მუსიკასიმღერის ტექსტები

33ა – ამოდენა მდინარე

კიდევაც ვნახავ ცა სჭექდეს,
თოვლის წინ წვიმა სცვიოდეს,
ანოყივრებდეს მიწასა მდინარეები ხვიოდეს,

აღარვინ იტანჯებოდეს და აღარც ვისა შიოდეს,

სიმართლის გამარჯვებასა, მთაზე არწივი ყიოდეს…

…………………………..

ამოდენა მდინარე როგორ გადმოიარე,

შენი ნახვა მინდოდა, აღარ დავიგვიანე……

……………………………

დაბეროს სიცოცხლის სიომ მომაკვდავ არემარესა,

გაუათასდეს სიცოცხლე ცაზე მზესა და მთვარესა,

უხვადა სძღვნიდნენ წყალობას ამ ჩვენს დაჩაგრულ მხარესა,

ჩვენც მსხვერპლნი ძალმომრეობის, ცრემლს აღარ ვღრიდეთ მწარესა,

ჩიტების  ტკბილი გალობა ისმოდეს ყველა მხარესა…..

…………………………..

ამოდენა მდინარე როგორ გადმოიარე,

შენი ნახვა მინდოდა აღარ დავიგვიანე……*2

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button