ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Facebook კრიპტოვალუტა Libra-ს იანვარში გამოუშვებს

Facebook-ის მიერ შემუშავებული ციფრული ვალუტა Libra- ს შესახებ ახალი ინფორმაცია გამოჩნდა ინტერნეტში. Financial Times-ის თანახმად, იგი შესაძლოა გამოუშვან 2021 წლის იანვარში.

ციფრული ვალუტის გამოშვებით დაკავდება შვეიცარიაში, ჟენევაში დაფუძნებული ორგანიზაცია Libra Association, წერს Financial Times ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროზე დაყრდნობით. მან განაცხადა, რომ პროექტი ბევრად შემოკლებული იქნება იმასთან შედარებით, რაც თავდაპირველად დაიგეგმა მიმდინარე წლის აპრილში. ეს გამოწვეულია კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების აუცილებლობით, აგრეთვე მთელი რიგი ქვეყნის პოლიტიკოსისა და მარეგულირებელი ორგანოს მხრიდან წამოსული კრიტიკით.

Libra Association-ში შემავალი 27 წევრიდან ერთ-ერთია Facebook, რომელიც ცდილობდა მიეღწია შვეიცარიის ფინანსური ბაზრის ზედამხედველობის ორგანოს (FINMA) დასტურისთვის ისეთი Stablecoin-ების სერიის გამოშვების შესახებ, რომლებიც მხარდაჭერილი იქნებოდა ცალკეული ტრადიციული ვალუტებით, აგრეთვე გეგმაში იყო გამოსულიყო ტოკენი Stablecoin-ის ბაზაზე, რომელიც ვალუტაზე იქნებოდა მიბმული.

ამჟამად კი იგეგმება მხოლოდ ერთი ვირტუალური ვალუტის გამოშვება, რომლის კურსი დაკავშირებული იქნება დოლართან. სხვა ვალუტებთან დაკავშირებული ტოკენები, აგრეთვე მულტისავალუტო ტოკენები მოგვიანებით გამოვა.

FINMA-ს კომენტარი არ გაუკეთებია სიტუაციის შესახებ, თუმცა აპრილში მან დაადასტურა Libra Association-ის განაცხადის მიღება საგადახდო მომსახურების ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებით.

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button