სპორტიფეხბურთი

ზიდანი:„„ბარსელონასთან“ ბრძოლა გრძელდება“

ზინედინ ზიდანმა „გრანადასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა…

„გვსურს, მთელი ჩვენი ენერგია ხვალინდელ დაპირისპირებაში ჩავდოთ და 3 ქულა მოვიპოვოთ. ბიჭებს ვუთხარი, რომ მომდევნო კვირა გადამწყვეტია, ჩვენ 3 ფინალი დაგვრჩა და ყველა უნდა მოვიგოთ.“

„„ბარსელონა“ ჩემპიონი გახდება, თუ 38-ე ტურის თავზე ჩვენზე მეტი ქულა ექნება. ჯერ არაფერი დასრულებულა, ამიტომ არ უნდა მოვდუნდეთ.“

„ბედნიერი ვარ ტიბო კურტუას გამოსვლით, ბელგიელი ძალიან ხშირად ახერხებს კარის მშრალად შენახვას, რაც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.“

„ერთადერთი, რაზეც ახლა ვფიქრობ „გრანადასთან“ გამარჯვებაა. ჩვენ ურთულესი მატჩები გველის წინ, მაგრამ მზად ვართ, ყველა გამოწვევას სათანადოდ ვუპასუხოთ.“

„აზარი ჩვენთან ერთად არის. ჯერ არ შემიძლია გითხრათ, ითამაშებს თუ არა ედენი სასტარტო შემადგენლობაში.“

„აღებულ გეზს არ უნდა გადავუხვიოთ, 8 ფინალის მოგება ურთულესი იყო, თუმცა გეგმას ვასრულებთ.“

„„რეალი“ ბევრ გოლს იტანდა, თუმცა ჩემპიონი ვერ ხდებოდა და მაშინაც კრიტიკა ისმოდა. ახლა მე ნამდვილად ვერ მოვუსმენ კრიტიკოსებს, რადგან სხვა საქმე მაქვს. დიახ, ამ სეზონში ბევრი არ გაგვიტანია, მაგრამ ცოტა გავუშვით და საბოლოო ჯამში ჩემპიონატის ღირსეული ლიდერები ვართ.“

„გრეგორი დიუპონი ძალიან მაღალკვალიფიციური მწვრთნელია, ის უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს.“

„ახლა ნამდვილად არ ვფიქრობ „სიტიზე“, ვინაიდან ამაზე ფიქრს ლა ლიგის დასრულების შემდეგ დავიწყებთ.“

„ხამესი? კოლუმბიელს იუბილეს ვულოცავ.“

„მენდისგან აბსოლუტურად არაფერი მიკვირს. ფრანგი მოთამაშე კლუბმა ჩემი თხოვნით იყიდა. ვიცოდი, რომ ფერლანს ძალიან ბევრი შეეძლო, ის ყველა მატჩში ამტკიცებს საკუთარ კლასს.“

„არბიტრებზე საუბარს ნამდვილად არ ვაპირებ. არ მესმის ადამიანების, რომლებიც უსაფუძვლოდ საუბრობენ.“

„ზეწოლის გარეშე შედეგების მიღწევა შეუძლებელია, ჩვენ მოდუნებას არ ვაპირებთ.“

Source
http://halamadrid.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button