![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2021/03/თანამგზავრულ-ინტერნეტ-Starlink-ის-სიჩქარე-მიმდინარე-წელს-300-მბწამამდე-გაიზრდება.jpeg?fit=750%2C422&ssl=1)
Starlink-ის სიჩქარემ რეკორდულ 400 მბ/წმ-ს მიაღწია
მაღალსიჩქარიან ინტერნეტ Starlink-ის ტესტერებმა დააფიქსირეს სიჩქარის რეკორდული მაჩვენებელი – 400 მბ/წმ. შესაბამისი სქრინშოტები გააზიარა Reddit-ის ორმა მომხმარებელმა. რეკორდი კი დადგინდა კანადაში მცხოვრები პირის მიერ.
![image.png](http://i0.wp.com/www.overclockers.ge/uploads/monthly_2021_03/image.png.16dd26b81d051bbab39bca6d5433aeec.png?w=780&ssl=1)
მაქსიმალური სიჩქარე არ არის სტაბილური ინტერნეტის მაჩვენებელი, თუმცა შესაძლებელია Starlink-ის შესაძლებლობების შესახებ დასკვნების გაკეთება იმის გათვალისწინებით, რომ ზოგ ქვეყანაში 100 მბ/წმ-იც კი მაღალ სიჩქარედ ითვლება. მომავალში, როდესაც მეტი თანამგზავრი ამოქმედდება, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი შეძლებს მომხმარებლები სათანადო სიჩქარით უზრუნველყოს დედამიწის სხვადასხვა ნაწილში.
ამ დროისთვის SpaceX-ს გაშვებული ყავს 1325 თანამგზავრი, აქედან ექსპლუატაციაშია 1200. უახლოეს დღეებში კომპანია აპირებს კიდევ სამოცი Starlink-თანამგზავრის გაშვებას. თებერვალში ილონ მასკმა გაახმაურა წლის გეგმა – მიღწეულ იქნას სტაბილური 30 მბ/წმ სიჩქარე.
Starlink-ის სერვისებით სარგებლობს დაახლოებით 10 ათასი ადამიანი, მომხმარებლებს ბეტა-ტესტირებაში მონაწილეობა 500 აშშ დოლარი უჯდებათ (აღჭურვილობის შესაძენი თანხა), ასევე 100 აშშ დოლარი ყოველთვიური გადასახადი. აღჭურვილობის დაყენება დიდ დროს არ მოითხოვს, თანაც ინტერნეტში ხელმისაწვდომია უამრავი ინსტრუქცია.