
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – არ მეგონა ..
არ მეგონა, რომ როდისმე
დასჭკნებოდა ვარდი,
მე მეგონა – მაგნოლიებს
ვერ დაგძლევდათ დარდი.
არ მეგონა თუ სიბერე
არის სინამდვილე,
მე მეგონა – მარადისი
არის სიყმაწვილე!
არ მეგონა, არ მეგონა,
არ მეგონა, გულო,
თუ ამგვარი გახდებოდი –
ცივი, უმამულო,
და ამგვარად თუ სიცოცხლის
მოკვდებოდა კონა –
არ მეგონა, სიცოცხლეო,
არა, არ მეგონა.