშიც ვერ ერკვევით. ეცადეთ არავის გაუბრაზდეთ, არ იტიროთ და ინერვიულოთ. გაითვალისწინეთ, რომ მდიდარი წარმოსახვის უნარი და რომანტიზმი ზოგჯერ იმედგაცრუების მიზეზი ხდება.

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!

Source
https://feedc.com/user/astrogeorgia

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button