ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიკვლევები

მაიკ ნოვოგრაცმა Bitcoin-ის 20 ათას აშშ დოლარამდე გაზრდის ვადა გამოავლინა

კომპანია Galaxy Digital-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მაიკ ნოვოგრაცი დარწმუნებულია, რომ 2020 წლის ბოლომდე Bitcoin მტკიცედ გაიმყარებს პოზიციას 20 ათას აშშ დოლარიანი ისტორიული მაქსიმუმით, თანაც ამ ნიშნულს 2-3 თვეში მიაღწევს.

ნოვოგრაცის თქმით, კრიპტოვალუტის მკვეთრი ზრდის მიზეზი მოახლოებული ჰალვინგი იქნება.

„სწორედ ახლა Bitcoin არასტაბილურია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ წლის ბოლოს ჩვენ აუცილებლად გადავლახავთ 20 ათას აშშ დოლარიან ისტორიულ მაქსიმუმს, ან ყოველ შემთხვევაში მივუახლოვდებით მაინც. ეს შესაძლოა მოხდეს რამდენიმე თვეში ჰალვინგის წყალობით“ – განაცხადა ნოვოგრაცმა.

პირველი კრიპტოვალუტის ზრდისთვის დადებითი ფაქტორი ასევე იქნება რეგულირებადი კრიპტობირჟების გამოჩენა და აქტივის აღიარება კონსერვატიული ინვესტორების მიერ.

“მთავარი ციფრული აქტივი, ისევე როგორც ოქრო, გვევლინება hedge-ფონდის სახით და ინვესტორებს იცავს ინფლაციისა და სახელმწიფოს მონეტარული პოლიტიკისგან, რომელსაც ფულის გაუფასურებისკენ მივყავართ“.

მაიკ ნოვოგრაცი საინვესტიციო საფულეში Bitcoin-ის ფლობას „თავდაცვის საშუალებად“ მიიჩნევს.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button