პოეზია
გოგი ნარეკლიშვილი მწვნეში ჩაფლულს შევხვდი დრევაბოგს
მწვნეში ჩაფლულს შევხვდი დრევაბოგს
აღარ სდიოდათ ფიჭვებს ცრემლები
ტყის მოჩვენება ცეკვავს და ლაღობს
ფლეიტას უკრავს გაუჩერებლივ
მე ეს არსება მიპყრობს მთლიანად
მიტყუებს როკვით ზღაპრულ მხარეში
რომ მომიშუშდეს ყველა იარა
გაფოთლილ ხეებს მივუალერესებ
მიწაზე ხატად კვლავ იჩრდილება
ამორძალბის უცხო კუნძული
ციურმა ძალამ ასე ინება
და გადმოლახა მთვარემ უფსკრული
აქცე პატარა ჩამოდის ღელე
მოედინება წყარო რაკრაკით
რამდენი ღამე აქ გავათენე
და ავუყევი ბილიკს დაკლაკნილს.