ესე

მეამაყება რომ ვარ ადამიანი ( meamayeba rom var adamiani )

ღმერთმა მეექვსე დღეს შექმნა ადამიანი და დააკისრა მას მოვლა და ბატონობა სხვა არსებებისა, როგორც ყველაზე ძლიერს და ჭკვიანს.

ადამიანის ცხოვრება არც თუ ისე დიდი, მაგრამ თავგადასავლებით სავსე ერთი პატარა წიგნია. ცხოვრობ, როგორც ყველა ცხოვრობს, ან სრულიად განსხვავებულად. იწყებ ზრუნვას შენი მომავლისთვის და შეძლებისდაგვარად ისრულებ სურვილებს, რომელიც გქონდა, გაქვს და გექნება. ეს შეუძლია მხოლოდ ადამიანობას. რომ ყოფილიყავი მცენარე ან ცხოველი, შეძლებდი გქონოდა ისეთი სიცოცხლე, როგორიც აქვს ადამიანს? არა, რადგან შეიზღუდებოდი, ვერ მიხვიდოდი მის დონემდე და კაცობრიობისათვის სრულიად უცნობ არსებად დარჩებოდი. მაგრამ ეს მხოლოდ ცხოველებს და მცენარეებს არ ეხება, არამედ იმ ადამიანებსაც, ვის ცხოვრებას აზრი არ აქვს და ცხოვრობს ერთი დღე, აგდებული ყავს მისი თავი და თავად სიცოცხლე.

ადამიანი უნდა გაისარჯოს და ჰქონდეს უფლება, რომ ატაროს ღმერთის მიერ ბოძებული ტიტული. თითოეული კაცად ხსენებული ადამიანი უნდა ამაყობდეს, რომ არის ადამიანი.

Source
https://toptemebi.wordpress.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button