ბუნება & სამყაროსაინტერესოჩვენი მსოფლიო

ნიდერლანდების ზღვისიქითა ტერიტორიები

არუბა – კუნძული რომელიც ეკუთვნის ნიდერლანდებს და მდებარეობს კარიბის ზღვაში და დედაქალაქია ორანესტადი ტერიტორიაზე 100 000-ზე მეტი ადამიანია დასახლებული. თავდაპირველად არუბა აღმოჩენილი იქნა ესპანელების მიერ 1449 წელს მომავალში 1636 წელს კუნძული დანიელებმა დაიპყრეს 1986 წლიდან კი ნიდერლანდების მმართველობის ქვეშაა. ქვეყანაში ოფიციალური ენებია  ნიდერლანდური და პაპიამენტო ასევე პოპულარობით სარგებლობს ესპანური და ინგლისური. კუნძული საკმაოდ ცხელი კლიმატით ხასიათდება და თითქმის არასდროს არ ცივა ქვეყანას ხშირად სტუმრობენ უცხოელი ტურისტები და დამსვენებლები არუბას მმართვის სტილია საკონსტიტუციო მონარქია და მას ნიდერლანდების სამეფო ოჯახი განაგებს ბუნებრივია ამ კუნძულს სამეფო ოჯახისგან სერიოზული დახმარება აქვს. არუბა არ უჩივის დამსვენებლების სიმცირეს იმიტომ რომ იგი მეტად ხელსაყრელ ტერიტორიაზე მდებარეობს და კუნძულზე წასვლის სურვილიც ბუნებრივია ბევრი სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის მცხოვრებს აქვს.

899ff8508035

საბა – კუნძული რომელიც მდებარეობს კარიბის ზღვაში და ეკუთვნის ნიდერლანდებს იგი ნიდერლანდების სპეციალური მუნიციპალიტეტია ტერიტორიის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ბოტომი ამ კუნძულზე 1500-ზე მეტი მაცხოვრებელია და სახელმწიფო ენა ნიდერლანდური და ინგლისურია მოქმედი და მთავარი ვალუტა კი ამერიკული დოლარი. კუნძულ საბას სერიოზული დახმარება აქვს ნიდერლანდების სამეფოსგან და აქ ტურისტები ასე თუ ისე მაინც ჩამოდიან.

6adee11f508b

სინტ-მარტენი – კუნძული რომლის ერთი ნაწილიც საფრანგეთს მეორე ნაწილი კი ნიდერლანდების სამეფოს ეკუთვნის ტერიტორიის დედაქალაქია ფილიპსბურგი და მდებარეობს კარიბის ზღვაში აქ ოფიციალური ენაა ნიდერლანდური და ინგლისური კუნძულზე მაცხოვრებლების რაოდენობა კი 35 000 კაცს აღემატება ოფიციალური ვალუტაა ნიდერლანდური გულდენი. ტურისტების ნაკლებობას სინტ-მარტენი ნამდვილად არ უჩივის ისევე როგორც ნიდერლანდების სამეფოს სხვა კარბის ზღვაში მდებარე კუნძულები.

1d76802781fc

ბონეირი – კუნძული კარიბის ზღვაში და ნიდერლანდების შემადგენლობაში ბონეიერის დედაქალაქია კრალენდეიკი აქ მცხოვრები ადამიანების რიცხვი 15 000 აღემატება და ისინი ძირითადად ნიდერლანდურად ან პაპიამენტოზე საუბრობენ აქ ოფიციალური ვალუტაა ამერიკული დოლარი. ბონეირი ადრე 2010 წლამდე შედიოდა ნიდერლანდების ანტილის კუნძულების ერთობლიობაში რომელი კუნძულებიდანაც ყველა ამ პოსტშია წარმოდგენილი შემდეგ ეს კავშირი დაიშალა და ყველა კუნძულმა დამოუკიდებლად არსებობის საშუალება მიიღო ბუნებრივია ბონეირიც მათ შორისაა და ამ კუნძულს მნიშვნელოვნად ფინანსური თვალსაზრისით ეხმარება ნიდერლანდების სამეფო კუნძული კონსტიტუციური მინარქიით დადგენილი კანონების შესაბამისად იმართება.

d7d83475a9c9

კიურასაო – კუნძული კარიბის ზღვაში და ნიდერლანდების სამეფოს შემადგენლობაში ამ ტერიტორიის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია  ვილემსტადი ამ კუნძულზე 150 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და ოფიციალურ ენას ნიდერლანდური პაპიამენტო და ინგლისური წარმოადგენს ხოლო ოფიციალური ვალუტაა ნიდერლანდის ანტილების გუილდერი ეს კუნძული ისევე როგორც ნიდერლანდების სამეფოში შემავალი სხვა კუნძულები კონსტიტუციური მონარქიით იმართება სამეფოს მიერ კუნძულზე ეკონომიკის ძირითადი დარგი ტურისტების მომსახურებაა სწორედ ამ სფეროშია დასაქმებული კუნძულის ბევრი მცხოვრები.

Source
https://ucnauri.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button