![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2021/01/Mercedes-Benz-მა-შეიმუშავა-„ჰიპერეკრანი-ელექტრომობილების-მონაცემთა-დაფის-ჩასანაცვლებლად.jpeg?fit=660%2C391&ssl=1)
Mercedes-Benz-მა შეიმუშავა „ჰიპერეკრანი“ ელექტრომობილების მონაცემთა დაფის ჩასანაცვლებლად
![image.jpeg](http://i0.wp.com/www.overclockers.ge/uploads/monthly_2021_01/image.jpeg.49cc082f379e817a6f251aae576b188b.jpeg?w=780&ssl=1)
Mercedes-Benz-მა წარადგინა სიახლე – უზარმაზარი, 140-სანტიმეტრიანი რკალისებრი პანელი MBUX Hyperscreen, რომელიც განკუთვნილია სამომავლო ელექტრო სედან EQS-ისთვის. იგი ჩაანაცვლებს ავტომობილის ფრონტალურ პანელს და მასში გაერთიანებული იქნება მოწყობილობები, მულტიმედია ნაკრები, ნავიგაცია და ბევრი სხვა სისტემა.
OLED-დისპლეის ზედაპირზე დატანილია დამცავი მინა Gorilla Glass. სიკაშკარის რეგულირებაზე პასუხისმგებელია კამერა და განათების სენსორი, მთლიანად MBUX Hyperscreen-ის მუშაობას კი მართავს ბორტ-კომპიუტერი 8-ბირთვიანი პროცესორითა და 24 გბ ოპერატიული მეხსიერებით, შედეგად უზრუნველყოფილია მოწყობილობის წარმადობის მაღალი დონე. ამ ყველაფერს ემატება ეკრანის მიღმა დამალული 12 მამოძრავებლის საფუძველზე არსებული უკუკავშირის ტაქტილური სისტემა.
![image.jpeg](http://i0.wp.com/www.overclockers.ge/uploads/monthly_2021_01/image.jpeg.11fdd75cc30d74e17e77a43c4d5082a3.jpeg?w=780&ssl=1)
MBUX Hyperscreen – ეს იქნება მძღოლისა და მგზავრების ელექტრომობილთან ურთიერთქმედების ორგანიზების სრულიად ახალი მიდგომის მაგალითი. რა თქმა უნდა, უნიკალური ეკრანი ასევე უზრუნველყოფს გასართობი კონტენტის გამოყენების ახალ დონეს.
ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://bit.ly/35xAw5F