ახალი ამბებიტექნოლოგია

HP მალე წარადგენს ვირტუალური რეალობის ჰედსეტს – Reverb G2

კომპანია HP-მ გამოუშვა თიზერ-ვიდეორგოლი, რომელშიც ნათქვამია, რომ ახლოვდება მომდევნო თაობის Reverb VR-ჰედსეტის ანონსი. ხსენებული ჰედსეტი შექმნილია Valve-სა და Microsoft-ის მხარდაჭერით.

HP-სა და Steam-ის ვებ-გვერდებზე ნათქვამია, რომ ახალი მოწყობილობა, სახელად Reverb G2 იქნება „უფრო მიმზიდველი, მოსახერხებელი და მეტად თავსებადი“ წინა თაობის მოდელთან შედარებით. აგრეთვე მითითებულია, რომ ჰედსეტი ახალი სტანდარტი გახდება ვირტუალური რეალობის მოწყობილობებში. თავის მხრივ HP ელექტრონულ შეტყობინებაში მას მოიხსენიებს „უკომპრომისო VR-ჰედსეტად“. მტკიცება ახალ სტანდარტსა და უკომპრომისობაზე გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ საუბარი ეხება high-end მოწყობილობას, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნება პროფესიონალური საჭიროებებისთვის.

Reverb-ის წინა მოდელის წარდგენა შედგა გასული წლის მარტში. კონკურენტებისგან მისი მთავარი განმასხვავებელი მახასიათებელია 2.9-დუიმიანი დისპლეები, რომელთა გაფართოება 2160 × 2160 პიქსელს შეადგენს.

Source
https://www.overclockers.ge/

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button