Hi-Techახალი ამბებიბიზნესი

ახალი ცნობები iPhone 2019 მოდელებზე

დაახლოებით 5 თვე დარჩა შემდგომი თაობის Apple iPhone-ების გაყიდვამდე. წარმოებისათვის დარჩენილი დროის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ საწარმოო პროცესი დასრულებასთან ახლოსაა.

ანალიტიკოსებმა საზოგადოებას გაუზიარეს გარკვეული ინფორმაცია Apple-ის სამომავლო პროდუქტების შესახებ.

რამოდენიმე თვის განმავლობაში ვრცელდებოდა ხმები iPhone XI Max სმარტფონის შესახებ, რომელშიც სამი უკანა კამერა იყო განთავსებული. ამ დრომდე უცნობი იყო, ექნებოდა თუ არა ასეთივე სტანდარტული ვარიანტის კამერები iPhone XI-ს. ამჯერად უკვე დასტურდება ეს ინფორმაცია.

ისევე, როგორც უკვე არსებულ მოდელებს, iPhone XI და XI Max-ს ექნებათ სტანდარტული კამერა და ტელეფოტო ობიექტივი. სენსორებზე ჯერჯერობით ცნობილი არაფერია. 

მესამე კამერა სუპერფართოკუთხიანი ობიექტივით იქნება წარმოდგენილი, ისეთით, როგორიც მოცემულია Samsung-ის, Huawei-სა და LG-ის ფლაგმანებში. სენსორები წარმოებული იქნება Sony-ს მიერ.  

image.jpeg

ფრონტალური კამერა გაუმჯობესდება და შესაძლოა მისი გაფართოება 12 მეგაპიქსელი იყოს. 
იანვარში ინტერნეტში გავრცელდა iPhone XI-ის დიზაინის ორი ვარიანტი. მათგან ერთ-ერთი უფრო რეალურად ითვლებოდა, თუმცა ყველაზე მეტად სწორედ მან ვერ დაიმსახურა საზოგადოების მოწონება.  

image.jpeg

გამოვა მესამე სმარტფონიც, ზემოთხსენებულ ორ მოდელთან შედარებით უფრო იაფი. iPhone XR 2 მოდელს კვლავ ექნება სტანდარტული ძირითადი კამერამ ასევე მეორე კამერა, რომელიც დაახლოებით Galaxy S10e-ს დონის იქნება. დაუზუსტებელია, ექნება თუ არა ტელეფოტო კამერა.  

iPhone XE და iPhone 8S 

ზემოთ აღწერილი სამი სმარტფონი სავარაუდოდ დაანონსდება სექტემბერში. აგრეთვე შესაძლოა გამოვიდეს კიდევ სმარტფონი iPhone XE (iPhone X-ის დიზაინის მსგავსი) და მას ექნება კომპაქტური 4,8 დუიმიანი ეკრანი. ამგვარი სმარტფონი შესაძლებელია ჩაითვალოს iPhone SE-ს ანალოგად, თუმცა იგი წარმოდგენილი იქნება უფრო მძლავრი Apple A12 Bionic პროცესორით. 

image.jpeg

აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2020 წლის მარტისათვის დამზადდება iPhone 8-ის განახლებული ვარიანტი, რომელიც წარმოდგენილი იქნება ახალი Apple A13 ჩიპით, 128 გბ მეხსიერებითა და 4,7 დუიმიანი ეკრანით. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button