ახალი ამბებიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიინტერნეტი / სოც მედია

Facebook-ი 50 თანამშრომელს მოიზიდავს პროექტ Libra-ს განვითარებისთვის

Facebook გეგმავს წლის ბოლომდე მოიწვიოს 50 სპეციალისტი, რათა გაგრძელდეს მუშაობა Stablecoin Libra-ზე.

„ჩვენ აქტიურად ვქირაობთ ექსპერტებს თაღლითობასთან ბრძოლის სფეროდან, პერსონალის მართვისა და მომხმარებლების მომსახურების სეგმენტიდან“ – ეს აუცილებელი ფუნქციები ჩამოთვალა ლორა მორგან უოლშმა, რომელიც გახლავთ პროექტ Libra-ს საფულე Calibra-ს საოპერაციო განყოფილების ხელმძღვანელი.

ვაკანსიების ნაწილი უკვე შეივსო რეკრუტინგული სააგენტოების ვებ-გვერდებზე. Facebook-ის ბლოკჩეინ-განყოფილების თავმჯდომარემ დევიდ მარკუსმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ პროექტი 2020 წელს ამოქმედდება. ამჟამად ირლანდიაში Facebook-სა და მის შვილობილ ორგანიზაციაზე 5 ათასი ადამიანი მუშაობს.

გასულ კვირაში Facebook-ის ციფრული ვალუტა Libra-ს პროექტმა უარი განაცხადა ერთიანი გლობალური ციფრული ვალუტის შექმნაზე, რომელიც უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო ეროვნული ფიატური ფულით.

განახლებულ white paper-ში მითითებულია, რომ Libra Association გეგმავს რამდენიმე Stablecoin-ის შემუშავებას, რომელთაგან თითოეული დაკავშირებული იქნება სხვადასხვა ფიატურ ვალუტაზე – აშშ დოლარზე, ბრიტანულ ფუნტსა და სინგაპურულ დოლარზე.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button