Topლიტერატურაწიგნები

8 წიგნი, რომლებსაც საფუძლად სოციალური მოძრაობები და პოლიტიკური რევოლუციები დაედო

რევოლუციები, სახალხო მოძრაობები, პატრიოტული სულისკვეთებით, თუ უბრალოდ მშიერი კუჭით აღძრული ხალხის მასა საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ აჯანყებია მდიდარ ფენას.

პოლიტიკურ-სოციალური მოძრაობები დღემდე არ კარგავს აქტუალობას, თუმცა აშკარაა, რომ ამ თემატიკის ლიტერატურული ნაშრომები, თან ძალიან კარგი, ძველად უფრო მეტი იქმნებოდა.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ იმ 8 წიგნს, რომელთაც საფუძვლად სახალხო-პოლიტიკური მოძრაობები და რევოლუციები დაედო.

1. ორი ქალაქის ამბავი. (ჩარლზ დიკენსი)

დაიწერა 1859 წელს. მოქმედება ვითარდება ლონდონსა და პარიზში, საფრანგეთის რევოლუცია-მდე და შემდგომ. ინგლისური და ფრანგული ცხოვრების, საზოგადოების და წეს-ჩვეულებების შედარება, ორი სხვადასხვა მხარეს მდგომი ადამიანის სიყვარული და მრავალი სხვა.

2. ნუ მოკლავ ჯაფარას (ჰარპერ ლი)

ნაწარმოები სწორედ მაშინ გამოქვეყნდა (1960წ.) როდესაც ამერიკაში გააქტიურებული იყო სამოქალაქო მოძრაობა, უფლებადამცველები ერთ ამბავში იყვნენ. ნაწარმოები ეხება ისეთ თემებს როგორებიცაა უმრავლესობის მიერ უმცირესობის ჩაგვრა, რასიზმი და საზოგადოებრივ ფენებს შორის დაპირისპირება.

3. იასამნისფერი (ელის უოკერი)

მართალია, ეს ნოველა 1982-ში დაიწერა, თუმცა ჰარპერ ლის მსგავსად, მისი ავტორიც სამოქალაქო მოძრაობის სერიოზული ზეგავლენის ქვეშ იყო. მოქმედება ჯორჯიაში ვითარდება. მთავარი გმირები, შავკანიან ქალბატონთა ჯგუფი, პირდაპირ ეჯახება მათ წინ აღმართულ რასიზმის კედელს. “remember to not be one of those people who “walk by the color purple in a field somewhere and don’t notice it.””

4. ჩრდილოეთი (სეიმუს ჰენი)

გამოიცა 1975 წელს. 1995 წლის ნობელიანტის პოეზია. ლექსების კრებული, რომელიც გაჯერებულია ჩრდილოეთ ირლანდიის პატრიოტიზმით. ვრცლადაა გაშლილი ამ პატარა ქვეყნის სოციალური პრობლემები. კრებული პირობითად ორ ნაწილადაა გაყოფილი, პირველი – უფრო მეტად სიმბოლისტური, ბერძნულ და ვიკინგურ მითოლოგიასთან დაკავშირებული, მეორე, უფრო პატარა ზომის ლექსები კი  მეტად “მიწაზე დაშვებულია”. 

5. მსახური ქალის ამბავი  (მარგარეტ ეტვუდი)

1985-ში გამოცემულ ამ რომანში ძალიან იგრძნობა 60-70-იან წლებში აზვირთებული ქალთა მოძრაობის გავლენა, ამ პერიოდში ქალებმა მიიღეს აბორტის, ხმის მიცემის და სხვა მრავალი სამოქალაქო უფლება. ეტვუდის ყველაზე ცნობილი ნაწარმოების მთავარი გმირი, მართალია პატრიარქარულ საზოგადოებაში ცხოვრობს, თუმცა არ ასვენებს ტოტალიტარული თეოკრატია და საკუთარი უფლებების დასაცავად ხმას იმაღლებს.

6. საბრალონი (ვიქტორ ჰიუგო)

1862 წლის შედევრი, რომელიც ეხება არამარტო საფრანგეთის გაჭირვებულ ფენას, პოსტ-რევოლუციისდროუნდელ ვითარებას, არამედ მთლიანად, ფრანგულ საზოგადოებას, 1815 წლიდან მოყოლებული 1832-მდე,  პარიზის June Rebellion-ს. რომანს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია საფრანგეთის და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკათა სიაში.

7. ექიმი ჟივაგო (ბორის პასტერნაკი)

პასტერნაკის ყველაზე პოპულარული ნაწარმოები პირველად, 1957 წელს, იტალიაში გამოქვეყნდა. 1905 წლის რევოლუციასა და მეორე მსოფლიო ომს შორის განვითარებული ისტორია. ექიმი ჟივაგო ეჯახება არაერთ სოციოპოლიტიკურ თემას, როგორიცაა პირველი მსოფლიო ომი, რუსეთ-იაპონიის ომი და რაც მთავარია, რუსეთის სამოქალაქო ომი. იბრძვის ომის წინა ფრონტზე, ახორციელებს სამედიცინო საქმიანობას და ამასთანავე მთელი რომანის განმავლობაში ებრძვის საკუთარ თავს.

8. ცხოველების ფერმა (ჯორჯ ორველი)

გამოქვეყნდა 1945 წელს. მასზე დიდი ზეგავლენა მოახდინა 30-იანი წლების ესპანურმა სამოქალაქო ომმა. მსოფლიო ალეგორიის ისტორიაში ერთ-ერთ საპატიო ადგილზე მდგომი რომანი დიდწილად 1917 წლის რევოლუციის შემდგომ რუსეთის საზოგადოებას ასახავს. მკაცრადაა გაკრიტიკებული ტოტალიტარიზმი. ნაპოლეონი და სნოუბოლი კი, აშკარად სტალინის და ტროცკის პაროდიები არიან.  “All animals are equal, but some animals are more equal than others.”

ავტორი: ირაკლი სულაძე

Source
http://celsius-233.blogspot.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button