ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – ასურა ოცუცუკი

ასურა ოცუცუკი (大筒木アシュラ, ოცუცუკი აშურა) ჰაგორომო ოცუცუკის უმცროსი ვაჟი იყო, რომლისგანაც სენჯუსა და უზუმაკის კლანები წარმოიშვა

ისტორია
მთელი ბავშვობა ასურამ თავისი გენიოსი ძმის – ინდრას ჩრდილში გაატარა, რადგან იგი არავითარ ნიჭს არ ამჟღავნებდა. თანდათანობით, დიდი გარჯითა და სხვათა თანადგომით ასურა გაძლიერდა[2] და მისი ძალა ინდრას ძლიერებას გაუტოლდა.

სიკვდილის წინ ჰაგორომომ თავისი ოცნება მსოფლიო მშვიდობაზე ასურას უანდერძა და ის ნინშუს ლიდერად დაასახელა. ინდრას მიაჩნდა, რომ მემკვიდრე თავად უნდა ყოფილიყო და ძმას დაუპირისპირდა. ნინშუს მემკვიდრის ტიტულისათვის ბრძოლა მათი სიკვდილით არ დასრულებულა – ის მათმა შთამომავლებმა გააგრძელეს. ინდრას მემკვიდრეები უჩიჰას კლანის წევრები იყვნენ, რომლებიც ასურას მემკვიდრეებს ანუ სენჯუს კლანის წევრებს ებრძოდნენ, თუმცა არავინ იცოდა, თუ საიდან გაჩნდა მათ შორის სიძულვილი.[3]

ხასიათი
ასურას სჯეროდა, რომ მშვიდობის გასაღებს სიყვარული წარმოადგენდა და მამა ძალიან უყვარდა.[3] მიუხედავად იმისა, რომ იგი განთქმული ექვსი გზის განდეგილის შვილი იყო, ასურას თანდაყოლილი ნიჭი არ ჰქონდა. საკუთარი ძალა მან დაუღალავი შრომით გააღვიძა მას შემდეგ, რაც ადამიანებზე ზრუნვა ისწავლა და გუნდური მუშაობის ფასი გაიგო, რის გამოც იგი ჰაგორომოს ნინშუს მემკვიდრე გახდა.

გარეგნობა
ასურას მოკლე, ყავისფერი თმა ჰქონდა. ის ატარებდა ღია ფერის კიმონოს, რომელიც საყელოს გარშემო მაგატამათი იყო მორთული, და შავ ქამარს. მისი დანარჩენი სამოსელიც შავი ფერისა იყო.

შესაძლებლობები
ინდრასგან განსხვავებით, ასურა ბავშვობაში ძალიან უნიჭო იყო. იგი ინტენსიური ვარჯიშითა და მეგობრების მხარდაჭერით გაძლიერდა, რამაც მას დიდი სიცოცხლისუნარიანობა და ჩაკრას უზარმაზარი მარაგი შემატა. მოგვიანებით, ის თავისი ერთგული ამხანაგების ლიდერი გახდა, ჰაგორომოს ძალის მიღების შემდეგ კი მან ინ-იანის გამოშვება შეიძინა.

ასურას საბრძოლო ავტარი

ბრძოლაში ასურა სამთავა და ექვსხელა ავატარში იყო მოთავსებული, რომელსაც ხელებში რამდენიმე შავი სფერო ეჭირა და რომელიც ღირსეულ მეტოქეობას უწევდა ინდრას სრულყოფილ სუსანოოს.[4] ის ასევე იყენებდა ხმალსა და შაკუჯოს.

მემკვიდრეობა
ჰაგორომომ აღნიშნა, რომ ასურას სხეულის განადგურების მიუხედავად, მისმა ჩაკრამ რეინკარნაცია განიცადა იმ შინობებში, რომლებსაც მისი ნებისყოფა მემკვიდრობით გადაეცათ. ასურას ცნობილი რეინკარნაციებია ნარუტო უზუმაკი და ჰაშირამა სენჯუ.

ასურას იდეალმა ჰაგორომოს მსოფლიოსათვის ახალი პერსპექტივა დაანახა. ყოველი საგნის შექმნით მან ათკუდიანის ჩაკრასგან ცხრა კუდიანი ურჩხული შექმნა და მათ სახელები უბოძა იმ იმედით, რომ ერთ დღეს ისინი ერთ არსებად გაერთიანდებოდნენ და მათ ვიღაც ნამდვილი ძალის მნიშვნელობას უჩვენებდა. საუკუნეების შემდეგ კუდიანი ურჩხულები მიხვდნენ, რომ ჰაგორომო ნარუტოს გულისხმობდა.

შავი ზეცუს თქმით, ასურას და ინდრას რეინკარნაციები მხარდამხარ იშვიათად იბრძვიან. ამ მხრივ ნარუტო და სასკე გამონაკლისები არიან. ასურას რეინკარნაციამ – ნარუტომ შეძლო ის, რაც ვერ შეძლეს მისმა წინამორბედებმა, კერძოდ, გადამწყვეტ ბრძოლაში ინდრას მემკვიდრის – სასკე უჩიჰას დამარცხებით მან ბოლო მოუღო შუღლს დაპირისპირებულ მხარეთა შორის.

წვრილმანები
მტრობა ინდრასა და ასურას შორის ბუდისტურ და ინდუისტურ რელიგიებს ეფუძნება, სადაც ღმერთები, ინდრას მეთაურობით, გამუდმებით ებრძვიან ასურებს.
ასურას საბრძოლო ავატარი მისსავე სახელს ატარებს. ასურებს ანუ ექვსხელა და სამსახიან მებრძოლ არსებებს წააგავს აგრეთვე რინნეგანის ასურას გზა.
ჰაშირამა სენჯუს „ცეცხლის ნებისყოფა“, სავარაუდოდ, ასურას მრწამსისგან წარმოიშვა, რომლის თანახმად მშვიდობის გასაღები სიყვარულია. მისგან განსხვავებით, ინდრას შთამომავლებს მემკვიდრეობით „სიძულვილის წყევლა“ ერგოთ.
მამამისის მსგავსად, ასურა ბრძოლაში შაკუჯოს იყენებდა, ამიტომ ეს იარაღი შესაძლოა სიყვარულისა და მშვიდობის სიმბოლოდ იქნეს მიჩნეული, ინდრას მახვილი კი – ძალაუფლების წყურვილის სიმბოლოდ.
კუდიანი ურჩხულის რეჟიმში ყოფნისას ჩრდილის კლონებისა და ექვსი გზის განდეგილის ტექნიკის გამოყენებით ნარუტომ სამი ავატარის გაერთიანება მოახერხა, რითაც მან ასურას ავატარის მსგავსი სამთავა და ექვსხელა ავატარი შექმნა.

Source
https://naruto.fandom.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button