პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – მოგონება ჩვენი ჭალისა

საღამო ხანად ჩალანდრის ცხენი
მე მაგონებდა გორებს შორებელს,
ფშანში ლანდივით დასცქეროდნენ ხენი
ბინდის მეგობარს მოუშორებელს.

ცამ მოგონება გადუხალისა
მას, ვისაც სწამდა ღამის ფერები,
ეს იყო ქარი ჩვენი ჭალისა
და შემოდგომის ჩალისღერები.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button