ესე

ლუარსაბის დახასიათება ( luarsabis daxasiateba )

ამ ქვეყნად ბევრი კაცი არსებობს ვინც ადამიანის დანიშნულებას არ ასრულებს. ზუსტად ამ საკითხთან დაკავშირებით დაწეერა ილია ჭავჭავაძემ თავისი მოთხრობა “კაცია-ადამიანი?!” რომელიც მოგვითხრობს უდარდელ, მსუნაგ თავადზე და ზედმიწევნით გვიჩვენებს თუ როგორი თავადები იყვნენ საქართველოში. “კაცია-ადამიანი?!” თითქოს ორაზროვანი სათაურია რომელიც გვეუბნება, რომ ყველა კაცი ადამიანი არ არის, ან პირიქით.

ამ მოთხრობის მთავარი პერსონაჟი ლუარსაბ თათქარიძე ძველი ტიპიური თავადია, რომლის აზრითაც კაცი ძირგავარდნილი ქვევრია, რომელსაც დღეყოველ უნდა ჩააყარო ხორაგი და ჩაასხა სასმელი, მაგრამ კიდევ მაინც ვერ აავსებ. ამ დანიშნულებას თვით ლუარსაბი ზუსტად ასრულებდა და ამაზე მისი შესახედაობაც მეტყველებდა. მსხვილთავიან ბატონს მორგვივით სქელი კისერი და გონიერად გადმოგდებული, დიდად პატივსაცემი და პატივცემული ღიპი ჰქონდა. თავადს არ გააჩნდა სწავლა და მის მიზანსაც ვერ ხედავდა. რაც სკოლები აშენდა, ბავშვები ვეღარ სჭამენო, თითქოს და გულისტკენით იტყოდა მისი უდიდებულესობა. დიდად პატივსაცემ ლუარსაბს ერთი სიმრგვალის და ერთი სისულელის ცოლი ჰყავდა. ორივენი მუცლის მონები იყვნენ და მათი ყოველდღიური საზრუნავიც საჭმელი იყო. ლუარსაბის ცით მონაბერი სული ჩამკვდარი იყო მის ქონში, თითქოს თავადმა ქარს გაატანა თავისი სულიერება. თავადს თავისი თავი უმანკო და უცოდველი ეგონა, რადგან სხვისთვის არც ცუდი ჩაედინა და არც წირვა-ლოცვას მოკლებია.

ხშირად სმენია ლუარსაბს წირვა-ლოცვაზე სიტყვები “ვითა მამა ზეცისა, იყავ შენ სრულიო.” ლუარსაბი ცხოვრობს იმისთვის რომ იცხოვრობს, ესე იგი ეცადო, რომ ვითა მამა ზეცის, იყო შენც “სრული”

Source
https://toptemebi.wordpress.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button