Hi-Techახალი ამბებიბიზნესიტექნოლოგია

Huawei მზად არის Apple-ს საკუთარი წარმოების 5G ჩიპები მიაწოდოს

სატელეკომუნიკაციო კომპანია Huawei Technologies Co. Ltd მზად არის განახორციელოს 5G ჩიპების მიწოდება Apple-ის სმარტფონებისთვის. სიახლის შესახებ განაცხადა ჩინური კომპანიის პრეზიდენტმა Ren Zhengfei-მ.

პრეზიდენტთან ინტერვიუში გაჟღერდა, რომ კომპანია განიხილავს შესაძლებლობას – 5G მობილური ჩიპები სხვა იმ კომპანიებს მიაწოდოს, რომლებიც დაკავებულნი არიან სმარტფონების წარმოებით. ამგვარი მიდგომა სიახლეა Huawei-ს სტრატეგიაში, რადგანაც ამ დრომდე ჩინური მწარმოებელი არ აპირებდა გადაეცა 5G ჩიპები სხვებისთვის.

გაჟღერდა ცნობა, რომ Apple-ს შესაძლოა პრობლემები შეექმნას მომავალ წელს 5G iPhone-ის გამოშვებასთან დაკავშირებით. ეს პრობლემა დაკავშირებულია Apple-სა და Qualcomm-ს შორის იურიდიულ ომთან. ამასთან, გასულ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Intel-ი ვერ ასწრებს ორგანიზება გაუკეთოს საკმარისი რაოდენობის 5G ჩიპების წარმოებას. ამ ყველაფერმა კი სავსებით შესაძლებელია Apple-ს უბიძგოს ახალი მომწოდებლის ძებნისაკენ, რომელიც შეძლებს დაგეგმილის რეალიზებას საჭირო დროში.

თუკი კომპანიებს შორის პოტენციური გარიგება განხორციელდება, არ არის გამორიცხული, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ ხელი შეუშალოს მოვლენების ამგვარად განვითარებას. უპირველეს ყოვლისა, ეს დაკავშირებულია გარკვეული პერიოდის წინ Huawei-ს მისამართით გაკეთებულ ბრალდებასთან, კერძოდ, მისი მოწყობილობების უსაფრთხოებასთან. ნებისმიერ შემთხვევაში, Huawei-ს მზადყოფნა – დაიწყოს 5G ჩიპების მიყიდვა გარე კომპანიებისთვის, მნიშვნელოვნად იმოქმედებს ბაზარზე: Qualcomm-სა და Intel-ს სერიოზული კონკურენტი დაემატება, რომელმაც შესაძლოა მომავალში მიმართულების ლიდერობაში ცვლილებები შეიტანოს.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button