აპლიკაციაახალი ამბებიბიზნესიხელოვნური ინტელექტი

Amazon-ი უშვებს ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექნილ „Shazam-ს ტანსაცმელისთვის“

Amazon-ი დამსახურებულად შედის ონლაინ-ვაჭრობის სფეროს მსოფლიო ლიდერების რიცხვში. თუმცა მის ჯერ კიდევ განუხორციელებელ გეგმაში შედის ასათვისებელი მიმართულება – მოდა. იმისათვის, რომ ამ მეტად მომგებიან ბაზარზე შეაღწიოს, კომპანიამ შეიმუშავა ახალი ინსტრუმენტი ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე – ეს არის StyleSnap, რომელიც მსურველებს დაეხმარება შესაფერისი ტანსაცმლის შერჩევაში.

StyleSnap პრაქტიკულად Shazam-ია ტანსაცმლისათვის და იგი ინტეგრირებულია Amazon-ის მობილურ აპლიკაციაში. საკმარისია მომხმარებელმა გადაიღოს ფოტო და ატვირთოს საჭირო პროდუქტის ამსახველი კადრი, რომ StyleSnap მანქანური სწავლების ტექნოლოგიის მეშვეობით მაშინვე შესთავაზებს Amazon-ის ასორტიმენტში არსებულ მსგავს პროდუქციას.

StyleSnap-ის ამოქმედება იმის მტკიცებულებაა, რომ Amazon-ს მტკიცედ აქვს გამიზნული – გახდეს ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე მოდის სამყაროში და ამისათვის ფსონს დებს ხელოვნური ინტელექტის შემუშავების საკუთარ გამოცდილებაზე.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button