ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Bitcoin-ის ჰეშრეითის შემცირებამ ბლოკის მოპოვების სიჩქარე 60%-ით შეამცირა

Bitcoin-ის ფასის მკვეთრმა ვარდნამ მაინერები აიძულა აღჭურვილობის ნაწილი გაეთიშათ, რამაც გამოიწვია ახალი ბლოკის აღმოჩენისთვის საჭირო საშუალო დროის ზრდა. ამგვარ მონაცემებს გვიზიარებს TokenAnalyst-ის წამყვანი მკვლევარი Ankit Chiplunkar. 

კრიპტოვალუტის ქსელის ჰეშრეითი 12 მარტს Bitcoin-ის კოტირების შემცირების ფონზე შემცირდა დაახლოებით 30%-ით და ჩამოვიდა 97,9 EH/s-მდე. 20 მარტისთვის მაჩვენებელი 82,28 EH/s მაჩვენებლამდე შემცირდა. ვარდნამ აჩვენა, რომ მაინერები თიშავენ აღჭურვილობას, რათა ზარალში არ მოყვნენ. 

Chiplunkar-მა აღნიშნა, რომ მაინერების შემოსავალზე გავლენას ახდენს არა მარტო Bitcoin-ის კოტირების შემცირება დოლარში გათვლით, არამედ ბლოკის ძიებისთვის საჭირო დროის ზრდა.  

ქსელის ალგორითმში გათვალისწინებულია, რომ ახალი ბლოკი საშუალოდ ყოველ 10 წუთში ემატება, თუმცა მარტის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 9 წუთზე ნაკლები იყო, 12-19 რიცხვისთვის კი 12-14 წუთამდე ავიდა. 

მკვლევარმა აღნიშნა, რომ ბლოკის ძიების ტემპის შემცირებამ შესაძლოა ჰალვინგის ვადა შეცვალოს. ამასთან, ბლოკზე ჯილდოს 12.5 BTC-დან 6.75 BTC-მდე შემცირება დამატებით გავლენას იქონიებს მაინინგის შემოსავლიანობაზე. ბლოკის მოპოვების სიჩქარის მაჩვენებელი CoinMetrics-ის სპეციალისტების აზრით 13%-მდე დაეცემა. 

Bitcoin-ანალიტიკოსი, მეტსახელით Ceteris Paribus ადასტურებს TokenAnalyst-ის დასკვნებს და თვლის, რომ 10-20 მარტის პერიოდში ბლოკის დამატების საშუალო დრო შეადგენდა 11.9 წუთს – გაანგარიშებული 10 წუთის ნაცვლად. მაინერებმა ამ პერიოდში მოიპოვეს 16 650 BTC დაგეგმილი 19 800 BTC-ის ნაცვლად. 

MinerUpdate-ის კვლევის თანახმად მოსალოდნელი ჰალვინგი სერიოზული სტრესი იქნება მაინერებისთვის და გამოიწვევს დიდი მოთამაშეების მიერ შესაძლებლობების კონსოლიდაციას. 

Source
https://www.overclockers.ge/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button