ესე

ერეკლე მეფის და ინგილო ქალის შედარებითი დახასიათება ( erekle mefis da ingilo qalis shedarebiti daxasiateba )

მოთხრობა “ერეკლე მეფე და ინგილო ქალი” დაწერა იაკობ გოგებაშვილმა. მისი პერსონაჟები არიან მეფე ერეკლე და ინგილო ქალი, ხოლო მოქმედება ხდება ისტორიულ საქართველოში. მოთხრობა არის ისტორიული ჟანრის.

ერეკლე მეფე ამ მოთხრიბაში გამოირჩევა თავისი თვისებებით, რომლებიცაა სამშობლოს სიყვარული, თავგანწირულობა, სიმამაცე რომელიც მისი საქციელიდან გამომდინარე გამოიხატება. იგი იბრძოდა თავისი სამშობლოსთვის და უყვარდა თავისი ხალხი.

ინგილო ქალი კი არის თამამი, მამაცი, ჯიუტი და სამშობლოს მოყვარული გოგონა. მისი სიმამაცე ჩანს იქიდან, რომ მან მეფეს თავზე ქლიავი გადმოაყარა, მისი სამშობლოს სიყვარული კი ჩანს რომ მან შვილების სიკვდილი სასიქადულო სიკვდილად ჩათვალა.

ამ ორ პერსონაჟს საერთო ის აქვს, რომ მათ ორივეს უყვართ სამშობლო და თავისი ხალხი. მწერალი ამ მოთხრობითჩვენ გვასწავლის, რომ უნდა გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო და უნდა ვიყოთ პატრიოტები სიცოცხლის ბოლომდე.

Source
https://toptemebi.wordpress.com/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button