![გალაკტიონ ტაბიძე ყორანის ცრემლები](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2021/10/გალაკტიონ-ტაბიძე-ყორანის-ცრემლები.jpg?fit=640%2C360&ssl=1)
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე ყორანის ცრემლები
ყორანს ცრემლით უმძიმს უპე –
როგორც შავი ყვავილი;
- დავიღუპე, დავიღუპე, –
ისმის მისი ჩხავილი.
ნისლი, წვიმა, თრთიან გარედ
უბინაო ბავშვები.
მეცოდება ვიღაც მწარედ,
ვიღაც ხელ-განაშვები.
ყორანს ცრემლით უმძიმს უპე –
როგორც შავი ყვავილი;