ქართული გვარები
ჟამიერაშვილი ( ქართული გვარ – სახელები )
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჟამიერა.
დიდ ენაგეთში ალექსი ჟამიერაშვილს 1874 წელს შვილი – მიხეილი მოუნათლავს. ნათლია ყოფილა თანასოფლელი გიორგი ბარათოვი.
საქართველოში 124 ჟამიერაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 75, თელავში – 31, ფოთში – 5. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით