მოთხრობა

კახაბერ ჯაყელი მათემატიკაზე

                                                                 (ნამდვილი ამბავი)

მოვდივარ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე,  ჩემი უმცროსი შვილი თიკო უნდა გამოვიყვანო ინგლისურიდან და წავიყვანო მათემატიკაზე .   უეცრად რეკავს ტელეფონი , მანქანას ცოტა ვანელებ და ხმამაღლა სასაუბრო ღილაკს ვაჭერ ხელს:

  • გისმენთ!
  • ბატონ კახაბერ ჯაყელს ვესაუბრები ? – მეკითხება სასიამოვნო ხმით გოგონა
  • დიახ მე ვარ, თქვენ რომელი ხართ ?
  • გირეკავთ საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიიდან , თქვენ დაპატიჟებული ხართ საქართველოს პრეზიდენტთან სადილზე – მეუბნება გოგონა.
  • რომელი ხარ ეხლა ნაღდად თქვი ? – ვამბობ  გაოცებული.
  • მართალს გეუბნებით! მობრძანდით საქართველოს პრეზიდენტის კანცელარიაში, სადილზე, გპატიჟებთ საქართველოს პრეზიდენტი ! – ხმა ეცვლება გოგონას.  
  • უღრმესი მადლობა , მაგრამ როდის? – ვკითხულობ გაკვირვებული.
  • ეხლავე ერთ საათში – მეუბნება გოგონა და მარწმუნებს, რომ მოწვევა სერიოზულია და არაფერ გათამაშებას არ აქვს ადგილი.
  • ოკ – ვპასუხობ მე და მივდივარ თიკოს ინგლისურის მასწავლებელთან, სადარბაზოსთან ველოდები ჩემი შვილის გამოჩენას და ვფიქრობ გაკვირვებული დღევანდელ მოპატიჟებაზე. აი თიკოც ჩამორბის გახარებული სახით !
  • წავედით მამა მათემატიკაზე – ამბობს თიკო !
  • მამი, იცი სად მივდივართ ეხლა… ? – ვცდილობ დავიყოლიო თიკო და ხმას იდუმალებას ვაძლევ, მაგრამ თიკო მკაცრად მიყურებს.
  • თიკო შვილო, ეხლა დამირეკა საქართველოს პრეზიდენტმა, დაპატიჟებულები ვართ მის სასახლეში – ვეუბნები მე ბავშვს, მაგრამ თიკო შუბლს მიჭმუხნის და მპასუხობს :
  • მათემატიკის მასწავლებელი მელოდება ერთ საათში, მანამდე სახლში რომ არ შევირბინო ბებია გადაირევა ხომ იცი ! ეხლავე წავედით სახლში , უნდა ვისადილო და შემდეგ მიგყავარ მათემატიკაზე! ..მამა! – მკაცრად აცხადებს თიკო.
  • რა სახლში, წამო პრეზიდენტთან ვისადილოთ – ვამბობ მე და ვხედავ რომ თიკოს ძალიან გაბრაზებული თვალები აქვს!
  • მამა წამიყვანე სახლში და შემდეგ მათემატიკაზე – ურყევია თიკო . მაგრამ მე მაინც ვატრიალებ მანქანას .

მანქანას კანცელარიის წინ ვაჩერებ , პატარა თიკოს ხელს მაჯაზე ვკიდებ და ლამის ძალით მიმყავს შესასვლელისაკენ.

  • გამარჯობათ , პრეზიდენტთან ვარ დაპატიჟებული სადილზე – ვეუბნები შუშის კაბინაში მჯდომ გოგონას.
  • თქვენი გვარი , სახელი…. დიახ არის მოასწვევი , ჯაყელზე , ეს გოგონა თქვენი შვილია?  კარგით შემოიყვანეთ – მეუბნება ქალბატონი და კანცელარიაში შევდივართ .
  • „მამა მათემატიკა“! ამბობს თიკო ზურგს უკან, მაგრამ უკვე პრეზიდენტის სასახლის შესასვლელთან ვდგავართ .

კარები იღება და მოსჩანს მაღალი , ცისფერ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი , მხიარულ ხასიათზე მყოფი საქართველოს პრეზიდენტი , რომელსაც ორმოციოდე უცხოელი შემოხვევია გარშემო . ეს უცხოელები რატომღაც ძალიან დაბლები მოსჩანან , მათ შორის პრეზიდენტი აიანტს , ან არვიდას საბონისს წააგავს . უეცრად ის მე მიყურებს და ხელებს შლის !

  • კახა , რა შორს დგახარ , მოდით ახლოს  – გვსაყვედურობს მიშა და უეცრად მეც ხელებ გაშლილი მიშასკენ მივდივარ . ემოციას დიდი ძალა აქვს! პრეზიდენტი მეხვევა და მხრებზე ხელს მადებს გაღიმებული!
  • დიდი მადლობა დაპატიჟებისათვი ბატონო პრეზიდენტო! – ცოტა დაბნეული ვამბობ მე.

ამ დროს თიკო ჩურჩულით მეუბნება – „მათემატიკაზე დამაგვიანდება მამა…“!!!.

ეს ვინ არის ? – კითხულობს მიშა პრეზიდენტი.

ჩემი ზურს უკან პატარა თიკო იყურება , მას საოცრად გაბრაზებული სახე აქვს, თვალებს ხან მე მომაპყრობს და ხანაც მიშას ახედავს. მინდა შვილს ვკითხო ეს კაცი აბა სად გინახავსთქო, მაგრამ პრეზიდენტის თვალწინ ვერ ვბედავ.

  • ეს ჩემი შვილია , სახელად თიკო! – ვამბობ მე.
  • რომელ სკოლაში დადის ? – კითხულობს პრეზიდენტი .
  • დემირელის სკოლაში ვსწავლობ – გათამამდა თიკო და პრეზიდენტი იბადრება .
  • დემირელის სკოლა ძალიან კარგია , ყოჩაღ . ყოჩაღ ! მობრძანდით თიკო – გვეუბნება მიშა და ვერანდაზე გაშლილ ტერასაზე გამორჩეულ ადგილას მოგვიძებნის სავარძელს.  გრძელ, ნუგბარებით სავსე სუფრასთან ვჯდებით და ვუსმენთ პრეზიდენტს.

პრეზიდენტი ძალიან გახარებულია! ის უცხოელებს ეკონომიკაზე ესაუბრება . მე მის საუბარს ვუსმენ ცოტა გაკვირვებული, რადგანაც მიშა ასე ღრმად თუ იცნობდა ეკონომიკას, ვერც დავიჯერებდი. საუბარში იგი განიხილავს მილტონ ფრიდმანის თეორიებს, თავისუფალ ეკონომიკას და ფრიდრიხ ფონ ჰაიეკს , ავსტრიის ეკონომიკის სკოლას. უცხოელები მას კითხვებს უსვამენ და მიშა ისე ისტატურად პასუხობს გეგონება მაკროეკონომიკის პროფესორია ჩამოსული ჰარვარდის უნივერსიტეტიდანო.

შემდეგ საუბარი მარკეტინგზე გადადის . მიშა მარკეტინგს ბრწყინვალედ იცნობს და იმდენ საინტერესო რამეს ჰყვება, რომ აღფრთოვანებას ვერ მალავენ მასთან მისული სტუმრები და მეც მათთან ერთად !

ამ დროს მესმის თიკოს ხმა – „მამა მათემატიკაზე მაგვიანდება წამიყვანე ეხლავე “

ვაჩუმებ თიკოს და ვუსმენ პრეზიდენტის საოცარ მონოლოგს ეკონომიკასა და მარკეტინგზე, რეფორმებზე და პოლიტიკაზე!  მაგრამ როგორც ჩანს დემირელის სკოლის მოსწავლე ძალიან პრინციპულია !

„წავედით, ეხლავე მამა“ – ითხოვს თიკო.

„ეხლა ვერ ავდგები და ვერ გავალ აქედან “ – ვეჩურჩულები თიკოს ის კი თავს კატეგორიულად აქნევს და მოითხოვს მატემატიკაზე წასვლას.

ამ საუბარში კიდევ კარგი , პრეზდენტი უეცრად ფეხზე წამოიჭრება და სტუმრებს ბოდიშს უხდის და მიშასთვის დამახასიათებელი გრძელი ენერგიული ნაბიჯებით სასახლისაკენ მიდის!

  • მამა,  მამა აი დროა წავედით ამბობს თიკო, მე ვდგები , ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას და თიკოსთან ერთად გავრბივარ გასასვლელისაკენ.

„რა ხდება სად გარბიხართ? “ – მეკითხება გრძელი დერეფნის ბოლოს მდგომი სასახლის მცველი გვარდიელი .

„მათემატიკაზე …“ – ეუბნება პასუხად გვარდიელს თიკო !

კახაბერ ჯაყელი 2022 წელი 7 მაისი

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button