საინტერესოსაკითხავიჩვენი მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიები (2 ნაწილი)

პიტკერნის კუნძულები – ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რომელიც მდებარეობს წყნარ ოკეანეში და მისი დედაქალაქი და ამავდროულად უდიდესი დასახლებული პუნქტია ადამსტაუნი აქ ოფიციალურ ენას ინგლისური ხოლო მთავარ ვალუტას ახალ ზელანდიური დოლარი წარმოადგენს. კუნძულს მართავს ბრიტანეთის მთავრობა და აქტიურად ეხმარება მას აქ ვრცელდება კონსტიტუციური მონარქია და მონარქი ბუნებრივია არის ელისაბედ II ისევე როგორც ყველა ტერიტორიისა რომელიც ბრიტანეთს ეკუთვნის. ეკონომიკურად პიტკერნის კუნძულები საკმაოდ ძლიერია აქ განვითარებულია მეხილეობა და ბოსტნეულის მოყვენა აქაურ ფერმერებს მოჰყავთ ციტრუსი, გოგრა, ბანანი და სხვა მრავალი ხილ-ბოსტნეული. კუნძულზე მნიშვნელოვანი როლი აკისრია ტურიზმს აქ ხშირად არიან ახალ ზელანდიელი ტურისტები ასევე ოკეანეთის ქვეყნიდან ჩასული დამსვენებლები. პიტკერნის კუნძულების მოსახლეობა ბოლო კვლევებით 50-ზე მეტია მიუხედავად მოსახლეობის სიმცირისა აქ ვერ იგრძნობთ ჩამორჩენილ ცხოვრებას პირიქით კუნძულებს ფინანსურად ეხმარება ბრიტანეთი რამაც ხელი შეუწყო ამ ტერიტორიების განვითარებას და სრულიად ათვისებას.
a1c395ba88ac
ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები – ბრიტანეთის ტერიტორია კარბის ზღვაში რომლის დედაქალაქი და უდიდესი დასახლებაა კოკბერნ-ტაუნი ოფიციალური ენაა ინგლისური ხოლო ვალუტა ამერიკული დოლარი. ბოლო მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა ტერქსისა და კაიკოსის კუნძულებზე 45 000-ზე მეტია აქედან 30 000-ზე მეტი ადამიანი სწორედაც ტერიტორიის დედაქალაქ კოკბერნ-ტაუნში ცხოვრობს. მოსახლეობის არც თუ ისე ცოტა რაოდენობისა აქ განვითარებულია ტურიზმი და ამ ტერიტორიას უმეტესად ბრიტანელი და სამხრეთ ამერიკელი დამსვენებლები სტუმრობენ ამიტომაც ტურიზმი აქ ერთ-ერთი წამყვანი დარგია ეს ტერიტორია წლების მანძილზე ეკუთვნოდა ესპანეთს 1766 წლიდან კი ეს ტერიტორია შედის დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში და ტერქსისა და კაიკოსის კუნძულებს აფინანსებს გაერთიანებული სამეფო მისი უზრუნველყოფაც სწორედ მას ევალება. კუნძულზე მდებარეობს აეროპორტი რომელიც ძალიან დიდი მნიშვნელობისაა ამ ტერიტორიისთვის რადგან ეს ყველაზე დიდი სატრასპორტო საშუალებაა სწორედ საჰაერო რეისების მეშვეობით ხდება ტურისტების ჩამოყვანა კუნძულებზე და შემდგომ მათი უსაფრთო ტრანსპორტირებაც უკანა გზაზე.
d6cfbcdf313c
წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნია – საკმაოდ დიდი და სასაცილო სახელის მქონე ტერიტორია რომელიც შედის დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში და მდებარეობს აფრიკის კონტიტნეტთან ახლოს აქ ოფიციალური ენაა ინგლისური ხოლო ვალუტა წმინდა ელენეს ფუნტი. ბოლო მონაცემებით წმინდა ელენე, ამაღლება და ტრისტანი-და-კუნიაზე ცხოვრობს 7000-ზე მეტი ადამიანი აქ ისევე როგორც ბრიტანეთის თითქმის ყველა ზღვისიქითა ტერიტორიაზე განვითარებულია ტურიზმი.
086faf883639
ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები – ტერიტორია კარიბის ზღვაში იგი ბრიტანეთს ეკუთვნის და დედაქალაქია როდ-ტაუნი ოფიციალური ენა ბუნებრივია ინგლისური და ვალუტა აშშ-ის დოლარი. ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები შედგება 35-ზე მეტი კუნძულისგან აქედან დასახლებულია 15-ზე მეტი. ტერიტორიაზე ბოლო მონაცემებით დასახლებულია 25 000-ზე მეტი ადამიანი ეთნიკურად ეს ტერიტორია ყველაზე მეტად დასახლებულია ფერადკანიანი აფრიკელებით და შედარებით ცოტანი არიან სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები. კუნძულის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე და ხელსაყრელი ტერიტორიის გამო იქიდან გამომდინარე რომ ეს კუნძულები მდებარეობს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკასთან ახლოს აქ ტურისტები სწორედ ამ კონტინენტებიდან არიან რომლებიც ყოველწლიურად სტუმრობენ ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებს ცნობისთვის ამერიკასაც აქვს ვირჯინის კუნძულები რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ვირჯინის კუნძულები ეწოდება.
ecea00a44799
ბრიტანეთის ინდოეთის ოკეანის ტერიტორია – რომელიც ბუნებრივია მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში ამ ტერიტორიაზე დასახლებულია 3000 ადამიანამდე აქ ოფიციალური ენა არის ინგლისური ხოლო ძირითადად გამოყენებაშია ორი ვალუტა ბრიტანული სტერლინგი და ამერიკული დოლარი.

Source
https://ucnauri.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button