Hi-Techახალი ამბებითამაშებიტექნოლოგია

Microsoft-ი აერთიანებს Xbox Game Pass-სა და Xbox Live-ს თვეში 14,99 დოლარად

Microsoft-ი გეგმავს გამოუშვას ახალი სერვისი, Xbox Game Pass Ultimate, რომელშიც გაერთიანდება Xbox Live Gold და Xbox Game Pass. Twitter-ის მომხმარებელმა h0x0d-მა პირველმა განაცხადა ახალი სერვისის შესახებ და აღნიშნა, რომ მომსახურების საფასური იქნება თვეში 14,99 დოლარი. The Verge-ის ინფორმაციით კი Microsoft-ი, დიდი ალბათობით, ხსენებულ სერვისს წარადგენს ახალ დისკის გარეშე მოქმედ Xbox One S All-Digital Edition-თან ერთად მიმდინარე თვის ბოლოს.

Xbox Game Pass-ისა და Xbox Live-ის კომბინაცია ნიშნავს იმას, რომ Xbox-ის მფლობელები დაზოგავენ თვეში დაახლოებით 5 დოლარს იმასთან შედარებით, რასაც იხდიან ორივე სერვისის ცალ-ცალკე გამოწერის შემთხვევაში – ნაცვლად 19,98 დოლარისა, ორივე სერვისს მიიღებენ 14,99 დოლარად. ეს არ არის დიდი ეკონომია, თუმცა Xbox Game Pass Ultimate მეტად მნიშვნელოვანია ახალი, დისკის გარეშე მოქმედი Xbox One S-ისთვის, რადგანაც ეს კონსოლი არ შეიცავს Blu-ray დრაივს და დიდწილად დამოკიდებულია ციფრულ ჩამოტვირთვებსა და Xbox-ის გამოსაწერ სერვისებზე.

Microsoft-ს უკვე აქვს ნაცადი, გაეერთიანებინა სერვისები და Xbox-ის აპარატურაც კი ერთი გამოწერის ქვეშ. მოკლევადიან პერიოდში კომპანიამ აამოქმედა Xbox All Access, რომელიც მომხმარებელს სთავაზობდა Xbox One X-ს, Xbox Live Gold-სა და Xbox Game Pass-ს თვეში 34,99 აშშ დოლარად. ეს იყო განსაზღვრული დროის განმავლობაში მოქმედი შემოთავაზება და იგი რეალურად ექსპერიმენტს წარმოადგენდა, რომლითაც უნდა შემოწმებულიყო სერვის-პაკეტზე მოთხოვნა.

Microsoft-ი გულმოდგინედ ახდენს Xbox Game Pass-ის რეკლამირებას. ეს არის ყოველთვიური გამოსაწერი სერვისი, რომელიც მფლობელს საშუალებას აძლევს ჰქონდეს წვდომა 100-ზე მეტ Xbox-თამაშზე. ხელმისაწვდომია აგრეთვე Xbox Game Studios-ის თამაშები, მაგალითად Sea of Thieves და Crackdown 3. კომპანიამ Xbox Game Pass-ში მცირე ხნის წინ აგრეთვე დაამატა Minecraft. Microsoft-ი ასევე მუშაობს xCloud თამაშების სტრიმინგზე, რომელიც განკუთვნილი იქნება პერსონალურ კომპიუტერებზე, კონსოლებსა და მობილურ მოწყობილობებზეც. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button