ლიტერატურამოთხრობასაკითხავი

ერნესტ ჰემინგუეი – სუფთა, ნათელი ადგილი

გვიანი ღამეა, ყველამ დატოვა კაფე გარდა ერთი მოხუცი კაცისა, რომელიც ზის ხის ძირას ლამპიონის გადასწვრივ.დღისით ქუჩა იყო ძალიან მტვრიანი, ღამით კი მტვერი აღარაა და მოხუცს უყვარს ამ დროს ჯდომა,მართალია მას სმენა აქვს დაქვეითებული მაგრამ მაინც წყნარი ღამე ურჩევნია ხმაურიან დღეს. ორი ოფიციანტი ყურადღებით უყურებს მას,რადგან მათ იციან თუ მოხუცი ძალიან დათვრება ის ფულის გადაუხდელად დატოვებს კაფეს.
– გასულ კვირას მოხუცმა თავის მოკვლა სცადა.სიჩუმე დაარღვია ერთ-ერთმა ოფიციანტმა.
– რატომ? გაეპასუხა მეორე.
– ძალიან სასოწარკვეთილი იყო.
– რის გამო?
– არაფრის.
– შენ საიდან იცი რომ არაფრის?
– იმიტომ რომ მას საკმაოდ ბევრი ფული აქვს.
ისინი ისხდნენ კედლის მაგიდასთან კართან ახლოს და უყურებდნენ ტერასას, რომელიც ცარიელი იყო გარდა ერთი მაგიდისა, მაგიდისა რომელთანაც მოხუცი იჯდა.
ქუჩაში ჯარისკაცი გამოჩნდა გოგონასთან ერთად,რომლებიც სწრაფად მიუყვებოდნენ გზას.
– ღამის დარაჯი წაიყვანს.კვლავ დაარღვია სიჩუმე ოფიციანტმა.
– ვფიქრობ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს.
– მას ურჩევნია გაეცალოს აქაურობას. თუ აქ დარჩა ღამის დარაჯი წაიყვანს უეჭველად.
მოხუცი კი იჯდა მაგიდასთან და მის ჭიქას თვალს არ აშორებდა. ერთ-ერთი ოფიციანტი მიუახლოვდა მის მაგიდას:
– აიღებ კიდევ რამეს?
– კიდევ ერთი ჭიქა კონიაკი. ხელით ანიშნა მოხუცმა
– დათვრები. წყნარად წარმოსთქვა ოფიციანტმა თუმცა შეკვეთის შესასრულებლად კაფისკენ გაემართა.
– მთელი ღამე აპირებს აქ დარჩენას.გადაულაპარაკა კოლეგას. – მე კი ძალიან მეძინება მაგრამ 3 საათამდე ძილი არ მიწერია.
კაფიდან კონიაკის ბოთლი და ჭიქა გამოიტანა. მოხუცის მაგიდასთან მივიდა და ჭიქა გაუვსო.
მოხუცმა ხელით ანიშნა – კიდევ ცოტაც.
ოფიციანტმა ჭიქა ბოლომდე გაავსო.
– მადლობ. წყნარად წარმოსთქვა კაცმა.
ოფიციანტი კი თავის მაგიდას დაუბრუნდა:
– უკვე მთვარლია.
– ის ყოველ ღამით მთვრალია.
– რატომ იკლავდა თავს?
– მე საიდან უნდა ვიცოდე?
– როგორ იკლავდა?
– ყულფით. თავის ჩამოხრჩობა ჰქონდა გადაწყვეტილი.
– ვინ გადაარჩინა?
– მისმა ძმიშვილმა.
– და რატომ მოიქცნენ ასე?
– ალბათ მისი სულის შეეშინდათ.
– 80 წლის უნდა იყოს.
– მეც ასე მგონია.
– ნეტავ სახლში წავიდოდეს. მე კი 3 საათამდე ძილი არ მიწერია. – ნეტავ რომელ საათზე იძინებს?
– არ ვიცი. მას უყვარს გვიანობამდე ყოფნა.
– ის მარტოხელაა, მაგრამ მე არ ვარ. მე ცოლი მელოდება სახლში.
– ერთ დროს მასაც ყავდა ცოლი.
– ახლა ცოლი მისთვის კარგი ნამდვილად არ იქნება.
– რა იცი? იქნებ უკეთესიც ყოფილიყო ცოლი რომ ჰყოლოდა.
– მისი ძმიშვილი უვლის მას. აკი სიკვდილსაც გადაარჩინა.
– არ მინდა რომ მასავით მოვხუცდე. დიდი სიმყრალეა მოხუცი კაცი.
– ყოველთვის არა. არ დაეთანხმა მეორე ოფიციანტი. – შეხედე მას. როგორი სუფთაა, მიუხედავად იმის რომ მთვრალია.
– არ მინდა მას შევხედო. ახლა მისთვის უკეთესი იქნება სახლში წავიდეს. არ სცემს პატივს იმ ადამიანებს ვინც ამ დრომდე მისი გულისთვის მუშაობს.
მოხუცმა ჯერ ჭიქას შეხედა შემდეგ კი ოფიციანტს.
– “კიდევ 1 ჭიქა”. ხელით ანიშნა მას.
– არა! საკმარისია.გაცხარდა ოფიციანტი რომელიც სახლში წასვლას ჩქარობდა. – აღარც ერთი ჭიქა.დავიხურეთ!
– კიდევ ერთი. “თქვა” მოხუცმა.
– არა! და ოფიციანტი მისი მაგიდის ალაგებას შეუდგა.
მოხუცი წამოდგა.ცარიელი ჭიქები გადათვალა, ჯიბიდან ვერცხლის მონეტა ამოიღო და მაგიდაზე დააგდო.
ოფიციანტმა მოხუცს გახედა, რომელიც ქუჩას მიუყვებოდა. ბარბაცით მაგრამ მაინც თავშეკავებულად.
– რატომ არ მიეცი ნება დარჩენილიყო უფრო მეტ ხანს.ჯერ ორის ნახევარიც არაა. უსაყვედურა მეორე ოფიციანტმა.
– იმიტომ რომ სახლში წასვლა მინდა.
– შეხედე რომელი საათია.
– ახლა ჩემთვსი გაცილებით გვიანაა ვიდრე მისთვის. გაცხარდა ოფიციანტი, რომელიც სახლში წასვლას ჩქარობდა.
– არა, დრო ყველასთვის ერთია.
– შენც რა მასავით ლაპარაკობ. შეგიძლია იყიდო ერთი ბოთლი კონიაკი და დალიო სახლში რომ მიხვალ.შეუტია ისევ პირველმა ოფიციანტმა.
– მაგას არ ვამობობ. კარგი მართალი ხარ.
– კი მართალი ვარ. დაეთანხმა პირველი ოფიციანტი. იგი არ იყო უსამართლო ადამიანი, უბრალოდ ახლა იგი სახლში წასვლას ჩქარობდა.
– და მაინც აპირებ სახლში წასვლას სამუშაოს დასრულებამდე?
– მაგით რისი თქმა გინდა?
– არაფრის, უბრალოდ ვხუმრობ. – შენ ხარ ახალგაზრდა, გაქვს ოჯახი, სამუშაო, გენდობიან..
– შენ რა გაკლია?
– ყველაფერი მაგრამ სამუშაო..
– შენ გაქვს ყველაფერი რაც მე მაქვს.
– არა, არ მაქვს. მე არ ვარ ისეთივე ახალგაზრდა როგორც შენ.
– გვეყოფა ამაზე ლაპარაკი.დავხუროთ კაფე.
– მე იმ ადამიანთა რიცხვს გავეკუთვნები ვისაც კაფეში გვიანობამდე უყვარს დარჩენა.
– მე კი სახლში მირჩევნია წასვლა.
– ჩვენ განვსხვავდებით ერთმანეთისგან. თქვა უფროსმა ოფიციანტმა. – ყოველ ღამით ვფიქრობ იმაზე რომ შეიძლება არის ადამიანი ვისაც ღამით ჭირდება კაფე.
– გვეყოფა მაგაზე ლაპარაკი. ღვინის სარდაფები მთელი ღამის განმავლობაში ღიაა ასე რომ თუ ვინმეს რამე უნდა იქ იყიდის.ახლა კი წასვლის დროა.
– შენ ვერ გაიგე, ეს კაფეა, ლამაზი და სასიამოვნო თუნდაც მარტო საჯდომად.
– ღამე მშვიდობის. დამეშვიდობა ახალგაზრდა ოფიციანტი.
– ღამე მშვიდობის. გაეპასუხა მეორეც. უხმაუროდ ჩააქრო სინათლე და თავის თავთან წამოიწყო საუბარი. – ღამით განათებული, სუფთა კაფე საჭიროა,ეს ძალიან განსხვავდება ღვინის სარდაფებისგან, მოხუცს არ სჭირდება მუსიკა, მას უბრალოდ ნათელი, სუფთა ადგილი უნდა, სადაც სიწყნარე და სიმშვიდეა. ”საბოლოოდ კი დახურა კაფე და ქუჩას გაუყვა.გზად ბარში შეიარა:
– რას ინებებთ? შეეკითხა ბარმენი.
– არაფერს.
– კიდევ ერთი გიჟი. ამოიოხრა ბარმენა და სხვა კლიენტს მიუბრუნდა.
– ნათელი და სასიამოვნო ბარია, მაგრამ ძალიან უსუფთაობაა წარომსთქვა ოფიციანტმა.
– ინებებთ რამეს?გვერდი აუარა მის კითხვას ბარმენმა რადგან ძალიან გვიან იყო ასეთი საუბრისთვის.
– არაფერს. თქვა ოფიციანტმა და ბარიდან გავიდა.
მას არ უყვარდა ბარები და სარდაფები,სუფთა, განათებული კაფე კი სულ სხვა იყო მისთვის. მაგრამ ახლა იგი სულ სხვა რამეზე ფიქრობდა, ფიქრობდა თუ როგორ მივიდოდა სახლში, დაწვებოდა დასაძინებლად, განთიადისას კი როგორღაც ჩაიძინებდა.
– ალბათ უძლობაა. ფიქრობდა ის. – მაგრამ არაუშავს ჩემს გარდა ალბათ მრავალი ადამიანი იტანჯება ამით…

***

http://santeli.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button