![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/07/ანალიტიკოსები-ასახელებენ-სამ-Altcoin-ს-რომლებსაც-აქტიურად-ყიდულობენ-კრიპტო-ვეშაპები.jpeg?fit=800%2C459&ssl=1)
ანალიტიკოსები ასახელებენ სამ Altcoin-ს, რომლებსაც აქტიურად ყიდულობენ კრიპტო-ვეშაპები
ანალიტიკურმა კომპანია Santiment-მა შეისწავლა უმსხვილესი არასაბირჟო საფულეების ტოკენების მოცულობა და მივიდა დასკვნამდე, რომ კრიპტო-ვეშაპები აქტიურად ყიდულობენ სამ Altcoin-ს: Aave (LEND), Ren (REN) და 0x (ZRX).
კრიპტო-ვეშაპების აქტივობის გამოსაკვლევად Santiment-მა საკუთარი საზომი გამოიყენა. რამდენიმე კვირის წინ კომპანიამ წარადგინა გრაფიკი, რომელზეც წარმოდგენილია ზემოთხსენებული ტოკენების უმსხვილესი მფლობელების წილის ზრდა.
![image.jpeg](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/07/image.thumb_.jpeg.382eebd29e443b41279f79da82d7a557.jpeg?w=780&ssl=1)
წყარო: Santiment
Sentiment-ის გრაფიკის გამოქვეყნების დროს LEND გაძვირდა 130%-ით, REN – 120%-ით, ZRX კი – 10%-ით. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მოცემული საზომი საბაზრო ღირებულების პოტენციური ზრდის სანდო ინდიკატორია. ეს აიხსნება იმით, რომ კრიპტოვალუტების ბაზარი კვლავ დამოკიდებულია სხვადასხვა კრიპტოვალუტის მსხვილ მფლობელებზე.
![image.jpeg](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/07/image.jpeg.ecbb6ca06b179131afd58d6214fd5975.jpeg?w=780&ssl=1)
ანალიტიკოსებმა დაასახელეს კიდევ ერთი ტოკენი, რომელიც პოპულარობით სარგებლობს კრიპტო-ვეშაპებში, ეს არის aelf (ELF). Santiment-ის საზომის თანახმად, უმსხვილეს არასაბირჟო საფულეებში ივნისის დასაწყისიდან აქტიურად დაიწყო ტოკენის მარაგების დაგროვება.
გასულ კვირას დღე-ღამის განმავლობაში კრიპტო-ვეშაპებმა Binance-იდან 125 მლნ აშშ დოლარი გაიტანეს. მანამდე კი Grayscale-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ BTC-ის მსხვილი მფლობელების რიცხვი 2017 წლის აღმასვლის დონემდე გაიზარდა.