ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Mastercard-ის აღმასრულებელი დირექტორი: Bitcoin-ის არასტაბილურობა ხალხს აშინებს

საგადახდო სისტემა MasterCard აპირებს მთელ მსოფლიოში მილიარდობით ადამიანს დაეხმაროს საბანკო სერვისებთან წვდომის მიღებაში, თუმცა Bitcoin-ი და სხვა კრიპტოვალუტები ამას ხელს არ უწყობენ. ამგვარი აზრი გამოთქვა MasterCard-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Ajay Banga-მ. 

„კრიპტოვალუტების არასტაბილურობა – არ არის ხალხის ფინანსური მომსახურებისაგან განთავისუფლების გზა, ეს არის მათი შეშინების გზა”, – განაცხადა მან. 

Ajay Banga-მ კრიპტოვალუტებს დაუპირისპირა  ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტები (CBDC) და განაცხადა, რომ სჯერა მათი პერსპექტივის. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც MasterCard-ის ხელმძღვანელი კრიპტოვალუტებს აკრიტიკებს. 2017 წელს მან მათ „სრული ნაგავი“ უწოდა და აღნიშნა, რომ კომპანია მზად იქნება კრიპტოვალუტასთან ადაპტაციისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი ემიტირებული იქნება სახელმწიფოს მიერ.  

გასული წლის ოქტომბერში Mastercard გავიდა პროექტ Libra-დან. Mastercard Asia Pacific-ის პრეზიდენტმა არი სარკერმა ამ გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად დაასახელა ციფრული ვალუტის გარკვეული შეუსაბამობა საანგარიშსწორებო რეგულირების საბაზისო ნორმებთან. მოგვიანებით Ajay Banga-მ აღნიშნა, რომ მიზეზი იყო არა მხოლოდ რეგულირებასთან დაკავშირებული სირთულეები, არამედ შეშფოთება ბიზნეს-მოდელის დაცვასთან დაკავშირებით.  

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button