ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიმსოფლიო

საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი: ბლოკჩეინი სახელისუფლებო პრიორიტეტს წარმოადგენს

საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსების მინისტრმა Bruno Le Maire-მ განაცხადა, რომ ბლოკჩეინ-ტექნოლოგია მისი ქვეყნის ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. Le Maire ამ განცხადებით გამოვიდა ფრანგულ ჟურნალ Capitan-თან ინტერვიუში Paris Blockchain Week Summit-ამდე ერთი დღით ადრე.

იმის დასამტკიცებლად, რომ საფრანგეთი დაინტერესებულია მზარდი სექტორით, Le Maire-მ განაცხადა, რომ ხელისუფლება გეგმავს ჩადოს 4,5 მლრდ ევროს ოდენობის ინვესტიცია ინოვაციებში, მათ შორის ბლოკჩეინშიც. ამის მიზეზს კი წარმოადგენს ტექნოლოგიებში აშშ-ისა და ჩინეთის დომინირება.

დაფინანასების პარალელურად მინისტრმა ხაზი გაუსვა ბლოკჩეინის რეგულირების პროგრესს PACTE Act-ის მეშვეობით, რომელიც მიმდინარე კვირაში იქნა მიღებული საფრანგეთს ეროვნული ასამბლეის მიერ.

ინტერვიუს დროს Le Maire-მ კანონპროექტი, პაქტი დაახასიათა, როგორც „უპრეცედენტო და მიმზიდველი ბაზა ტოკენებისა და ციფრული აქტივების გამომშვებ-მიმღებთათვის“.

მინისტრის თქმით, ხელისუფლებამ განსაზღვრა ახალი მიმართულება ბლოკჩეინთან დაკავშირებულ პოლიტიკაში. ცნობილია, რომ გეგმები მოიცავს ბლოკჩეინის დანერგვას საფრანგეთის საწარმოო სექტორებში, აგრეთვე მოიცავს ინოვაციური ბლოკჩეინ-პროექტების ფინანსირებას და ამ პროექტების მხარდაჭერას უფლებრივ და ნორმატიულ საკითხებში.

Le Maire-ს აზრით, გადასახადების კრიპტო-ტექნოლოგია საფრანგეთს უზრუნველყოფს საიმედო და გამჭვირვალე სისტემით, რაც დამახასიათებელია ახალი სექტორისათვის. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის დეკემბერში ფრანგმა კანონმდებლებმა უარყვეს ფინანსური კანონპროექტი, რომელსაც შეეძლო გადასახადების საკითხის შემსუბუქება კრიპტო-მომხმარებლებისთვის.

მინისტრმა დადებითად შეაფასა ICO-ს (initial coin offerings) ბაზრის შემცირება: განაცხადა, რომ ეს აუცილებელი იყო სექტორის სიჯანსაღისთვის და ვარდნა „არ ამცირებს ახალი შემოთავაზებული ფინანსირების პოტენციალსა და სარგებელს“.

ფინანსური სისტემის შუამავლების გარეშე მოქმედ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტების (CBDCs) პერსპექტივებზე Le Maire-მ გამოხატა დარწმუნებულობა, რომ ასეთი „პროექტი არ არის მომწიფებული ახლოვადიან პერსპექტივაში“ და უამრავი უფლებრივ-სამართლებრივი და ტექნიკური საკითხი რჩება მოსაგვარებელი საყოველთაო, ხელმისაწვდომ CBDC-სთან დაკავშირებით.

მან ასევე ხაზი გაუსვა ბლოკჩეინის პროტოკოლების საჭიროებას უფრო ენერგოეფექტური მექანიზმების განვითარებისა და კრიპტოებით გაადვილებული ფულის გათეთრებისგან ფინანსური სისტემის დაცვისათვის.

მიმდინარე კრიპტო-დებატებზე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ფინანსური კომიტეტის თავმჯდომარემ გამოთქვა აზრი, რომ აიკრძალოს ანონიმურობაზე ორიენტირებული კრიპტოვალუტები, როგორებიცაა monero (XMR) და zcash (ZEC).

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button