ახალი ამბებიინტერნეტი / სოც მედია

Instagram-ი გამოყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა აღწეროს ფოტოები მხედველობადაქვეითებული ადამიანებისთვის

Instagram-ი უშვებს ახალ ფუნქციას, რომელიც გაუადვილებს სოციალური ქსელის მოხმარებას იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები. ეს ფუნქცია მომხამრებლებს მისცემს საშუალებას, მოისმინონ ფოტოზე ასახულის აღწერა. აღწერის დამატება თავისთავად შეეძლება ყველას. 

ხმოვანი აღწერის სისტემა, რომელიც ცნობილია, როგორც „alt text“ –  უკვე ფართოდ გამოიყენება, ამჯერად კი მას Instagram-ზე ვიხილავთ. ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება დაამატოს საკუთარი აღწერა ფოტოებს, რათა სხვა მომხმარებლებმა მოისმინონ იგი სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში.  

თუკი კონკრეტული ფოტო წარმოდგენილი იქნება აღწერის გარეშე, Instagram-ის პროგრამა ხელოვნური ინტელექტით არკვევს, თუ რა არის გამოსახული ფოტოზე და ავტომატურად გადმოსცემს ფოტოზე ასახული ობიექტებისა და შინაარსის აღწერას. ტექსტური აღწერის სანახავად მომხმარებელი უნდა გადავიდეს ფოტოს “advanced settings”-ში. ახალი ფუნქცია გაამარტივებს Instagram-ის მოხმარებას მხედველობადაქვეითებული ადამიანებისთვის. 

ლინკზე იხილავთ სადემონსტრაციო ვიდეოს, თუ როგორ მუშაობს ხმოვანი აღწერის სისტემა ზოგადი გამოყენებისას: https://www.youtube.com/watch?v=pFWIaLgF3oo 

Source
www.overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button