Jaguar Land Rover Vector: მომავლის ავტონომიური ელექტრო ტრანსპორტი
კომპანია Jaguar Land Rover-მა წარადგინა საკუთარი ხედვა, თუ როგორი შეიძლება იყოს მეგაპოლისებისთვის განკუთვნილი მომავლის ელექტრო ტრანსპორტი: კონცეპტს სახელად ეწოდა Project Vector.
ახალი სატრანსპორტო საშუალება გახლავთ კომპლექსური ინიციატივა Destination Zero-ს ნაწილი. ამ პროგრამის მიზანია მიღწეულ იქნას ნულოვანი მოცულობის მავნე გამონაბოლქვი, აღმოიფხვრას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და საცობები მოწინავე ტექნოლოგიებისა და პროდუქტების დანერგვის შედეგად.
Jaguar Land Rover-ის მიზანია გახდეს ჩვენი პლანეტა უსაფრთხო, გარემო კი – ეკოლოგიური. სტრატეგიის განხორციელებას ხელს შეუწყობს ზემოთხსენებული Vector-სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მზად არიან ავტოპილოტირების სისტემის დანერგვისთვის.
კონცეპტ-ავტომობილი სიგრძეში დაახლოებით ოთხი მეტრია. ელექტრო ძრავის კომპონენტები და აკუმულატორები თავმოყრილია იატაკის ზონაში, რისი წყალობითაც უზრუნველყოფილია მოქნილი შესაძლებლობები სალონის შიდა სივრცის მოწყობისთვის.
Vector-ს სხვადასხვა ამოცანის შესრულება შეუძლია: მანქანის გამოყენება შესაძლებელია როგორც მგზავრების გადაყვანისთვის, ასევე კომერციული მიზნებით.
2021 წლიდან ახალი მანქანების ტესტირებები დაიწყება ქოვენთრის გზებზე – ეს გახლავთ ქალაქი აღმოსავლეთ ინგლისის საგრაფო ვესტ-მიდლენდსში.