ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

IMF-მა და მსოფლიო ბანკმა გამოუშვეს კვაზიკრიპტოვალუტა კრიპტო-ტექნოლოგიების უკეთ შესწავლის მიზნით

მსოფლიო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა ერთობლივად გამოუშვეს კერძო ბლოკჩეინი და ე.წ. კვაზი-კრიპტოვალუტა – აცხადებს Financial Times.

გაზეთის ცნობებით, აქტივი, სახელად „Learning Coin“ ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ IMF-სა და მსოფლიო ბანკის ფარგლებში. მონეტას არ აქვს ფულადი ფასეულობა და ამიტომ არ წარმოადგენს რეალურ კრიპრტოვალუტას, აღნიშნავს Financial Times.

როგორც გაზეთისთვის გახდა ცნობილი, “Learning Coin” გამოუშვეს იმისათვის, რომ უკეთ გაიგონ იმ ტექნოლოგიის არსი, რაც კრიპტოაქტივებს უდევს საფუძვლად. მისი აპლიკაცია მოემსახურება ცენტრს, სადაც ინახება ბლოგები, კვლევები, ვიდეოები და პრეზენტაციები.

ტესტირების განმავლობაში მსოფლიო ბანკისა და IMF-ის თანამშრომლები მოიზიდავენ, მიიღებენ კრიპტოვალუტას საჭირო ინფორმაციისა და ცოდნის მიღებისთვის. ორგანიზაციები მათ საშუალებას მისცემს გამოისყიდონ გარკვეული, ჯილდოს სახით მიღებული აქტივები, რის შედეგადაც ცნობილი გახდება, როგორ შეიძლება იქნეს მონეტები გამოყენებული რეალურ ცხოვრებაში.

IMF-ის თანახმად, მთელი მსოფლიოს ბანკებმა და მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა შეძლონ დაეწიონ კრიპტოტექნოლოგებს, რომლებიც სწრაფად განიცდიან ზრდასა და განვითარებას. Financial Times-ი ციტირებს IMF-ს:

„კრიპტოაქტივებისა და distributed ledger-ტექნოლოგიის განვითარება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ისევე, როგორც ვითარდება მასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოცულობის ზრდა-გავრცელება. ეს კი აიძულებს ცენტრალურ ბანკებს, რეგულატორებსა და ფინანსურ დაწესებულებებს – აღიარონ შემეცნების მზარდი უფსკრულის არსებობა კანონმდებლებს, პოლიტიკოსებსა და ტექნოლოგიას შორის“.

ტესტირების შემდეგ მსოფლიო ბანკი და IMF ბლოკჩეინს გამოიყენებს სმარტ-კონტრაქტების ამოქმედებისთვის, ფულის გათეთრებასთან ბრძოლისა და გამჭვირვალობის საერთო დონის ამაღლებისათვის.

IMF-ის მმართველმა დირექტორმა Christine Lagarde-მ განაცხადა, რომ ბლოკჩეინის ნოვატორები არყევენ ტრადიციულ ფინანსურ სამყაროს და აშკარა გავლენას ახდენენ მოქმედ მოთამაშეებზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ბლოკჩეინ-ტექნოლოგიისა და მასზე დაფუძნებული აქტივების პოტენციალი გამოიყენება მარეგულირებლებისა და ცენტრალური ბანკების მიერ, მათ მიერ აღიარებულია ტექნოლოგიის დადებითი ეფექტები.

ამავე დროს, შედარებით სკეპტიკური აზრი გააჩნია მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს, Aanchal Anand-ს. მისი თქმით, ბლოკჩეინთან დაკავშირებით მეტისმეტად დიდი აჟიოტაჟია ატეხილი, რაც იძლევა არარეალურ მოლოდინებს.

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button