ბიზნესისაზოგადოება

სწრაფი სესხი – მარტივი გზა თანხის მისაღებად

დღეს საქართველოში ხშირია ისეთი შემთხვევა, როცა რაიმეს შეძენა გინდათ ან უბრალოდ თანხა თქვენი სურვილისამებრ გჭირდებათ, თუმცა კონკრეტულ მომენტში ფინანსური რესურსი არ გაგაჩნიათ. ასეთ დროს შეგიძლიათ ისარგებლოთ სწრაფი სესხით და დღის ნებისმიერ მონაკვეთში მიიღოთ ფული თქვენსავე ანგარიშზე.

სწრაფი სესხის ასაღებად არ გჭირდება საბუთების მოგროვება, ზედმეტი ფორმალობები, რიგში დგომა და ა.შ. მარტივი პროცედურის გავლა შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტის საშუალებით. თქვენ ავსებთ ბლანკს, სადაც შეგყავთ სხვადასხვა სახის მონაცემები. სესხის დამტკიცების შემდეგ კი თანხას რამდენიმე წუთში უკვე ანგარიშზე მიიღებთ.

რა არის სწრაფი სესხის მთავარი უპირატესობები?

უკვე ვახსენეთ, რომ პროცედურა ძალიან მარტივია. ამასთან ერთად, მისი მთავარი უპირატესობებია სისწრაფე და მოქნილობა. არის შემთხვევები, როცა კონკრეტულ ვადაში ვალდებულებით დაკისრებულ თანხას ვერ ფარავთ, ამიტომ მომხმარებელს აქვს საშუალება, რომ გადახდის თარიღი გადაავადოს და თანხა მოგვიანებით შეიტანოს ანგარიშზე.

მომხმარებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ სესხის არდაფარვის შემთხვევაში, ჯარიმის დაკისრება მოხდება, რაც თავის მხრივ, საკრედიტო ისტორიაზე უარყოფითად მოქმედევს.

როგორ უნდა აიღოთ სწრაფი სესხი?

  • იმისათვის, რომ სწრაფი სესხი მიიღოთ, რეგისტრირდებით იმ კრედიტორი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე, რომელზეც გააკეთეთ არჩევანი და გინდათ, რომ იქიდან მიიღოთ სესხი. საიტზე იქნება სპეციალური ბლანკი, რომელიც უნდა შეავსოთ;
  • აუცილებლად შეავსეთ ველები ყურადღებით, რადგან შეცდომის დაშვების შემთხვევაში, შესაძლოა, რაიმე სახის გაუგებრობა მოხდეს და თანხა ვერ მიიღოთ;
  • კრედიტორი კომპანიების დიდი ნაწილი თქვენი საბანკო ანგარიშიდან სიმბოლური 1 თეთრის ჩარიცხვას მოგთხობთ, რადგან ვერიფიკაცია გაიაროთ;
  • ზემოთ ჩამოთვლილი ეტაპების გავლის შემდეგ, მიიღებთ პასუხს და გაიგებთ, დაგიმტკიცდათ თუ არა სესხი;
  • სესხის დამტკიცების შემთხვევაში, კონკრეტული თანხა დაგიჯდებათ ბანკის იმ ანგარიშზე, რომელიც თქვენ გაქვთ მითითებული.

რა უნდა გაითვალისწინოთ სწრაფი სესხით სარგებლობის წინ?

როცა საქმე ფინანსებთან გვაქვს, ყოველთვის საჭიროა ყურადღება, სწორედ ამიტომ სწრაფი სესხით სარგებლობის წინ უნდა გაითვალისწინოთ:

  • სესხის მიზნობრიობა – დარწმუნდით იმაში, რომ სესხი ნამდვილად გჭირდებათ. სწრაფი სესხი კარგი გამოსავალია მაშინ, როცა თანხა უახლოეს ხანებში გჭირდებათ;
  • სესხის ტიპი – როცა დიდი რაოდენობის თანხა არ გჭირდებათ, სწრაფი სესხი სწორედ ასეთ დროსაა ყველაზე რელევანტური. თუმცა, თუ დიდი ოდენობის თანხა გესაჭიროებათ, დაფიქრდით, შესაძლოა ავტო სესხი უკეთესი გამოსავალი იყოს;
  • გაეცანით პირობებს – კარგად გაეცანით იმ პირობებს, რომლებსაც საკრედიტო კომპანიები გთავაზობენ. წაიკითხეთ, რა წერია ხელშეკრულებაში. ხშირად მომხმარებლები დროის დაზოგვის მიზნით, ამას თავს არიდებენ;
  • ჯარიმის ოდენობა – სანამ სესხს აიღებთ, გაარკვიეთ, რა ოდენობას შეადგენს ჯარიმა. შესაძლოა, მოხდეს რაიმე გაუთვალისწინებელი და ჯარიმა დაგეკისროთ, ამისათვის კი მზად უნდა იყოთ.

სესხის ასაღებად გავლილი საჭირო პროცედურების წარმატებით დასრულების შემდეგ, იღებთ თანხას, რომელსაც თქვენი სურვილისამებრ გამოიყენებთ. შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერი რამ – ტელეფონები, აუზები, ტელევიზორები და ა.შ.

ხშირად მომხმარებელს არჩევანის გაკეთება უჭირს. ასეთ სიტუაციაში, შეგიძლიათ ისარგებლოთ Finpanda-თი. ვებ-გვერდზე დეტალურად გაეცნობით კომპანიების შემოთავაზებებსა და პირობებს, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი გაიმარტივოთ.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button