პოეზია

სტანისლავ ციბულსკი – ლექსები

ედემის მზეო!

ედემის მზეო, ამდენ ფერებში მე ამებნია ცხოვრების თავგზა,
ვერ შევამჩნიე გაფრენა წლების და ვერ შევძელი ფერის ცვალება.
სხვა გზით წავედი და ვერ მივყევი მათ ვერ მივყევი კვლავ ვისაც სწამდათ,
მეგობრებს შორის, სიმარტოვეში არ მიწერია კვლავ გახარება.
ერთხელ კი არა, ორ ჯერ ვიცვალე, ორ ჯერ ვიცვალე გული და ფერი,
ორ ჯერ ფერფლიდან როგორც ფენიკსი კვლავ დავიბადე სულით ობოლი,
გზის გასავლელათ დამჭირდა ალბათ, სადღაც დამჭირდა მე ერთი წელი,
ორ ჯერ აღვზდეკი და აი მაშინ, კი მხოლოდ მაშინ ჭკნება ფოთოლი.
პირველად ვიქმენ სუფთა და მწვანე ვით გაზაფხული ხელუხლებელი,
მეორედ შავი და ამაზრზენი, სისხლით აღსავსე ბოროტი სული.
მაგრამ ამ ჯერად რას მიესწრაფვის ცექვით დაღლილი, გული ვნებული?
ვით გემი ყინვის ოკიანეში ფიქრთა კსელებში ვარ დაკარგული.
ღამდება ისევ, მე კი ვღელდები ამოუცნობი, მაცდური გრძნობით,
ეფემერიდებს ისევ მივყვები და ვერ ვისვენებ ქართა საცოლში,
გრძნობა ახალი და თითქოს თბილი, რაღაც ემოცია ამოუცნობი
მიწვევს, მეძახის კვლავ მას მივენდო და გავიარო ახალ ჭაობში.
ერთხელ კი არა, ორ ჯერ ვიწამე, ორ ჯერ ვინანე სიბნელე ღამის,
კვლავ დავიკარგე, გადავიკარგე და ვერ გპოულობ, ედემის მზეო!
თითქოს გაქვავდა განცდა და ვნება, თითქოს გრძელდება სულ რაღაც წამი
და მეჩვენება მე ყოველივე. მასთან გამიშვით, ღამევ და დღეო!
ედემის მზეო, მზეო ჩასულო, ჩემთვის ამოდი სულ რაღაც წამით
და მომევლინე სხივი ნათელი, სხივი მაჩუქე დარჩენილ წლებზე,
ფრენა ვინდომე მე მიწიერი ადამიანი, დავეცი ლამის,
მაგრამ გრძნეულო, ედემის მზეო გთხოვ გამატარე ცის მაცდურ გზებზე!
შენი სხივებით ვიფრინო მარად, ავმაღლდე ზეცად ვით გალაქტიონი,
წამება მეყო, მეყო ნამდვილად. ტანჯვით დაღლილი ვერ ვხატავ სხივებს,
კვლავ, რომ დაგიკრა ჩემი მელოდია სტროფთა ხელთ ვიგდე ცის აკარდიონი
და ნოტებისგან შენთვის ავაგებ ამოუცნობი აკორდის მძივებს.
სიმარტოვეში, ედემის მზეო, შენსს სხივს მივყევი გავარვარებულს,
და ოქროს ხიდზე შენთვის ვიმღერებ შენთვის დავთვრები წვიმის წვეტებით,
შენი სხივებით მე დავიმშვიდებ სისხლით აღსავსეს ჩემს გულს აგღზნებულს
და დაგიკოცნი, ედემის მზეო, პატარა სხივებს ლექსის ბგერებით.

***
ჩემს გარშემო ახლა ქრიან უსიცოცხლო წამები,
ამ ქარიშხალს სიბნელეში უნებურად გავყვები.
მე ძალიან მოვინდომე სიბოროტის ჩადენა,
იმიტომ, რომ რასაც ვხედავ სიმწუხარის არეა.
მომაკვდავ თევზს ცხელ თაფაზე ვინღა დაეხმარება?
ვინ გაიგებს უხმო ძახილს? უსასრულო წამებაა
ამ ცხოვრების უმოწყალო, უსიცოცხლო წამები,
მეც ამ წამებს აყოლილი ვერვის დავეხმარები.
ჩემს გარშემო ახლა ქრიან უსიცოცხლო წამები,
და ამ წამებს მიჰყვებიან საზარელი ლანდები.
უსასრულოდ დამცინიან, დამცინიან ლანდები,
უხარიათ მე, რომ მტკივა. ეშმაკს არ ვენანები!
მწუხარების ბატონობით მიფრინავენ წამები,
კვლავ რეკავენ ცივ ტაძარში ზეცის წმინდა ზარები.
მე ძალიან მოვინდომე სიბოროტის ჩადენა,
იმიტომ, რომ ამ წამების მე აღარ მაქვს ატანა,
იმიტომ, რომ ჯოჯოხეთში მწარედ ტირის სატანა,
იმიტომ, რომ ცეცხლში ისმის მგლოვიარე ტირილი,
ვამპირების სისხლიანი და ველური ყვირილი!
ამ ყველაფერს კი დაფარავს წამთა ჩუმი სირბილი.

***
ახალი წლის ლამაზ ღამეს, კვლავ დაითვლის ბედი წამებს,
კვლავ ნაძვისხეს ალამაზებს, საახალწლო განწყობა,
მახსოვს შარშან იანვარი, გაყინული იყო კარი,
გახელილი ჰქონდა თვალი ბედის მორჩილ მხატვრობას.
წინადვგრძნობდი, რომ ეს წელი,უნდა იყოს თითქოს ბნელი,
გული ახალ გრძნობას ელის ორიათას თორმეთში.
ვინატრე და ამისრულდა,სიყვარულის ცეცხლში დუღდა,
წამებული სული ქუხდა, ინდრიგების ომებში.
შეიცვალა უცებ ფერი, გარდაიქმნა ყველაფერი,
სიხარული გახდა ძნელი, ამისრულდა ოცნება,
ყოველ დილას ვახელ თვალებს, სიზმარში კი ვხედავ გვამებს,
უსასრულოდ ვითვლი წამებს,გრძნობას ენდო გონება.
ახალი წლის ღამე დადგა, უკვე ერთი წლისა გახდა,
სიყვარული ჩემი გახდა, იმედები აკვნებში,
რას მომიტანს მე ეს წელი, კარგ არაფერს მაინც ველი,
თვალებიდან მდის კვლავ ცრემლი, ორიათას წამეტში.

***
გზა შენამდე შორია

გზა შენამდე შორია, ნაწვიმარი ტალღებით.
აქ წვიმს ზღვა კი აღელდა, ქვიშას ისევ გავყვები.
გზა შენამდე შორია, გვყოფენ კილომეტრები,
შენი ნაზი ხელებით აქ მე ვერ ავღელდები.
მე ძვირფასო ვერ მოვალ, გზა შენამდე შორია,
აქ წითელი ტალღების უსასრულო ომია,
წვიმა, ქარი სიცივე, თითქოს არასწორია,
აქ, რომ ჩემთან არახარ, გზა შენამდე შორია.
მხოლოდ შენზე ოცნებით გასულ დღეებს გავიტან,
უფერობის საშინელ, უხმო სევდას ავიტან,
სადღაც ისევ გავცურავ, ზღვაში გეძებ ამაოდ,
გზა შენამდე შორია, ტალღა კოცნის სანაცვლოდ.
სიზმარში კი ერთად ვართ, მკოცნი ასე საოცრად,
ბაღში თითო ფოთოლი, ჩვენი თრფობის მახლობლად,
თითქოს მღერის, გვიღიმის. ჩვენი ძველი ბაღია,
გზა შენამდე შორია, მხოლოდ სველი ქარია.

***

როდესღაც გული მეც მქონდა

როდესღაც, მე ვოცნებობდი რომ დიდებული გავხდები,
რომ ავაყვავებ ქვეყანას, ავავსებ ტაძრებს სანთლებით.
როდესღაც, ღმერთის მჯეროდა, იმედი მქონდა სამოთხის,
სადაც სიკეთე მეფობდა, სადაც ბოროტი არ მოდის.
როდესღაც, გოგო მიყვარდა, პატარა და საყვარელი,
ლამაზი იყო, მხიბლავდა, ირგვლივ ზდიოდა ნათელი.
როდესღაც, ასე მჯეროდა, თითქოს ჩვენ ერთად ვიქნებით,
როდესღაც, სულელს მეგონა მე, რომ სიყვარულს მივყვები.
მჯეროდა, თითქოს სიკეთე მუდამ იმარჯვებს ბოროტზე,
მჯეროდა ყალბი გმირობის, მინდოდა ჩემთან მოსვლოდი.
როდესღაც, გული მეც მქონდა, ახლა, რომ დარჩა ჭრილობა,
მოისპო ხალხის მხეცობით, გასტეხეს ყველა პირობა.
მე, დამიტოვეს ტკივილი და მოგონება ოცნების,
არც კი გამომდის ტირილი, მხოლოდ შეგრძნება ობლობის.
როდესღაც მქონდა სიცილი, არ ვაფასებდი რატომღაც,
ახლა კი, სიკვდილმისჯილი, ვიქეცი სევდის აკორდად.

***

შავი ქვეყანა

შავი ქვეყანა გაწოლილა არემარესა,
შავი ქვეყანა საზღვაო ყველა მხარესა.
შავ იალქნებში კვლავ დაბერავს ქარი უმწეო,
და წამოიყვანს ჩემს იახტას მშვიდად, უცრემლოდ.
ზღვამ მაცდურმა, ზღვამ ბობოქარმა მონად მაქცია,
შავ ქვეყანაში ბევრ სისხლად გადამაქცია!
ზღვა იდუმალი და მრისხანე, ვნება ოხერი,
ბოლოს მომიღებს ვით ედგარ პოს ის ტბა ობერის.
მე კი მივყვები, თუმცა ვიცი იქ რაც მომელის,
ჩემი იალქნის დასასრული უკვე ახლოა,
გარს მეხვევიან ამ ქვეყნისა სუსტი მონები,
ჩემი იახტა კი შავ ზღვაში მაინც მარტოა…

***

ამქვეყნის ტრაგედია

ტრაგიკული სახეები, ლანდი ბუჩქის ნისლისა,
უსიცოცხლო ღამეები, ოკიანე სისხლისა.
უსასრულო სევდის ბაღში კვლავ ხარობენ ვარდები,
იმ ბაღიდან მზეს უცქერენ განწირული თვალები.
გარეთ ისევ ცხადად ისმის თვალთმაქცური სიცილი,
ყველა გულში იპარება მორცხვად ჩუმი ტკივილი.
სადღაც ისევ აიწია პროდუკტებზე ფასები,
ერთმანეთში აირია დეპუტათტა აზრები,
სადღაც ისევ არის ომი, ალბათ შუა აზიაში,
სადღაც შიათ ობოლ ბავშვებს, ცრემლში უწევთ თამაში.
დღისით ლამაზ რესტორანში მოითხოვეს მწვადები,
ოფიციანტსაც გაუბრაზდნენ იგვიანებს ოხერი.
კვლავ გაზეთში იწერება სულ ცხელ-ცხელი ამბები,
ვიღაცას კი პედაგოგმა დაუწერა ორები.
მეტროს სასტიკ პადზემკაში მათხოვრები მღერიან,
სიღარიბე მოვსპეთ მეთქი: პროგრამაში წერია,
ახალგაზრდა სტუდენტები სიგარეტს ეწევიან,
საგიჟეთში ვიღაც ყვირის: დამეხმარეთ დევია!
ტრაგიკული სახეები სამუდამოდ დარჩება,
უმიზნობის სასტიკ წრეში სიხარული დალპება,
ყველას საბოლოო ხვედრი მაინც არის სიკვდილი,
სიცოცხლეში გააწამებს გულებს ჩუმი ტკივილი.

***

დავიბადე ნოემბერში

სადღაც ნოემბერი იდგა, მიწას ცრემლი ზდიოდა,
ალბათ ცასაც უხილავი დანაკარგი სტკიოდა.
ქარი თრთოდა, ცივად ქროდა, სიმარტოვით ელავდა.
რატომ? რისთვის? არაფრისთვის ვიღაც, სადღაც ღელავდა.
მე ვიყავი დროის გარეთ, ფორთეპიანოს ნოტებში,
სულ ვუკრავდი ბნელ სონატებს ჩახლართული გრძნობებში.
აქ, წუთები ვით მუსიკა სულ ჩუმი და ნელია,
ოჰ, ამდენი სიტყვა ერთად ჯობდა არ დამელია!
მაგრამ უკვე გვიანია, ავღწერ რაც კი ცუდია,
სულ გაქვავდა ფანთაზიაში წამი თუ წუთია!
მელოდება მაინც ვიღაც დროის ბნელ ხვეულებში,
აი, ვხატავ მისთვის სტროფებს ამ გრძნობათა ბმულებში.
დავიბადე ნოემბერში. მიწას სისხლი სდიოდა,
შენ კი ჯერ არ გაჩენილხარ და ამიტომ მციოდა…

***
ველი

იქ სადაც ვერ აღწევს მზის მაცდური სხივი,
და სადაც თვით ასტარტაც ზეცაში ტირის,
იქ, ოდესღაც იყო გახარების ველი,
იმ ველზე კი თბილოდა მთელი წელი!
იქ, ბავშვი სიკვდილამდე რჩებოდა ბავშვად,
იცინოდა ქალცული მოტკბოდ და მარად,
იქ მგელი და ბატკანი შესვამდნენ საძმოს
იქ, დაიმალებოდა მხატვარი სანდოდ
და არც ერთი ლანდი, არც შთაგონება
არ შეაწუხებდა მის დაღლილ გონებას,
არ აიძულებდა დახატოს გოდებით
ეს ამოუცნობი, ცივი აკორდები.

მაგრამ თეთრ ქვეყანას შავი მოეფინა,
ერთბაშად ყველას სისხლი მოევლინა,
სისხლი და ნისლი გარეთა სამყაროს,
რათა აქაც სულები აწამოს,
ის არ მშვიდდებოდა სანამ არ დაწვავდა,
ყველას ვინც ცხოვრობდა და ვინც ხატავდა
და აი ის ველი ოდესღაც ნათელი
ახლა სულ დაჭკნება ვით თოვლში სანთელი…

***

პორტრეტი

ამ გალერეის უფერო კედლებს, ნაწარმოები ამშვენებს ბევრი.
პო, რომ ყვებოდა წამებულ ლექსებს მახსოვს ვიღაცას ზდიოდა ცრემლი;
ერთი მხატვარი ვერ შეცვლის იმას დასაბამიდან რაც იყო წესი,
ღამით მეფეა, ასრულებს წირვას; დღისით მსხვერფლია რეალური პიესის;
ხალხი რას შვრება? შეხედე, თითქოს შენ ხარ ბატონი შენივე ნების,
მაგრამ მერწმუნე, ასე რომ იყოს არ იქნებოდი მსახური წერის;
მე ვინ ვარ? გეტყვი. პოეტი მქვია, რომ ამ კედელზე პორტრეტად იქცა,
ღმერთმა არ იცის რა მახატია, ჩემი ჭრილობა ზღვად გადაიქცა;
ნათელ სახეზე ხან და ხან მოსჩანს რაღაც წითელი და რაღაც შავი,
ხელები თრთიან, თითქოს ტირიან; სხვისი სისხლია, განძრახვა ავი;
შემხედე ძმაო; გინდოდა ლექსი? შესვი, შეძაგრე! წამებით ტკბები?
ხო და შენ თვითონ შეცვალე წესი, მე ამ წუტიდან სულ განზე ვდგები…

***

სიტყვათა მხატვარი

ვიმოგზაურე ცოტა თუ ბევრი,
ვით ხეტიალი მდუღარე ზღვების,
ნაჭრილობევი წამებულ წლების
მაინც ვიყავი თამაშის წევრი;
წესი ვისია ვინ მართავს პიესას?
ო, ეს უღირსი სანახაობა,
შეურაწმყავი რაღაც ხატობა;
არ მინდა ვიყო მონა ამ წესის!
სცენიდან გასვლა ახლა მე მინდა,
მაგრამ ვინ მიშვებს? ვინ მიღებს კარებს?
კვლავ წამოვყვები საზარელ ლანდებს
და ამაზრზენი ღვთაების წირვას
კვლავ დავესწრები აღსავსე სისხლით,
მარტო ვიგლოვებ საქუთარ სიკვდილს,
მაგრამ აღდგომა ხელახლა მიცდის
ჩაკეტილი ვარ წრეში ამ ნისლის.
ო ვინმე ძლიერო, ვისაც აქვს ძალა,
სიცოცხლის წამება, რომ ამაცალო,
მიმძიმს მე წერა,
ლექსების წერა,
ლამაზი ნახატი გამომდის ძნელად,
სულ ამომწურა სიტყვათა ლოდი
ვით ამაზრზენი პიანოს აკორდი.
მე დავიღალე მართლა და მართლა
მაგრამ დავხატავ შენს სახელს: მართა…

***

წარღვნა

პატარა ღრუბელი დიდ წარღვნად გადაიქცა,
ღრუბელი ღმერთების პიალიდან დაიქცა!
ერთ წამში სიცოცხლე მიწაზე აფეთქდა,
პანიკის ცუნამით ხალხის ზღვა აღელდა,
ჰაერი მხურვალე ვედრებით ადუღდა,
ზეცა კი ნათელი ელვებით კვლავ ქუხდა!
ქუხდა და იბრძოდა სისხლიან ნაკადში,
ზღვა იკლაკნებოდა სიკვდილის ალყაში,
გრძელდება ღმერთების სასტიკი თამაში,
ვის წყალი წაიღებს? ვინ გავა წარღვნაში?
მაგრამ კვლავ აღდგება ოდესმე სამყარო,
ჩვენ დედამიწაზე ვწუხდებით ამაოდ!
მის ზურგზე ხელახლა სიცოცხლე ამოვა,
ერთი წავა, მის ნაცვლად სხვა მოვა!
ხელახლა აღდგება ტყეები წიწოვანი,
ჩემთვის სადღა არის ნოეს კიდობანი?
თავიდან ქვეყნები სისხლზე აშენდება,
გულებში ხელახლა ემოცია ფეთქდება,
ერთმანეთს ებრძვიან ტახტისთვის ერები,
თავიდან იქმნება პროზა და ლექსები,
მაგრამ ნუ იფიქრებთ ამაზე დასრულდეს,
ახალი სიცოცხლე იმედით ადუღდეს?
იცხოვრეთ, იცხოვრეთ, მოსტყუვდით ხელახლა,
ჩვენს ცაზეც ოდესღაც ვარსკვლავი ელავდა!
სიცოცხლის სიმღერა არის წარმავალი,
კვლავ სისხლში დააღრჩობს მას წარღვნა ახალი…

***

ჩვიდმეტის ხდები

ჩვიდმეტი. ვითვლი და კვლავ არ მჯერა
შენ, რომ ამ ზაფხულს ჩვიდმეტის ხდები.
შემხედავ, მეტყვი: ვერახარ, ვერა
და უცაბედად ისევ გაქრები.
ჩვიდმეტი. რისი რიცხვია ნეტავ?
ან რას მოგიტანს ზედმეტი წელი?
მე შენზე ვიცი ამაოდ ვღელავ,
რომ არ ვიღელვო კი არის ძნელი.
ჩვიდმეტი კოცნა, ჩვიდმეტი სიტყვა.
ჩვიდმეტ ჯერ ღმერთმა გაჩუქა წამი;
შენთვის მთავარი მაინც არ მითქვამს;
ერთხელ თუ გახსოვს გითხარი ლამის.
მიყვარხარ! სიტყვებს მოგიძღვნი ლექსად
შენთვის ვიმღერებ ცის სერენადას;
ცაზე მიყვარხარ ჩვიდმეტ ჯერ მეტად;
შენთვის მოვძებნი ზეციურ ელადას!
ცხრამეტ აგვისტოს ჩვიდმეტის ხდები
და კვლავ იელვებს ჩვიდმეტ ჯერ ზეცა;
მე სიყვარულით ვით თოვლი ვდნები
შენ კი ყვავილთა ნათება გეცა;
მისტიური ალის აინთო ვნება;
ჩვიდმეტ ჯერ გეტყვი იმ მთავარ სიტყვას
რათა ერთხელაც მეც ვიგრძნო შვება
გავიმეორებ ლექსში რაც მითქვამს;
მიყვარხარ! შენი ვიქნები მონა,
თაიგულს მოგართმევ აღსავსე თრთოლვით;
შენ მომაშორებ წამიერ წყრომას
და სულს ამივსებ ჩვიდმეტი გრძნობით…

***

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button