Hi-Techახალი ამბებიბიზნესიპოლიტიკა

ConceptD: Acer-ის ახალი კომპიუტერი ხის დეტალებით

Acer-მა ახალ ლაინაფში – ConceptD – დააანონსა ორი დესკტოპ-კომპიუტერი, რომლებიც განკუთვნილია პროფესიონალი მწარმოებლებისა და კონტენტის შემქმნელებისათვის – მათთვის, ვისაც აქვს დიდი ფულადი რესურსი და სჭირდებათ დიდი ენერგია მოწყობილობისგან.

ფოტოზე გამოსახულია ConceptD 500 – ეს არის მოზრდილი მოწყობილობა, რომელიც აღჭურვილია მეცხრე თაობის Intel Core i9 პროცესორით, ასევე აქვს გრაფიკული ბარათი Nvidia Quadro RTX 4000 და DDR4 ტიპის 64 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება. Acer-ის სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით, ამ კომპიუტერს საკმაოდ საკამათო დიზაინი აქვს და იგი წარმოდგენილია ზედა ნაწილში ხის დეტალებით. მომხმარებელთა ნაწილი მას ჰაერის დამატენიანებელ მოწყობილობას ადარებს, ნაწილი – ყინულის ყუთსა და დიფუზორს.

კომპიუტერის მონაცემების გათვალსწინებით ცხადია, იგი შესანიშნავად იმუშავებს პროფესიონალი მწარმოებლების ხელში. ამასთან, მწარმოებელი კომპანია აცხადებს, რომ კომპუტერი „სიმშვიდეს ინარჩუნებს“ მაღალი დატვირთვის დროსაც და მისი ვენტილატორების ხმაური არ აღემატება 40 დეციბელს. ეს კომპიუტერი 1699 აშშ დოლარი ღირს და იგი ივნისიდან გაიყიდება.

მეორე მოდიფიკაცია – ConceptD 900 წარმოადგენს Acer-ის ახალი სერიის მაღალი წარმადობის შემოთავაზებას და იგი ფაქტობრივად უახლოვდება სუპერკომპიუტერის სტატუსს. შესაბამისად, ეს ფაქტი აისახება ფასზეც და მისი ღირებულება 19 999 დოლარია. ხსნებული კომპიუტერი მოიცავს ორ ცალ 40-ბირთვიან Intel Xeon Gold პროცესორს, გრაფიკულ პროცესორს Nvidia Quadro RTX 6000 და აქვს 192 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა. წარმადობის კუთხით მოწყობილობა ნამდვილად შთამბეჭდავია, თუმცა არაფერი აქვს საერთო სამომხმარებლო სეგმენტთან.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button