ვიდეოუცნაურიფაქტები

ყველაზე გრძელი ფრჩხილები


ლი რედმონი, ქალბატონი იუტას შტატიდან, 1979 წლის შემდეგ იზრდიდა და სათუთად უვლიდა ფრჩხილებს, რომელთა საერთო სიგრძე 8 მეტრსა და 65 სმ-ს აღწევდა. ამ შედეგის გამო ის გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა. სამწუხაროდ, 2009 წლის თებერვალში ლი ავარიაში მოყვა და ფრჩხილები დაკარგა.

1938 წელს ინდოეთში დაბადებული შიდჰარ ჩილალი წარმოადგენს რეკორდსმენს ცალ ხელზე ფრჩხილების სიგრძეში – ჯამური მაჩვენებელი 6.15 მეტრი იყო, ყველაზე გრძელი ფრჩხილის სიგრძე კი 1.3 მეტრს აღწევდა. ფრჩხილების ზრდა შიდჰარმა 1952 წელს დაიწყო. იმის მიუხედავად, რომ რეკორდსმენი შედეგით კმაყოფილია, ამ გატაცების გამო უამრავი დაბრკოლება შეხვედრია, რაც გამოიხატებოდა ფრჩხილების წონაში, თითების ფორმის დამახინჯებაში, ნერვული დაბოლოებების დაზიანებაში. ამის შედეგია ისიც, რომ შიდჰარი მარცხენა ყურით დაყრუვდა. საბოლოოდ, 2000 წელს ის თავის ფრჩხილებს შეელია და დაიჭრა.

ჯაზ აისონ სინკფილდი ატლანტაში, ჯორჯიის შტატში ცხოვრობს და მისი ფრჩხილები 60 სმ-მდეა გაზრდილი. ის იმედოვნებს, რომ ამ შედეგის მიღწევით საშუალება ექნება, შეხვდეს ოპრა უინფრისა და სხვა ცნობილ ადამიანებს. ფრჩხილების მოსავლელად მას ყოველთვე უწევს 250 დოლარად ღირებული 5 საათის ხანგრძლივობის პროცედურების ჩატარება სილამაზის სალონებში.

ფეხებზე ყველაზე გრძელი ფრჩხილები ეკუთვნის კალიფორნიელ ლუის ჰოლისს, რომელმაც მათი გაზრდა 15 სმ-მდე მოახერხა. ამის გამო ლუისი ფეხზე ვერაფერს იცვამს, მხოლოდ ხანდახან აცვია ღია საზაფხულო ფეხსაცმელები, რაშიც ხელს უწყობს მის საცხოვრებელ არეალში, ქალაქ კომპტონში გავრცელებული თბილი კლიმატი. მათ მოვლასა და შეღებვას ლუისი სპეციალურად უთმობს კვირაში ორ დღეს.


42 წლის ჩინელი მამაკაცი ფუჯიანის პროვინციიდან, სახელად ვენ ჯიანი, 14 წელია მარცხენა ხელზე ფრჩხილებს იზრდის. მისი თქმით, ეს ხასიათის კონტროლში ეხმარება – სანამ ფრჩხილებს გაიზრდიდა, ვენი ხშირად მონაწილეობდა ჩხუბებსა და გარჩევებში. ყველაზე გრძელი ფრჩხილი 35 სმ-ია, რაც თავისთავად ცხადია, ხელს უშლის მას მუშტის შეკვრაში. ჩხუბისთვის თავის დანებებით იმხელა შვება იგრძნო, რომ მალე ბავშვების ტანსაცმლის მაღაზიაც გახსნა და “Long Nail” (გრძელი ფრჩხილი) დაარქვა. თუმცა დადებითი მხარის გარდა, გრძელ ფრჩხილებს ბევრი უხერხულობაც ახლავს თან – ვენ ჯიანს ყოველ ღამით მარცხენა ხელზე ფეხსაცმლის ყუთის წამოცვა უწევს, რათა ძილისას ფრჩხილები არ დაემსხვრეს.


მელვინ ფიზელ ბუთი მიჩიგანის შტატის ქალაქ პონტიაკიდან 2010 წელს გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე გრძელი ფრჩხილების მქონე. მათი ჯამური მაჩვენებელი 9.85 მეტრი იყო. მელვინი 1948 წლის 28 ნოემბერს დაიბადა და 2009 წლის 21 დეკემბერს, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის აშშ-ის არმიაში მსახურობდა 27 წლის განმავლობაში.


43 წლის ლორეტა ადამსმა ტეხასის შტატის ქალაქ დალასიდან 1997 წლის ოქტომბერში შეიჭრა ფრჩხილები, რითაც დაკარგა ყველაზე გრძელი ფრჩხილების მქონე ადამიანის სტატუსი. ფრჩხილებს ის 24 წელი იზრდიდა. ყველაზე გრძელი 89 სმ იყო, მთლიანობაში კი 3 მ და 81 სმ.


რა ხერხს შეიძლება მიმართოს ადამიანმა პოპულარობისთვის? გაიცანით 43 წლის ჩინელი ლი ჯიანპინგი, ფუჯიანის პროვინციის ქალაქ შიშიდან. ლიმ ფრჩხილების ზრდა იმიტომ დაიწყო, რომ რაც შეიძლება, მეტ ადამიანს გაეცნო. მან მონაწილეობაც მიიღო ფილმ “Jackass”-ში. გრძელფრჩხილებიანი ჩინელი ფილმის პრინციპების თანახმად ცხოვრებს. მისი 27 წლიანი თავგამოდება სწორედ ამაზე მიუთითებს.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button