პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – გრიგალმა გადაიარა

ციკლიდან „ეპოქა“

გაბედე გულში ჩახედვა,
იქ ნაპერწკალი ცივდება,
მალე სხივები გრძნობისა
ფერფლებად გადაცვივდება.
უჩქარე ისევ გაღვივდეს,
უჩქარე ისევ აენთოს,
ის საჭიროა ხალხისთვის
რომ სიბნელის დროს დაენთოს.
ხალხი ჯერ ტკივილებშია,
ოდნავ მოშუშდა იარა,
იქ ხომ მძლავრმა და მქუხარემ
გრიგალმა გადაიარა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button